რა პროდუქტები უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან

0
15
#image_title

ყველა მიეჩვია, რომ ექიმები მუდმივად გვაშინებენ აშკარად მავნე პროდუქტების გამოყენების შედეგებით, როგორიცაა ფასტ ფუდი, გაზიანი სასმელები, მაიონეზი, ნახევარფაბრიკატები. დიახ, ეს არის დიაბეტი, მეტაბოლიზმის დარღვევა, გაცხიმოვნება, ონკოლოგიური წარმონაქმნების რისკი.

თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტი მოდის არა კიბოსა და დიაბეტზე, არამედ გულის იშემიურ დაავადებებსა და ინსულტზე. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებში ბოლო 15 წელია ლიდერობს.

რა პროდუქტები უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან

კარდიოლოგებმა დაადგნეს კავშირი ადრეულ ინფარქტსა და ყოველდღიურ რაციონს შორის.

არაჯანსაღი რაციონი

1. თეთრი პურის სიჭარბე მენიუში

ეს არასაჭირო მარილი და შაქარია სისხლში. პროდუქტი 10ჯერ ზრდის გაცხიმოვნების რისკს. სუფთა ხორბლის პურში, პრაქტიკულად, არ არის B ჯგუფის ვიტამინები და უჯრედისი, რომელიც საჭმლის სრულყოფილი მონელებისთვისაა საჭირო. პურ-ფუნთუშეული შეარჩიეთ მსხვილად დაღერღილი ხორბლისგან, ქატოსგან და ბურღულისგან.

რა პროდუქტები უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან

2. ტკბილეული

კერძოდ კი, შაქარი. ის ილექება სისხლძარღვების კედლებზე და ათხელებს მათ. ტრანს ცხიმები, რომლებიც მრავლადაა ნამცხვრებში, ხელს უწყობს სისხლძარღვების ანთებებს და იწვევს ათეროსლკეროზს. 35-50 გ დამატებული შაქრის დღეღამური ნორმაა, ეს დაახლოებით 5 ჩაის კოვზია. დასკვნა: გსურთ მიირთვათ ჩაი კანფეტით ან ნამცხვრით? არ დაამატოთ მასში შაქარი.

რა პროდუქტები უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან

3. ახალი ხილის სიმცირე რაციონში და ბევრი კონსერვირებული საკვების მიღება. ეს იწვევს საჭირო უჯრედისის უკმარისობას.

რა პროდუქტები უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან

4. შემწვარი კერძების სიჭარბე რაციონში

მას უდიდესი ზიანი მოაქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. მზესუმზირას ზეთი ყველაზე ნაკლებად ვარგისია შესაწვავად. ის იწვევს არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების დისბალანსს, რაც ათეროსკლეროზის განვითარებას იწვევს. ყველაზე სწორია შეწვაზე უარის თქმა და მისი ჩანაცვლება გამოცხობით, მოთუშვით, მოხარშვით, ორთქლზე მომზადებით. კომპრომისი – გამოიყენეთ ქოქოსის, ზეითუნის ზეთები ან კარაქი.

რა პროდუქტები უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან

5. გგადამუშავებული ხორცის დიდი რაოდენობით გამოყენება

ძეხვეულის ნაწარმი – არის ნიტრიტები, საღებავი, კანცენოგენები, სოიოს გელი და ნაჯერი ცხიმები. მედიცინის ენაზე ეს არის ოონკოლოგიის, ჰიპერტონიის, ინფარქტის, ათეროსკლეროზისა და გაცხიმოვნების მთავარი რისკი. ძეხვეულში არაფერი სასარგებლო არ არის. თუ ბუტერბროდების გარეშე ვერ ცხოვრობთ, მოამზადეთ ის ჯანმრთელი ხორცისგან.

რა პროდუქტები უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან

6. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება

ზრდის სისხლში ტრიგლიცერიდების დონეს. სისხლში ჩნდება ცხიმები, რომელიც იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას. ალკოჰოლის გამოყენებით იზრდება ჰიპერტონიის, არითმიის, გულის უკმარისობის ალბათობა. მინიმუმამდე დაიყვანეთ ან უარი თქვით მაგარი ალკოჰოლის გამოყენებაზე. დღესასწაულებზე 1-2 ჭიქა მშრალი ღვინით შემოიფარგლეთ. კალორიულ საჭმელთან ალკოჰოლის ტანდემი სერიოზულად აზარალებს კუჭქვეშა ჯირკვალს.

რა პროდუქტები უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან

გულმა რომ არ გიღალატოთ, დაიცავით მარტივი წესები. იცოდეთ, საჭმლის გარჩევა, ბევრი იმოძრავეთ და ხშირად იურთიერთეთ ახლობლებთან. დადებითი ემოციები ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ