როგორ შევნიშნოთ ასტიგმატიზმი. გაუფრთხილდით მხედველობას

0
96
#image_title

ასტიგმატიზმი გავრცელებული თვალის დაავადებაა, რომლის შედეგად ადამიანი ნათელი ხედვის უნარს კარგავს.

ასტიგმატიზმი ლათინური სიტყვაა და  ნიშნავს ფოკუსის დაკარგვას. თუ მას არ განკურნავთ, შესაძლოა დაბრმავება გამოიწვიოს.

საბედნიეროდ, მისი გამოვლენა ადვილია. წარმოგიდგენთ რამდენიმე ტესტს.

ასტიგმატიზმის კორექცია

ნორმალურ მდგომარეობაში, თვალის გარსს და ბროლს თანაბარი სფერული ზედაპირი აქვს. ასტიგმატიზმისას მათი სფერულობა დარღვეულია.

როგორ შევნიშნოთ ასტიგმატიზმი. გაუფრთხილდით მხედველობას

მისი დიაგნოსტიკა ხშირად სკოლის ადრეულ წლებში ან სკოლამდელ ასაკში ხდება. ბავშვებმა შესაძლოა ციფრები და ასოები აურიონ, სიტყვების ადგილები ცვალონ.

სიმპტომები

შეგრძნება თითქოს თვალში ნამცეცები გაქვთ ჩავარდნილი ან გეწვით.

სიწითლე.

 

გაორება ან გამოსახულების დამახინჯება.

ხედვის ფოკუსირების შეუძლებლობა.

სირთულე გარემოში ორიენტირებისას, საგნებამდე მანძილის ვერგანსაზღვრა.

თვალის სწრაფი მოდუნება მუშაობისას, კითხვისას, ტელევიზორის ყურებისას, კომპიუტერთან.

როგორ შევნიშნოთ ასტიგმატიზმი. გაუფრთხილდით მხედველობას

რკალის ტკივილი, მუდმივი თავის ტკივილი.

კროექცია აუცილებელია, რათა არ გამწვავდეს დაავადება, ამისათვის რამდენიმე მეთოდს იყენებენ.

რა შველის ასტიგმატიზმს

სათვალე
ის ინდივიდუალურად ირჩევა და კორექციის ყველაზე გავრცელებული ხერხია.

როგორ შევნიშნოთ ასტიგმატიზმი. გაუფრთხილდით მხედველობას

კონტაქტური ლინზები
ძალიან მოხერხებული საშუალება, რომელიც თვალს ერთიან ოპტიკურ სისტემას და არ იწვევს დამახინჯებას.

როგორ შევნიშნოთ ასტიგმატიზმი. გაუფრთხილდით მხედველობას

ლაზერული კორექცია
უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი ასტიგმატიზმის გამოსწორებისთვის. ის აუმჯობესებს მხედველობას და არარაა საჭიროება ატაროთ სათვალე ან ლინზა.

როგორ შევნიშნოთ ასტიგმატიზმი. გაუფრთხილდით მხედველობას

ქირურგიული ჩარევა
თუ სხვა არაფერი შველის, აუცილებელია ოპერაცია, რომელიც ახლა უმაღლეს დონეზეა აყვანილი.

 

ტესტები

გაიგეთ გაქვთ თუ არა აღნიშნული დაავადება, რათა დაიწყოთ მკურნალობა. მიუდექით სერიოზულად და თითოეული ტესტი რამდენჯერმე გააირეთ.

სხივები

როგორ შევნიშნოთ ასტიგმატიზმი. გაუფრთხილდით მხედველობას

დახუჭეთ ერთი თვალი, მოშორდით მონიტორს 3-5 ნაბიჯით და შეხედეთ წრეს.

გაამახვილეთ ყურადღება რომელიმე ხაზი უფრო მუქი ხომ არ ხდება ვიდრე სხვა.

თუ კი, ასტიგმატიზმის ნიშანია.

პარალელური ხაზები

აუცილებელია დღის ნათელი შუქი.

როგორ შევნიშნოთ ასტიგმატიზმი. გაუფრთხილდით მხედველობას

დახუჭეთ ერთი თვალი, შემდეგ მეორე.

თუ ყველა ხაზი ერთნაირად შავია, ასტიგმატიზმი არ გაქვთ.

თუ კვადრატებში ყველა ხაზს ერთნაირად შავად ვერ ხედავთ და რომელიმე ნაცრისფერია, ასტიგმატიზმი გაქვთ.

სიმენსის ვარსკვლავი

როგორ შევნიშნოთ ასტიგმატიზმი. გაუფრთხილდით მხედველობას

100%-იანი მხედველობის მქონე ადამიანი თუ ამ სურათს 5 მეტრიდან შეხედავს, სხივები შეერთებას სიგრძის ნახევარზე დაიწყებენ, მაშინ როცა ცენტრამდე 2.5. სმ-ია დარჩენილი. სხივის სიგრძე 5 სმ-ია.

მორიგეობით ორივე თვალით შეხედეთ. თუ დარღვევა არ გაქვთ, თვალები შემდეგს დაინახავენ:

გამოკვეთილი ხაზები

ფონი ვარსკვლავის ცენტრში ნაცრისფერდება.

ცენტრალური ხაზები წრეზე ერთდება..

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ