თმის ხშირმა შეღებვამ, არასწორმა ვარცხნამ და გაშრობამ შეიძლება დააზიანოს თმის დამცავი ფენა.
შედეგად ჩნდება გაყოფილი ბოლოები. ამიტომაც უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული რეკომენდაციები, რათა გაყოფილი ბოლოები არ იყოს თქვენი მარადიული თანამგზავრი.
თმის დაბანისას გავრცელებული შეცდომაა შამპუნის მთელ სიგრძეზე შეზელა. ეს აშრობს თმას და იწვევს მსხვრევას. შამპუნი უნდა წაისვათ მხოლოდ სკალპზე ნაზი მასაჟის მოძრაობებით. თმის დანარჩენი სიგრძისთვის მიღებული ქაფი საკმარისი იქნება. შამპუნის გარდა სასარგებლო იქნება კონდიციონერის გამოყენებაც, ის არ კურნავს ბოლოებს, მაგრამ გახდის თქვენს თმას გლუვს და ძლიერს.
დაბანის შემდეგ არ უნდა გაიხეხოთ თმა პირსახოცით. სველი კულულები ძალიან დაუცველია. თუ მათ “აგრესიულად” გააშრობთ პირსახოცით, მტვრევადი და გაყოფილი ბოლოები გექნებათ. თუ გსურთ პირსახოცის უსაფრთხოდ გამოყენება, დაბანის შემდეგ თმები შეიხვიეთ 10-15 წუთის განმავლობაში, რათა მან დამოუკიდებლად შეიწოვოს ტენიანობა.
ყველა სავარცხელი არ არის შესაფერისი თმისთვის. უმჯობესია აირჩიოთ სავარცხელი ფართო კბილებით. ის სრიალებს თმებში და არ იხვევს თმას უხეშად. სწორი თმა უნდა დაივარცხნოთ გაშრობის შემდეგ, ხოლო ხვეული – ნესტიან მდგომარეობაში. ეცადეთ ხშირად არ დაივარცხნოთ. თუ კულულები მუდმივად ჩახლართულია, შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელი კონდიციონერი.
ცხელი ჰაერით თმის სწრაფად გაშრობის ცდუნება დიდია, განსაკუთრებით მაშინ, თუ სასწრაფოდ გჭირდებათ საქმეზე წასვლა. მაგრამ ცხელი ჰაერი აზიანებს თმას და ჩნდება გაყოფილი ბოლოები. იდეალური გამოსავალი იქნება არ გამოიყენოთ თმის საშრობი, მაგრამ თუ სხვა ვარიანტი არ გაქვთ, გაითვალისწინეთ შემდეგი: ბოლოები არ გააშროთ, შეგიძლიათ გაიშროთ თმის მხოლოდ ზედა ნაწილი. გამოიყენეთ თერმული დაცვა. მისი წყალობით თმა უფრო ნელა თბება, შიგნით ინარჩუნებს ტენიანობას და თმა არ შრება.
მასალის გამოყენების პირობები