მოზარდი გარდატეხის ასაკში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ცვლილებების დროს

სირთულეები გარდატეხის ასაკში

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
3 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

​ბავშვობიდან მოწიფულობისკენ გარდამავალ ხანას სპეციალისტები პუბერტატულს უწოდებენ, ჩვენ კი უბრალოდ გარდატეხის ასაკს ვეძახით. ეს ხანა გოგონებისთვის 10-11 წლიდან იწყება, ვაჟებისთვის კი – 12-14 წლიდან და 15-16 წლამდე გრძელდება.

ასეთი ასაკობრივი დაყოფა დაახლოებითია. სინამდვილეში გარდატეხა შესაძლოა უფრო ადრე ან უფრო გვიანაც დაიწყოს. ამ პერიოდში ორგანიზმში არსებითი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური გარდაქმნები მიმდინარეობს, რის გამოც საგრძნობლად იცვლება მოზარდის ქცევა, მისი ყოველდღიური რეჟიმი, სურვილები და მისწრაფებები, ის მოუსვენარი, ჯიუტი და მეტისმეტად თვითდაჯერებული ხდება.

ყოველივე ამის მიზეზი სისხლში მოცირკულირე სასქესო ჰორმონები გახლავთ. ისინი აფხიზლებენ სქესობრივ სწრაფვას, რაც პირველ ხანებში – ცნობისმოყვარეობით, შემდეგ კი საპირისპირო სქესისადმი მოჭარბებული ინტერესით გამოიხატება.

მოზარდებს უცნობი შეგრძნებები და აზრები, ბუნების ინტიმურ საიდუმლოებათა შეცნობის სურვილი ებადებათ. საპირისპირო სქესისადმი ლტოლვა ვაჟებში – პოლუციის, გოგონებში კი მენსტრუაციის დაწყების მომენტს ემთხვევა და ეს ჯანმრთელი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მისწრაფებაა.

- Advertisement -
Ad imageAd image

თუმცა მენსტრუაციისა და პოლუციის თანმხლები სქესობრივი სწრაფვის გამოვლენა არ ნიშნავს სქესობრივ სიმწიფეს და იმას, რომ მოზარდს უკვე შეუძლია სქესობრივი ცხოვრების დაწყება. მოზარდის ორგანიზმი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალზე ინტენსიურად ვითარდება, ამიტომ ამ წლებში ქსოვილთა შენება, ორგანოების მუშაობა იცვლება. ბავშვისთვის დამახასიათებელ ზერელე და ხშირ სუნთქვას ღრმა, ნაკლებად ხშირი, ნელი და რიტმული სუნთქვა ცვლის.

იზრდება ბავშვის გულიც – ის მოზრდილი ადამიანის გულზე საღი, ელასტიკური და ამტანია, მაგრამ სინაზისა და განუვითარებლობის გამო განსაკუთრებული რეაქციულობა ახასიათებს. გულის გადიდების ტემპს ჩამორჩება სისხლძარღვთა სანათურის ზრდის პროცესი, რაც სისხლის მოძრაობას ართულებს.

გულის მიერ ერთი წუთის განმავლობაში გადასროლილი სისხლის მოცულობის ზრდა და სისხლძარღვის სანათურის დიამეტრის უცვლელობა გულ-სისხლძარღვთა სისტემაში შეუსაბამობას ქმნის, ეს კი ზოგჯერ სისხლის მიმოქცევის მოშლასა და წნევის მომატებას იწვევს, ამიტომ მოზარდ ასაკში ხშირია თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სწრაფი გადაღლა. ბავშვის ორგანიზმის განვითარების კვალდაკვალ ძლიერდება საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების ფუნქცია, რაც უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ რაციონისა და კვების რეჟიმის განსაზღვრისას.

READ  როგორი უნდა იყოს თინეიჯერის კანის მოვლის რუტინა

ბავშვის კბილების მინანქარი უფრო თხელია და ფაქიზი, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა. იგი ადვილად ზიანდება, ამიტომ გარდამავალ ასაკში ხშირია კბილის კარიესი. ეს ყოველივე პირის ღრუს მართებულ ჰიგიენურ მოვლას მოითხოვს. ყველა ორგანოს მუშაობას ნერვული სისტემა არეგულირებს. გარდატეხის პერიოდში აღგზნების რეაქციები ჯერ კიდევ სჭარბობს შეკავებისას, რის გამოც მოზარდისთვის დამახასიათებელია მომატებული აგზნებადობა. ამის შედეგად ნერვული უჯრედები სწრაფად იქანცება, რაც გუნება-განწყობისა და ქცევის მკვეთრ ცვალებადობას იწვევს.

აგზნებადობა გულის მუშაობის ცვლილებასაც იწვევს, ამიტომ გადატვირთვასა და მღელვარებას თან სდევს გულისცემის გახშირება, ქოშინი და სხვა მოვლენები. გარდატეხის ასაკში აქტიურდება სასქესო ჰორმონები, რომელთა გავლენითაც ვითარდება მეორეული სასქესო ნიშნები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ვაჟებს ამოსდით წვერ-ულვაში, ეზრდებათ თმა ბოქვენის არეში, იღლიის ფოსოებში, ტანზე, თმა უხშირდებათ და უუხეშდებათ, უდიდდებათ ხორხის ფარისებრი ხრტილი, ეცვლებათ ტემბრი. იცვლებიან გოგონებიც: უდიდდებათ სარძევე ჯირკვლები, აწუხებთ ტკივილი ჯირკვლების მიდამოში, უმუქდებათ კანი ძუძუსთავების გარშემო, ტანზე თმიანობა ემატებათ, სხეულის ნაკვთები უმრგვალდებათ, ეწყებათ მენსტრუაციული ციკლი. ცვლილებები აღინიშნება ენდოკრინული, გამომყოფი, ძვალსახსროვანი და სხვა სისტემების მუშაობაში.

გარდატეხის ასაკს მშობლები მომზადებულნი უნდა შეხვდნენ. გირჩევთ:

  • აუღელვებლად, მშვიდად მიიღოთ ცვლილებები შვილის ხასიათსა და ყოფა-ქცევაში;
  • ზომიერად დავიტვირთოთ ფიზიკურად და გონებრივად, რათა გადაჭარბებულმა დატვირთვამ გული და სხვა სისტემები არ დააზიანოს;
  • სწორად, სრულფასოვნად შეურჩიოთ კვების რაციონი;
  • მოუწესრიგოთ კვების, შრომისა და ძილის რეჟიმი.

წყარო: https://www.imediclinic.com/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). სირთულეები გარდატეხის ასაკში. 8 მარტი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის