რომელი ციტრუსი გვიცავს სიმსუქნისგან და რომელი ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე.

0
111
#image_title

 

ქრონიკული დაღლა ორგანიზმში C ვიტამინის უკმარისობის ჭეშმარიტი ნიშანია. 180 გრამიანი ფორთოხალი დაახლოებით 70 გრამ ამ ვიტამინს შეიცავს, რაც ადამიანის ყოველდღიურ მოთხოვნას აკმაყოფილებს. გარდა ამისა, ციტრუსი ორგანიზმიდან წყალს გამოდევნის და ცხიმებს წვავს.

ციტრუსი კალციუმის მაღალი შემცველობის გამო, ძვლებსა და კბილებს ამაგრებს. მასში ბევრი მაგნიუმია, რომელიც გულისა და კუნთების შესანიშნავი დამხმარეა. ფორთოხალი მთავარი მომწოდებელია იშვიათ მიკროელემენტ სელენისა, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებას ეხმარება. ეს ციტრუსი განსაკუთრებით სასარგებლოა სიმსუქნის და მისკენ მიდრეკილების დროს. სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად კვირაში 2 დღე რეკომენდებულია მხოლოდ ფორთოხალი, მწვანე სალათა, უშაქრო ჩაი მიირთვათ.

რომელი ციტრუსი გვიცავს სიმსუქნისგან და რომელი ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. | შენი სილამაზე

მანდარინი ვიტამინების წყაროა. მისი რბილობი და კანი პექტინებს, ორგანულ მჟავებს, კაროტინს, გლუკოზიდებს, ეთეროვან ზეთებს შეიცავს.

მანდარინი ნაწლავების პერისტალტიკას ასუსტებს, ამიტომ ის ფაღარათის თანმხლები დაავადებებისას მეტად სასარგებლოა.

რომელი ციტრუსი გვიცავს სიმსუქნისგან და რომელი ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. | შენი სილამაზე

ნაწლავების დაავადებისას მანდარინის ქერქის ფხვნილი ( 0,5 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ ) საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.

მანდარინის ცოცხალი კანის ნაყენს გულისრევის შესაჩერებლად იყენებენ (25-30 წვეთი 3-4 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე).

რომელი ციტრუსი გვიცავს სიმსუქნისგან და რომელი ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. | შენი სილამაზე

მანდარინის წვენი კანს ვიტამინებით კვებავს და ლამაზ ფერს აძლევს. სასარგებლოა მანდარინის წვენით დასველებული ხელსახოცი სახესა და ყელზე დაიდოთ. ხელსახოცი 20 წუთი გაიჩერეთ. ამის შემდეგ კანი ჯერ სველი, შემდეგ მშრალი ტამპონით გაიწმინდეთ.

READ  პროდუქტები, რომლის მეორედ გაცხელება არ არის მიზანშეწონილი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ