ორშაბათი, ივნისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე - რჩევები თქვენი სიჯანსაღისთვის ✨️

როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე – რჩევები თქვენი სიჯანსაღისთვის ✨️

გაზაფხულზე ბუნებასთან ერთად ჩვენი ორგანიზმიც იღვიძებს, ამიტომ წელიწადის ამ დროს სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

რა მოსდის კანს  გაზაფხულზე?

ჯერ კიდევ ზამთარში ირღვევა სახის კანის დამცავი შრე – ჰიდროლიპიდური მანტია. მას აზიანებს ყინვა, ქარი, თოვლი და შენობებში არსებული მშრალი ჰაერი. ბუნებრივი დამცავი შრის უქონლობის გამო კანი ადვილად იღებს ტრავმას. გაზაფხულზე ამას ვიტამინების ნაკლებობა და იმუნიტეტის დაქვეითებაც ემატება. კანი წითლდება, იქერცლება, მუწუკდება… როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს? რა თქმა უნდა, სწორი მოვლით, სათანადო კვებით, დანოტივებით და სხვა.

რას გულისხმობს გაზაფხულზე კანის სწორი მოვლა?

პირი იბანეთ გადადუღებული წყლით. კარგია დასაბანად მცენარეთა – პიტნის, ოხრახუშის, გვირილის – ნახარშების გამოყენება. დაბანის ნაცვლად შეგიძლიათ ყინულით გაიწმინდოთ, მაგრამ არა გაყინული წყლით, არამედ მცენარეული ნახარშით. მისი მომზადება ადვილია: იღებთ მცენარეულ ნედლეულს ან მათ ნაკრებს (გამოგადგებათ პიტნა, გვირილა, მუხის ქერქი, კრაზანა, სალბი, ვარდის ფურცლები, არყისა და ტირიფის ფოთლები), ასხამთ მდუღარე წყალს, აჩერებთ ნახევარ საათს, გადაწურავთ კარგად, რომ მცენარის ნაწილები არ შეჰყვეს და კანი არ დააზიანოს, ჩაასხამთ ყინულის ფორმაში და გაყინავთ. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ ერთსა და იმავე ადგილას ყინულის დიდხანს სმა არ შეიძლება. ის სამასაჟე ხაზებზე უნდა გადაატაროთ. თუ კანი მშრალია, შეიძლება ნახარშს დავუმატოთ ზეითუნის, ქოქოსის ან ნუშის ზეთი – 1 სუფრის კოვზი 200 მლ-ზე – და ასე გავყინოთ. როგორც კანისთვის, ასევე მთელი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა საუნა. სახლის პირობებში შეიძლება უბრალო ორთქლის აბაზანებსაც დავჯერდეთ, თუ ეს უკუნაჩვენები არ არის გაფართოებული ფორების ან სისხლძარღვების გამო.

წყარო

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  სახის ნიღაბი ბანანით და ლიმნით – ბუნებრივი მოვლა ყველა ტიპის კანისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები