კენდალ ჯენერის იდეალური კანის საიდუმლო და რჩევები

0
91
#image_title

 კენდალ ჯენერის იდეალური კანის საიდუმლო და რჩევები- როგორ მოვუაროთ კანს გამონაყარის დროს

ახალგაზრდა სუპერმოდელმა კენდალ ჯენერმა სახის კანის მოვლის საიდუმლო გაგვანდო. სამოდელო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული სახე, კენდალ ჯენერი უამრავ გავლენიან ბრენდთან თანამშრომლობს, გამოდის სხვადასხვა ჩვენებაზე და პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებზეც ხშირად ვხედავთ. კენდალს ტანსაცმლისა და კოსმეტიკის საკუთარი ხაზი აქვს, თანამედროვე სტილის სიმბოლოს ტიტულით სარგებლობს და ბევრი გოგონასათვის შთაგონების წყაროა.

კენდალ ჯენერს ფიგურასთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია პრობლემა, თუმცა იგი წლებია, სახეზე გამონაყარს ებრძვის და ეს არ არის საიდუმლო აკნეს პრობლემაზე საჯაროდაც არაერთხელ უსაუბრია. თუმცა, ახლა მისი კანი იდეალურად გამოიყურება და ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ ახერხებს მოდელი ამ მდგომარეობის შენარჩუნებას.

მას შემდეგ, რაც კენდალს კანთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, მან კოსმეტოლოგს მიმართა, რომელმაც ურჩია, რომ პირველ რიგში, კვებითი ჩვევებისათვის გადაეხედა. მოდელს სწრაფი კვების პროდუქტები ძალიან უყვარდა, მათ შორის იყო: ბურგერი, პიცა, კარტოფილი ფრი, ასევე ტკბილეული, წითელი ღვინო. თუმცა, ჯენერმა მოგვიანებით ამ ყველაფერზე უარი თქვა. გარდა ამისა, სპეციალური ტესტი ჩაიტარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ რძის პროდუქტები, თხილი, ყავა და შავი შოკოლადი მისთვის არ შეიძლება.

კენდალი დღეში დიდი რაოდენობით წყალს სვამს, უარს ამბობს მავნე საკვებზე და ჯანსაღ წესს ირჩევს. თუმცა, ზოგჯერ საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საყვარელი პროდუქტებიც მიირთვას.

“სახეს თავი დაანებე, არ შეეხო, ხელით არ გაიღიზიანო გამონაყარი და ენდე პროფესიონალებს.” -გვირცევს სუპერმოდელი.

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ