კონტურული პლასტიკა არის სახის და სხეულის ასაკობრივი და პოსტრავმატული დეფექტების კორექცია დერმალური ფილერების ინექციის გზით. პროცედურისთვის გამოიყენება სხვადასხვა მახასიათებლების და შემადგენლობის ფილერები (გელები) კანის ზედაპირის გასწორებისთვის, მოცულობის აღდგენისთვის და მომატებისთვის.
ჩვენებები პროცედურის ჩატარებისთვის:
- ზედაპირული და ღრმა ნაოჭები/ნაკეცები
- პოსტრავმატული ნაწიბურების კორექცია
- ქსოვილების მოცულობის დეფიციტი
- ტუჩის, ყვრიმალის, ნიკაპის, ცხვირის ესთეტიკური კორექცია
- თვალის ქვემოთ უპეები
- ტუჩების გარშემო წვრილი ნაოჭები
- სხეულის ნებისმიერი მონაკვეთის მცირე დეფექტები
პროცედურა ტარდება დერმატო-კოსმეტოლოგის კაბინეტში ადგილობრივი გამაყუჩებელი კრემის გამოყენებით. ხანგრძლივობა 15-40 წუთი. შედეგი 10-12 თვემდე ნარჩუნდება.
წყარო: http://totalcharm.ge/
#drpkhakadze #shenisilamaze #gochadze
მასალის გამოყენების პირობები