რატომ მიმართავენ ქალები დიეტას?

0
23
#image_title

ქალების საკმაოდ დიდი ნაწილი თავს ვალდებულად თვლის, რომ დიეტას მიმართოს, რადგან მიიჩნევა, რომ მხოლოდ გამხდარი სხეულია ლამაზი და მიმზიდველი.

თუმცა, საუკუნეების განმავლობაში სილამაზის სტანდარტი ქალებისთვის იცვლებოდა. 1908 წელს ავსტრიაში ნაპოვნმა, ქვის ხანის დროინდელმა (23000-25000 წლის წინანდელი) ქანდაკების აღმოჩენამ ცხადი გახადა ის ფაქტი, რომ უძველეს დროში ქალებს დიდი მკერდი, მუცელი და ფეხები ჰქონდათ.

რენესანსის ეპოქა (1400-1700 წლები)

რენესანსის ეპოქაში მოდურად ითვლებოდა ქალის სავსე ფორმები – მრგვალი მუცელი, დიდი ზომის მკერდი და განიერი თეძოები. ამ ეპოქის ცნობილი მხატვრების, რემბრანტისა თუ რუბენსის, ნახატებზეც სწორედ მსგავსი ფიგურის ქალები არიან გამოსახულნი, რადგან აღწერილი ფორმები ითვლებოდა ყველაზე მიმზიდველ და ლამაზ სხეულად.

მეთვრამეტე საუკუნე

მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში სილამაზის სტანდარტი შეიცვალა და მოდური გამხდარი სხეული გახდა. ამ პერიოდში ქალები აქტიურად ატარებდნენ კორსეტსაც, რაც ხაზს უსვამდა მათ წვრილ წელს. სწორედ ამ დროიდან ასოცირდებოდა გამხდარი სხეული სოციალურ სტატუსთან. მიიჩნეოდა, რომ მაღალი კლასის წარმომადგენლებს თხელი ფიგურა უნდა ჰქონოდათ.

ქალის სხეულის თანამედროვე სტანდარტები

ქალის სხეულის თანამედროვე სტანდარტების ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი უდიდესი როლი მოდის იდუსტრიამ ითამაშა, თუმცა აქამდე, 1920-იანი წლებიდან, ტელევიზიებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს სილამაზის სტანდარტებზე. სწორედ ამ პერიოდში ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ქალებმა დიეტისთვის მიმართვა დაიწყეს, რადგან სურდათ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავების მგავსი სხეული ჰქონოდათ. ეს ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია და ოცდამეერთე საუკუნეშიც ქალები საკმაოდ ხშირად მიმართავენ დიეტას, რათა ჟურნალის გარეკანსა თუ ფილმში ნანახი ქალის მსგავსი სხეულები ჰქონდეთ.

სილამაზის სტანდარტები და მენტალური ჯანმრთელობა

გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ დაწესებულ სილამაზის სტანდარტებს ქალების მენტალურ ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა აქვს.

2014 წელს აშშ-ში YBIS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც 9667 ქალი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ კვლევაში ჩართული ქალების 89% არ იყო კმაყოფილი თავისი სხეულით, ხოლო 84.1%-ს სურდა, რომ უფრო გამხდარი ყოფილიყო.

ქალებში ფართოდ გავრცელებული ეს შეხედულება აზიანებს როგორც მათ ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობასაც. წონის მუდმივი კონტროლი, შფოთვა და სტრესი – ეს ძალიან მოკლე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ქალებს საკუთარ სხეულთან დისკომფორტის გამო უჩნდებათ.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ