პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიხალხური რეცეპტები - ლამაზი ხელებისა და ფრჩხილებისთვის

ხალხური რეცეპტები – ლამაზი ხელებისა და ფრჩხილებისთვის

შეინარჩუნეთ ლამაზი ხელები და ფრჩხილები – რეცეპტები ხალხური მედიცინიდან

თანაბარი რაოდენობით აურიეთ თაფლი და გლიცერინი. ეს საშუალება ეფექტურია კანის გაუხეშებული უბნის, კერძოდ, იდაყვების მოსავლელად. 5-7 დღის შემდეგ კანი ხავერდოვანი და ნაზი გახდება.

იდაყვებზე გაუხეშებული კანი გაიწმინდეთ ლიმონის ნაჭრით. რამდენიმე დღეში ის შეხებით უფრო სასიამოვნო გახდება, ერთ თვეში კი საერთოდ გაქრება გარქოვანებული უჯრედები. მუქი ლაქების მოსაშორებლად 15 წუთით მოათავსეთ იდაყვი ლიმონის ახალგამოწურულ წვენში.

ხალხური რეცეპტები – ლამაზი ხელებისა და ფრჩხილებისთვის | შენი სილამაზე

თაფლი კარგად არბილებს კანს და არის ასევე შესანიშნავი ანტისეპტიკი. ხელის მტევნებზე წაისვით თაფლი და 15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ხელის კრემი.

ზეთოვანი აბაზანა – შეათბეთ ზეითუნის ზეთი და მასში მოათავსეთ ხელის მტევნები. შემდეგ ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და დაწექით დასაძინებლად.

მტვრევადი ფრჩხილების გამაგრება შესაძლებელია მარტივი ნარევით. თანაბარი რაოდენობის ძმრისა და ზეთის ნარევში 10 წუთით მოათავსეთ თითები.

ზეთს დაუმატეთ 3 წვეთი იოდი და 5 წვეთი გლიცერინი. ჩაუშვით ხელები ამ ნარევში 7-10 წუთით, შემდეგ შეიმშრალეთ ხელსახოცით.

ფრჩხილებს ამაგრებს სოდის აბაზანაც. 1 ს/კ სოდა გახსენით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში, დაუმატეთ 2 წვეთი იოდი. მოათავსეთ თითები 10-15 წუთით ამ ნარევში.

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ გამოიყურება საკულტო მსახიობი -ჯენიფერ ენისტონი პლასტიკური ჩარევების შემდეგ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები