მოიმატე 5 კილო? დუკანი ცილოვან თავდასხმას გთავაზობს!

0
14
#image_title

ფრანგი დიეტოლოგი პიერ დუკანი ამავე სახელწოდების დიეტის ავტორია, რომელმაც უდიდესი გამოხმაურება მოიპოვა. დუკანის დიეტა მეგაპოპულარულია და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ენდობა მას.

მოიმატე 5 კილო? დუკანი ცილოვან თავდასხმას გთავაზობს!

და არც თუ ისე უშედეგოდ: დიეტის პირველივე ეტაპზე შესაძლოა 5-6 კილოგრამი ცხიმისგან განთავისუფლდეთ. ეს დიეტა თანამედროვე ცხოვრების რითმში იდეალურად იწერება, მაშინ როცა მთელი დღის მანძილზე სათანადო შრომისუნარიანობა და კონცენტრაცია გვჭირდება. სხვა დიეტების დაცვით ამის მიღწევა რთულია.

ექიმი დუკანი თავის გამოცდილებას წიგნში “მე არ შემიძლია გახდომა” გვიზიარებს. მსოფლიოს გარშემო ამ წიგნის 10 მილიონ ეგზემპლარი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ დიეტა ქორწილის წინ კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონსაც დაეხმარა, ხოლო ჯენიფერ ლოპესს წონა მშობიარობის შემდეგ დააკლებინა.

დუკანის ცილის დიეტა

დუკანის დიეტა დაფუძნებულია პროდუქტებზე, რომლებიც ცილებს შეიცავენ. ცილის წყალობით სხვა დიეტების მსგავსად შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ და ცოტადოენი ნახშირწყლის მიღებაც დაგეხმარებათ კალორიები დაწვათ.

მოიმატე 5 კილო? დუკანი ცილოვან თავდასხმას გთავაზობს!

საბოლოოდ სწრაფად იკლებთ წონას, პარალელურად ორგანიზმის გაჯანსაღება, კანის მდგომარეობის, თმის და შნაგანი ორგანოების გაუმჯობესება მიმდინარეობს. დიეტა 4 ეტაპისგან შედგება: 2 ეტაპი გახდომისთვის, ხოლო 2 ეტაპი იმისთვის, რომ წონა კლვლავ არ მოიმატოთ.

დუკანის დიეტის ეტაპების აღწერა

თავდასხმა

ეტაპი მოიცავს 72 ცილის პროდუქტის მიღებას, რომლებიც ორგანიზმს სტიმულს აძლევენ საკუთარი რეზერვი გამოიყენოს: ტანი ცხიმებს დაწვავს, ცილა კი ძვლოვან ქსოვილს შეინარჩუნებს.ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს 1.5 სუფრის კოვზი შვრიის ქატო, არანაკლებ 1.5 ლ სითხე, ხახვი, ნიორი და სუნელები. კატეგორიულად იკრძალება ტკბილეული.

ამ ეტაპზე შესაძლოა განწყობა გაგიფუჭდეთ, რადგანაც ორგანიზმშ ცვლილებები დაიწყება: ამიტომაც თავდასხმის ეტაპი მოკლეა. 5 კილოგრამისთვის საკმარისია 1-2 დღე, 5-10-სთვის 3-5 დღე, ხოლო თუ 10 კილოგრამზე მეტის დაკლება გსურთ 5-7 დღის განმავლობაზე გაწერეთ.

მოიმატე 5 კილო? დუკანი ცილოვან თავდასხმას გთავაზობს!

ცვალებადობა

სწორედ ამ ეტაპის დროს მიაღწევთ სასურველ წონას. ცილოვან დღეებს ცილა-ბოსტნეულის დღეები ენაცვლება. 5 დღიანი ცილის ეტაპს 5 დღიანი ცილა-ბოსტნეულის ეტაპი უნდა ჩაენაცვლოს და აშ.ამ პერიოდში დღეში 2 სუფრის კოვსი შვრიის ქატო უნდა მიიღოთ. ხანგრძლივობა პირველ ეტაპზე დაკარგული კილოგრამების მიერ უნდა განისაზღვროს: დაკარგული 1 კგ – 10 დღე ცვალებადობა. თუ პირველ ეტაპზე 3 კგ დაკარგეთ, ცვალებადობის ხანგრძლივობა 30 დღეს უნდა შეადგენდეს.

მოიმატე 5 კილო? დუკანი ცილოვან თავდასხმას გთავაზობს!

დაფიქსირება

ეს ეტაპი მიღწეული წონის შენარჩუნებაა. მარიონში ცოტა რაოდენობის კარტოფილი, ბრინჯი და მაკარონი უნდა იყოს, რომლებიც მანამდე კატეგორიულად აკრძალული იყო. ამასთან, დღეში 1 ხილი უნდა მიირთვათ. გამორიცხეთ ბანანი, ყურძენი და ტკბილი ალუბალი.

ამ ეტაპის ხანგრძლივობა ისევე ითვლება როგორც მეორესი. 1 დაკარგული კილოგრამი მესამე ფაზის 10 დღეს უდრის. შვრიის ქატოს მოხმარება დღეში 2.5 სუფრის კოვზით იზრდება.

ამ ეტაპზე კვირაში ორჯერ უნდა მიირთვათ რაც გესიამოვნებათ, მათ შორის ტკბილეულიც. კარტოფილი, ბრინჯი, სიმინდი , ბარდა, ლობიო, მაკარონი და სხვა სახამებლის შემცველი პროდუქტები კვირაში ორჯერ უნდა მიიღოთ.

კვირაში ერთი დღე სუფთა ცილოვანი უნდა იყოს. უმჯობესი იქნება თუ თავად აირჩევ რომელი დღე. დუნკანი გვირჩევს ეს ოთხშაბათი იყოს.

მოიმატე 5 კილო? დუკანი ცილოვან თავდასხმას გთავაზობს!

სტაბილიზაცია

ამ დროს სასურველ წონას უკვე მიაღწიეთ და დროა კვების ნორმალურ რეჟიმზე გადახვიდეთ. ამ მომენტისთვის შეიცვალა თქვენი კვებითი ჩვევები, ბევრი გაიგეთ პროდუქტების შესახებ.ახლა შეგიძლიათ მიირთვათ რაც გსურთ. მაგრა გახსოვდეთ, რაც ამ დიეტამ გასწავლათ – არ გაერთოთ ტკბილეულობითა და ცომეულით. რაციონში შეინარჩნეთ სასურველი რაოდენობის ხორცი და ბოსტნეული.

მოიმატე 5 კილო? დუკანი ცილოვან თავდასხმას გთავაზობს!

მიღებული წონის შესანარჩუნებლად რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიცვათ:

  1. მიირთვით 3 ს.კ. შვრიის ქატო ყოველდღე.
  2. დაიცავით ცილოვანი ოთხშაბათი.
  3. დალიეთ არანაკლებ 1.5 ლ წყალი დღეში
  4. იარეთ ფეხით და აური თქვით ლიფტზე.
დუკანის დიეტის პლიუსები

დაკარგული კილოგრამები არ ბრუნდებიან. დიეტის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებაც არ მოგიმატებთ წონას, თუ 4 მარტივ წესს დაიცავთ.

მოიმატე 5 კილო? დუკანი ცილოვან თავდასხმას გთავაზობს!

  1. ეფექტურობა საკმაოდ მაღალია: 3-6 კგ კვირაში.
  2. შეზღუდვა საჭირო არაა. ამ დიეტას სახლშიც, ოფისშიც და რესტორანშიც დაიცავთ.
  3. მაქსიმალურად უსაფრთხოა და ქიმიური დანამატებისა და პრეპარატების დამატებას არ მოითხოვს. ყველა პროდუქტი ნატურალურია.
  4. გამოყენებული პროდუქტების რაოდენობაში თავს არ იზღუდავთ.
  5. მკაცრი შეზღუდვები არაა, მასაც გამოადგება ვინც ადრე დგება და მასაც ვინც გვიან.
  6. შედეგი უკვე პირველ დღეებშია შესამჩნევი. ეფექტურობაში მაშინვე დარწმუნდებით.
  7. ადვილია დასაცავად. პროდუქტებით კულინარიული ნიჭის გამომჟღავნებაც შეგიძლიათ.
დუკანის დიეტის მინუსები

პირველ რიგში ცილის სიუხვე, ამიტომაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე დაცვა მიზანშეწონი არაა.

მცირდება იმუნიტეტი. ცხიმის ნაკლებობის გამო შესაძლოა მენსტრუალური ციკლი აგერიოთ.

18 წლამდე შესაძლოა უკუჩვენებები.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ