პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი7 გზა თმის გაყოფილი ბოლოების მოსაშორებლად

7 გზა თმის გაყოფილი ბოლოების მოსაშორებლად

თმა რამდენად ჯანსაღიც არ უნდა იყოს, დაცული ვერ იქნება დაზიანებისგან, თუ მას სათანადო დროს და ყურადღებას არ დავუთმობთ. თმის გაყოფილი ბოლოები, თავის მოვლის საკითხში, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად სახელდება.

გაყოფილი ბოლოების მიზეზი რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია:

  • ქიმიური პროცედურები, როგორიცაა თმის ქიმიური დახვევა ან შეღებვა.
  • თერმული პროცედურები
  • თმის უხეში დავარცხნა

ჯანმრთელი თმის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ გაყოფილი ბოლოებია. მისი თავიდან ასაცილებლად კი გასათვალისწინებელია ქვემოთ მოცემული შემდეგი რჩევები:

სამწუხაროდ, რადგან გაყოფილი ბოლოების აღდგენის ხერხი არ არსებობს, ერთადერთი რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი, ეს თმის დაზიანებული ნაწილის მოჭრაა. ამ მხრივ თქვენ ხელს შეუწყობთ გაყოფილი ბოლოების შემცირებას.

მოცემულ სტატიაში განიხილება სწორედ ის 7 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ თმის სიჯანსაღის შენარჩუნებაში.

  1. ნაზად მოეპყარით თმას დაბანის შემდეგ

გახსოვდეთ სველი თმა იოლად ზიანდება, ამიტომ შამპუნისა და კონდიციონერის გამოყენების შემდეგ მას ფრთხილად მოპყრობა სჭირდება. დაბანის შემდეგ პირსახოცით უხეშად არ შეიმშრალოთ თმა, ვინაიდან აღნიშნული ქმედება თმის ცვენას, გაუხეშებას და საბოლოოდ ბოლოების გაყოფას იწვევს. ამის ნაცვლად შეგიძლიათ თმა პირსახოცით ნაზად შეიშროთ.

  1. აბურდული თმის დავარცხნა

აბურდული თმა სველი იქნება თუ მშრალი, რთულია დავარცხნა, ამიტომ იგი გაშრობამდე უნდა დაუბრუნოთ პირვანდელ ნორმალურ მდგომარეობას და შემდეგ დაივარცხნოთ, გაიშროთ ან მისცეთ ფორმა.

ამერიკელ დერმატოლოგთა ასოციაცია გვირჩევს ფართოკბილიან სავარცხელს, ვინაიდან დავარცხნისას კბილებს შორის სივრცეში თმის გატარებისას, იგი არ ზიანდება, რაც, თავის მხრივ, არ იწვევს თმის ბოლოების გაყოფას.

  1. დაიტენიანეთ თმა

სიმშრალე თმას ასუსტებს, განსაკუთრებით თმის ბოლოებისკენ, რაც გაყოფილი ბოლოების წარმოქმნას იწვევს.

თმის დასატენიანებლად გამოიყენეთ თმის ნიღაბი ყოველკვირეულად. თმის ნიღაბი ღრმა კონდიცირების საშუალებაა, რომელიც ატენიანებს თმას და ამცირებს სიმშრალეს. ნიღაბი ასევე ამცირებს თმის დაზიანების რისკს, რის შედეგადაც თმა უფრო რბილი და მბზინვარე ხდება.

თმის ნიღაბის პროდუქტების გამოყენება ყოველთვის უფრო შედეგიანია, ვიდრე თმის კონდიციონერის. ვინაიდან პირველში პროდუქტები მეტადაა კონცენტრირებული. ამასთან, ნიღაბი თმაზე შეგიძლიათ დაიტოვოთ – 20 წუთიდან რამდენიმე საათამდე, ან თუნდაც მთელი ღამით.

შეგიძლიათ შეიძინოთ მზა თმის ნიღაბი ან ქვემოთ მოცემული ინგრედიენტებით დაამზადოთ იგი:

  • ქოქოსის ზეთი
  • ალოე ვერა
  • თაფლი
  • ზეითუნის ზეთი
  • ბანანი
  1. თერმული პროდუქტების შემცირება

გაცხელებული მოწყობილობების გამოყენებამ, განსაკუთრებით ყოველდღე, შეიძლება გამოაშროს ან შეცვალოს თმის სტრუქტურა.

შეძლებისდაგვარად მიეცით თმას საშუალება სხვადასხვა უთოს დახმარების გარეშე გაშრეს.

თუ აუცილებლობას წარმოადგენს უთოს გამოყენება, გაითვალისწინეთ რომ სითბოს პარამეტრებიდან დაუწიოთ მას.

  1. არ დაივარცხნოთ თმა ზედმეტად ხშირად

თმის ზედმეტად დავარცხნამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება, მათ შორის თმის ბოლოების გაყოფა.

  1. დაიძინე აბრეშუმის ბალიშზე

ღამით თმაზე ზრუნვა ხელს უშლის ბოლოების გაყოფას. ბამბის ბალიშზე დაძინების ნაცვლად, დაიძინეთ აბრეშუმის ან ატლასის ბალიშზე ხახუნის შესამცირებლად.

აბრეშუმის ან ატლასის ბალიშზე თმა სრიალებს, რაც ბალიშსა და თმას შორის ნაკლები ხახუნის შედეგს იძლევა. ეს უკანასკნელი კი დაგეხმარებათ თმის დაზიანების თავიდან აცილებაში.

ამ მხრივ, კიდევ ერთი რჩევაა ღამით აბრეშუმის შარფის ტარება თმის დასაცავად.

  1. ქიმიური პროდუქტების გამოყენებებს შორის დაყავით დრო

ისეთი ქიმიური პროცედურების გამოყენება, როგორიცაა თმის შეღებვა და დახვევა, თმაზე არც ისე კარგ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით, თუ ერთდროულად ერთზე მეტ პრეპარატს იყენებთ.

ასეთ პროცედურებს შორის, რეკომენდირებულია, დაჰყოთ 8-10 კვირა. გამოიყენეთ თმის ნიღაბი კვირაში ერთხელ და თმის კონდიციონერი ყოველი დაბანისას.

წყარო

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები