ორშაბათი, ივნისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმსოფლიოში აღიარებული და წარმატებული ქართველი დიზაინერები

მსოფლიოში აღიარებული და წარმატებული ქართველი დიზაინერები

მსოფლიო მოდის ინდუსტრია არაერთ ქართველ დიზაინერს იცნობს.

მსოფლიო დონის კრიტიკოსები, ბლოგერები და საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები მოდის კვირეულის ფარგლებში წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობენ თბილისს, ქართული ბრენდების დასათვალიერებლად ბოლო დროს შოპინგ-ტურებიც ეწყობა.

სამართლიანი იქნება თუ პირველად ვახაენებთ დემნა გვასალიას, რომელმაც პარიზში, “მარჯიელას” ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა და კარგი პირობებისა, გვასალიას “ლუი ვიტონში” მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, Vetements (ფრანგულად „ტანსაცმელი“).

2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა და დღემდე ამ პოზიციას იკავებს.

მსოფლიოში აღიარებული და წარმატებული ქართველი დიზაინერები | შენი სილამაზე

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე, პატივცემული ჯორჯაძეებისა და ვაჩნაძეების გვარის შთამომავალი, იყო. ქართველი ქალი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ხატავდა. თამარი იყო ცნობილი სცენოგრაფი, წიგნის ილუსტრატორი და მხატვარი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მე-20 საუკუნის ევროპულ კულტურაში.

მსოფლიოში აღიარებული და წარმატებული ქართველი დიზაინერები | შენი სილამაზე

და ბოლოს რია ქებურია

ჩემი ბრენდი კონცეპტუალური იქნება, – გაანდო მომავალი გეგმები ჟურნალ Interview-ს რედაქტორს რიამ. – მსურს მოდას მეტი ხელოვნება შევძინო”. არჩეული გზა ნამდვილად მოუტანს ქებურიას დიდ წარმატებას, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მოდისა და ხელოვნების სიმბიოზი – უკანასკნელი წლების მთავარი ტენდენცია გახლავთ.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  “ჩემი ოცნება ახდა!” – გიორგი ფხაკაძე აფთიაქში შემთხვევით აღმოჩენილმა სიურპრიზმა აღაფრთოვანა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები