მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელმა საქართველოში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ბარიატრიული ქირურგიის შესახებ საუბარი დაიწყო, მედია ამ თემამ მოიცვა…
არაერთმა ტელევიზიამ თუ სხვა მედიაპლატფორმამ გააშუქა ბარიატრიული ქირურგიის თანმდევი რისკები და სახიფათო სტატისტიკა.
თავად გიორგი ფხაკაძე არაერთ facebook live-ში დეტალურად საუბრობს ბარიატრიული ქირურგიის რისკებზე, აუცილებლად გასათვალისწინებელ ფაქტორებზე და იმ ფატალურ შედეგზე, რაც ზოგ შემთხვევაში ამ ოპერაციის შემდეგ დგება.
ფხაკაძე განმარტავს, რომ ბარიატრიულ ოპერაციას ექიმი მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის წონისგან გამოწვეული საფრთხე უფრო მეტია, ვიდრე ბარიატრიული ქირურგიის რისკები… ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი დეტალურად განიხილავს ამ საკითხის ყველა ასპექტსა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს მათ, ვინც აპირებს ან უკვე ჩაიტარა აღნიშნული ქირურგიული ოპერაცია…
“ჩემი სტრატეგია იყო ძალიან მარტივი…
არ ვეთანხმები თურქეთში ამ ოპერაციის გაკეთებას…
საქართველოში რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა თურქეთში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ. მე რომ არ მესაუბრა ამის შესახებ, არავინ არაფერს იტყოდა…
ბარიატრიული ოპერაციის მთელი არსი ისაა, რომ თუ ადამიანს აქვს წონის პრობლემა, არის BMI 35-ს ზევით და აქვს თანხმლები დაავადებები, ექიმები, დანიშნულების შედეგად, იღებენ ამ გადაწყვეტილებას… თუ ადამიანი ასეთი მაღალი წონით გააგრძელებს სიცოცხლეს და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ერთ-ერთი გამოსავალი არის ოპერაცია. როდესაც ადამიანი იწონის 200 კგ-ს, მისი ორგანოები არის გაცხიმოვნებული…
შენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე! გიორგი ფხაკაძე ქმნის დღის წესრიგს ჯანდაცვის სფეროში…”
#drpkhakadze #shenisilamaze #gochadze
მასალის გამოყენების პირობები