კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიანჯელინა ჯოლი- რას კითხულობს საკულტო მსახიობი

ანჯელინა ჯოლი- რას კითხულობს საკულტო მსახიობი

ანჯელინა ჯოლი მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს არა მხოლოდ მისი კინოროლებით, არამედ აქტიური საქველმოქმედო საქმიანობითაც უყვარს.

მსახიობი უკვე მრავალი წელია, უამრავ სოციალურ პროექტში იღებს მონაწილეობას, თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, არის 6 შვილის დედა, აქვს ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი და

დრო საინტერესო წიგნების წაკითხვისთვისაც რჩება.

სხვადასხვა ინტერვიუში ანჯელინა ჯოლიმ წიგნებით გატაცების შესახებ რამდენჯერმე ისაუბრა და საყვარელი ნაწარმოებებიც დაასახელა, რომელთა ნაწილიც ფილმად გადაიღეს.

ანჯელინა ჯოლი- რას კითხულობს საკულტო მსახიობი | შენი სილამაზე

როგორ გამოიყურება ამ წიგნების ხუთეული?

,,გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს”, სუზანა კეისენი- ანჯელინა ჯოლის რჩეული წიგნი ავტობიოგრაფიული რომანია,  ავტორის ცხოვრებაში არსებულ რთულ პერიოდზე მოგვითხრობს, როდესაც  ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა.

,,უტეხი”, ლორა ჰილენბრანდი- ანჯელინა ჯოლიმ  2014 წელს ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც ლუისა ზამპერინის საოცარი ისტორიითაა შთაგონებული

,,დრაკულა”, ბრემ სტოკერი- როგორც ანჯელინა ჯოლიმ აღნიშნა, ეს მისი კიდევ ერთი საყვარელი წიგნია, რომლის ისტორიაც არაერთ რთულ ამბავს აერთიანებს და შეგვახსენებს, რომ ნამდვილი სიყვარული მარადიულია.

 

,,ტრამვაი, სახელად სურვილი”, ტენესი უილიამსი- ინგლისური ენის ყოფილი მასწავლებელი ბლანშ დიუბუა თავის დას ნიუ-ორლეანში სტუმრობს. თუმცა, ამ მოგზაურობით, მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იწყება…

,,ყველაზე ცისფერი თვალი”, ტონი მორისონი- ანჯელინა ჯოლის შემდეგი საყვარელი წიგნი პატარა შავკანიან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც ოცნებობს, ცისფერი თვალები ჰქონდეს.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  2021 წელს გაფრთხილებდით…“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები