რა არის სახის დაჭიმვის დიეტა და როგორ ეხმარება ის ნაოჭებს და წონის კლებას

0
19
#image_title

დროსთან ერთად, წონის და ნაოჭების პრობლემა ხშირად იჩენს თავს. სილამაზის სამყაროც ბევრ ხერხს გვთავაზობს, რომ მათ გავუმკლავდეთ. მაგრამ, არსებობს დიეტა, რომელიც ორ კურდღელს ერთად დაგაჭერინებთ. ნიკოლას პერიკონეს სახის დაჭიმვის დიეტა კანს 3 დღეში გააუმჯობესებს.

თავისუფალი რადიკალები და კანის დაბერება

რა არის სახის დაჭიმვის დიეტა და როგორ ეხმარება ის ნაოჭებს და წონის კლებას

ცნობილ დერმატოლოგს, ნიკოლას პერიკონეს სჯერა, რომ დაბერების პროცესზე თავისუფალი რადიკალები ახდენენ გავლენას და ორგანიზმში მათი მომრავლება სუსტი იმუნური სისტემის და ნაოჭების გაჩენის შედეგია. თავისუფალი რადიკალი დაზიანებული მოლეკულაა, რომელმაც 2 ელექტრონი დაკარგა. მოლეკულის დაზიანებას ძირითადად, ბევრი შაქარი, ნაკლები ძილი, მოწევა და დალევა იწვევს.

სახის დაჭიმვის დიეტა

რა არის სახის დაჭიმვის დიეტა და როგორ ეხმარება ის ნაოჭებს და წონის კლებას

ამცირებს ნაოჭებს, აუმჯობესებს კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობას.

ძირითადი ელემენტები:

  • ორაგული ეს თევზი მდიდარია პროტენებით, ანტიოქსიდანტებით და ომეგა 3-ით.
  • მუქი მწვანე ბოსტნეული. მათშიც ბევრი ანტიოქსიდანტია და თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ.
  • კენკრა და ხილი (ვაშლი, ატამი, მარწყვი, მოცვი…) დესერტად. სისხლში შაქრის დონეს მაღლა არ წევენ.

მიმდევრობა: ჯერ პროტეინები, შემდეგ ნახშირწყლები.

3 დღიანი დიეტა

რა არის სახის დაჭიმვის დიეტა და როგორ ეხმარება ის ნაოჭებს და წონის კლებას

ცნობილი დიეტის 2 ვარიანტი: 3 დღიანი და 28 დღიანი. ექიმი პერიკონე გვარწმუნებს, რომ თუ 3 დღიანი დიეტის დროს ორაგულს დღეში ორჯერ შევჭამთ, თავს უკეთ ვიგრძნობთ. ასევე მოკლე დიეტა ტანს და გონებას გრძელვადიანისთვის შეამზადებს.

3 დღიანი დიეტის მენიუ:

  • საუზმე: 3 ათქვეფილი კვერცხი და 1 მოხარშული; 110-160 გ ორაგული (შეგიძლიათ ფრინველი); 1/2 ჭიქა შვრია, კენკრა და ნესვის ნაჭერი, 1-2 ჭიქა წყალი.
  • ლანჩი: 100-150 გ ორაგული ან თინუსი, მუქი ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით და ლიმნის წვენით, 1 კივი ან ლიმნის ნაჭერი, 1/2 ჭიქა კენკრა, 1-2 ჭიქა წყალი.
  • სადილი: 100-150 გ ორაგული, მუქი ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით და ლიმნის წვენით, 1/2 ჯამი ორთქლზე გაკეთებული ბოსტნეული, ნესვის ნაჭერი, 1/2 ჭიქა კენკრა, 1-2 ჭიქა წყალი.
  • დაძინებამდე შეგიძლიათ: 1 ვაშლი; 50 გ ინდაური, 150გ ნატურალური იოგურტი, 1 მუჭა თხილი ან ნუში.

28 დღიანი დიეტა

რა არის სახის დაჭიმვის დიეტა და როგორ ეხმარება ის ნაოჭებს და წონის კლებას

პრინციპი იგივეა: 3 პორცია დღეში 2 წასახემსებელით, მაგრამ საჭმლის სია უფრო დიდია:

  • ზღვის პროდუქტები, ინდაური და ქათმის მკერდი;
  • ყველა ბოსტნეული გარდა კარტოფილის, სტაფილოს, ბარდას და სიმინდის.
  • ოხრახუში;
  • კენკრა და ხილი, გარდა ბანანის, ფორთოხლის, ყურძნის, საზამთროს, მანგოს, პაპაიას.
  • ნედლი თხილი
  • ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი;
  • უცხიმო რძის პროდუქტები;
  • შვრიის ფაფა;
  • წყალი, მწვანე ჩაი, მინერალური.

აკრძალული: ალკოჰოლი, ყავა, გაზიანი ტკბილი სასმელი, წვენები, გაყინული საკვები, პური, ტკბილეული და სოუსები.

რა არის სახის დაჭიმვის დიეტა და როგორ ეხმარება ის ნაოჭებს და წონის კლებას

იმისთვის, რომ კანი კარგად გამოიყურებოდეს, დღეში 8-10 ჭიქა წყალი დალიეთ. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, 4-ჯერ კვირაში.

რა არის სახის დაჭიმვის დიეტა და როგორ ეხმარება ის ნაოჭებს და წონის კლებას

ამ დიეტას ბევრი ცნობილი ადამიანი იცავს.

დადებითი მხარეები:

  • ჯანსაღი წონის კლება. გამორიცხულია ჯანმრთელობის პრობლემები.
  • სასარგებლო პროდუქტები.
  • თავის მშვიდად გრძნობა და უკეთ ფიქრი.

უარყოფითი:

  • ძვირადღირებული დიეტაა, რადგანაც ორაგული იაფი არაა.
  • შესაძლოა ხანდახან შიმშილის გრძნობა მოგერიოთ.
მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ