რა მოხდება თუ დილის ყავას ლიმონიანი თბილი წყლით ჩავანაცვლებთ

0
17
#image_title

რა საერთო აქვთ განუმეორებელ ბიონსეს, ჯენიფერ ენისტონსა და გვინეტ პელტროუს? თითოეული მათგანისთვის დილით ლიმონიანი წყლის მირთმევა – აუცილებელი რიტუალია. მათი მტკიცებით, აღნიშნული საშუალება უებარია ჯანმრთელობისთვის . ნამდვილად ასეა თუ არა ეს, განვიხილოთ ერთად.

მრავალი ადამიანისთვის უზმოზე ლიმონიანი წყლის დალევას გარკვეული დატვირთვა აქვს ეს არის:

  1. დეტოქსიკაცია

ღვიძლი ძალიან მადლიერი დაგრჩებათ, რადგან ამ პროცესის შემდეგ მას ნაკლები დატვირთვა მოუწევს.

რა მოხდება თუ დილის ყავას ლიმონიანი თბილი წყლით ჩავანაცვლებთ

  1. წონაში კლება

ლიმონიანი წყალი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. სხვათა შორის, ლიმონი შესანიშნავად მუშაობს ჯინჯერთან ერთად, რომელიც ანალოგიური მოქმედებისაა.

რა მოხდება თუ დილის ყავას ლიმონიანი თბილი წყლით ჩავანაცვლებთ

  1. იმუნური სისტემის განმტკიცება

C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ლიმონი ეხმარება ორგანიზმს იმუნიტეტის ამაღლებაში. ხოლო დაავადების შემთხვევაში – ეფექტურად ებრძვის მას.

რა მოხდება თუ დილის ყავას ლიმონიანი თბილი წყლით ჩავანაცვლებთ

  1. ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი

ლიმონიანი წყალი ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან შარდმჟავას და ამით აცხრობს სახსრების ტკივილს.

რა მოხდება თუ დილის ყავას ლიმონიანი თბილი წყლით ჩავანაცვლებთ

  1. ტონუსი და კარგი განწყობა

კალიუმი, რომელსაც ლიმონი შეიცავს, დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე. ლიმონის მხოლოდ სუნსაც კი ნორმაში მოჰყავს ადამიანის ემოციური მდგომარეობა.

უკუჩვენებები

  1. ლიმონის მჟავას შეუძლია კბილის ემალის დაზიანება. ამიტომ მისი მიღება უმჯობესია საწრუპი მილით.
  2. ლიმონიანმა წყალმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება და მისი მჟავიანობის მომატება.
  3. ლიმონი საკმაოდ მძლავრი ალერგენია, ამიტომ მისმა წყალხსნარმა შესაძლოა ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობა გამოიწვიოს.

რა მოხდება თუ დილის ყავას ლიმონიანი თბილი წყლით ჩავანაცვლებთ

როგორ მივიღოთ ლიმონიანი წყალი

ერთ ჭიქა წყალზე საკმარისია ორი – სამი ნაჭერი ლიმონი. სურვილის შემთხვევაში სასმელს შეგიძლიათ დაამატოთ ჯინჯერი ან თაფლი, ან ორივე ერთად. ამასთან, წყალი უნდა იყოს თბილი და არა ცხელი. ექსპერტები გვირჩევენ, ლიმონიანი წყალი მივიღოთ დილით უზმოზე და ერთი პორცია – კიდევ საღამოს.

რა მოხდება თუ დილის ყავას ლიმონიანი თბილი წყლით ჩავანაცვლებთ

ვიმედოვნებთ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენი დილა ერთი ჭიქა ლიმონიანი წყლით დაიწყება!

გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ