ქალაქურ ცხორვებას თავისი მინუსები აქვს. ერთ-ერთი მთავარი — ჭუჭყიანი ჰაერი და მტვერია. სწორედ ისინი ხურავენ ფორებს ჩვენს კანზე და არ გვაძლევენ საშუალებას ვისუნთქოთ. სახლის ფორთოხლის სკრაბი სხეულისთვის
ფირთოხლის სკრაბი რეგულაური გამოყენებით, კანს მწყობრში მოიყვანს.
შეგიძლიათ გააკეთოთ ყავის მსუბუქი სკრაბი ტანისთვის სახლის პირობებში. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, მაგრამ გაწმენდაზე იმდენად ორიენტირებული არაა, როგორც ცელულიტის მოშორებაზე.
დღეს რეკომენდაციას გავუწევთ ფორთოხლის სკრაბს. ფორთოხალი ვიტამინი C-თი მდიდარია და კანს სიგლუვეს ანიჭებს. მას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ფორებსაც უვლის.
როგორ მოვამზადოთ ტანის სკრაბი სახლის პირობებში.
ინგრედიენტები
- 1 ჭქა ყავისფერი ან ჩვეულებრივი შაქარი
- 3 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
- 4 ჩ.კ. ნაღები ან არაჟანი
- 10 მლ ლიმნის წვენი
- ფორთოხლის 1 ცედრა
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
მომზადება
აურიეთ შაქარი ზეითუნის ზეთთან.
დაუმატეთ ნაღები ან არაჟანი და კარგად აურიეთ. აცალეთ გაციება.
დაუმატეთ ლიმნის წვენი, ფორთოხლის ცედრა და დარიჩინი.
გახსოვდეთ, რომ წაისვათ მაშინვე, რათა ახალდამზადებულზე აქვს ეფექტი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სახისთვის, ისევე როგორც მთელი ტანისთვის.
პილინგი თვეში რამდენჯერმე მაინც უნდა ჩაიტაროთ, საგულდაგულოდ გაასუფთაოთ კანი.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi