ქალები და ადიქცია, როგორც ძალადობის ფორმა | შენი სილამაზე

ქალები და ადიქცია, როგორც ძალადობის ფორმა

admin
7 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გენდერის ნიშნით ძალადობა და უთანასწორობა თავს იჩენს ისეთ საკითხებშიც კი, როგორიცაა ადიქცია (დამოკიდებულება) და მისი მკურნალობა. რამდენიმე კვლევა ადასტურებს, რომ ადიქციის სამკურნალო პროგრამები უმეტესად დამოკიდებულ კაცებსა და მათ საჭიროებებზეა მორგებული, ქალთა სპეციფიკური საჭიროებები კი უგულებელყოფილია.

ადიქციის მკურნალობა

ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მკურნალობის ყველაზე ტრადიციული ფორმა ინტერვენციაა, რომელიც მიზნად ისახავს სიფხიზლისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ასევე ნივთიერებათა მოხმარების მწვავე ეფექტების შემსუბუქებას.

ბოლო წლებში აღნიშნულ სფეროში გენდერული დისბალანსი მეტად ცხადი გახდა და უფრო მეტად აპელირებენ იმაზე, რომ ნარკოტიკების მოხმარება განსხვავებულ ეფექტებს იწვევს სხვადასხვა ბიოლოგიური სქესის ადამიანის ჯანმრთელობაზე და ადიქციის მკურნალობაც და საზოგადოებაში არსებული სტიგმაც გენდერულად განსხვავებულია.

მაგალითად, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესწავლა ანდროცენტრულია (კაცებზეა ფოკუსირებული) და ქალებს მხედველობაში მხოლოდ მაშინ იღებს, როდესაც ნარკოტიკების მოხმარება სექსზე ან რეპროდუქციაზე ახდენს გავლენას. გარდა ამისა, ინტერვენციისა და მკურნალობის გენდერულად შესაფერისი მოდელების არარსებობის გამო ქალებს უჭირთ მათთვის შესაფერისი და მათზე მორგებული მკურნალობის მოდელის მიღება. გენდერზე დაფუძნებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებაზე, რომელიც ქალებს კაცებზე სუბორდინირებულად ეპყრობა, 2011 წელს ევროპის საბჭო კონვენციით გამოეხმაურა.

ნარკოდამოკიდებულების შედეგად ქალებს ჯანმრთელობისსპეციფიკურ  გამოწვევებთან უწებთ გამკლავება, იქნება ეს ფეხმძიმობის გართულება, რეპროდუქციული დარღვევები, ღვიძლის თუ გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. ხშირად ინტერვენციასა და მკურნალობის კურსში მსგავსი გენდერულად სპეციფიკური საკითხები გათვალისწინებული არ არის.

ოჯახში ძალადობა დამოკიდებულ ქალებზე

ესპანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარტნიორის მიერ ძალადობის მწვავე გამოცდილებასთან გასამკლავებლად ყოველი მეოთხე ქალი ნარკოტიკებს მოიხმარდა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ნარკოტიკების მოხმარება, როგორც გამკლავების მექანიზმი, ოჯახში ძალადობითაც შეიძლება იყოს წახალისებული. აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პარტნიორის მიერ ადამიანზე ძალადობა 6-ჯერ ზრდის მსხვერპლის მიერ კოკაინის მოხმარების შანსს. კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი 15-ჯერ უფრო მოსალოდნელია, რომ დამოკიდებული გახდეს ალკოჰოლზე, ხოლო 9-ჯერ უფრო მოსალოდნელია, რომ დამოკიდებული გახდეს ნარკოტიკებზე.

READ  პრემენსტრუალური სინდრომი, ანუ „პიემესი“ (PMS) — გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები

ევროპის საბჭოს 2022 წლის კვლევის მიხედვით, ნარკოდამოკიდებული ქალები და ტრანსგენდერი ადამიანები მეტად განიცდიან ძალადობას, ვიდრე ნარკოდამოკიდებული კაცები. კანადაში ჩატარებული სტატისტიკის მიხედვით, ნარკოდამოკიდებული ქალები მეტად მოწყვლადები არიან ძალადობის მიმართ. მრავალ მიზეზთა შორისაა ქიმიური ნივთიერების მოხმარების ზეგავლენა, ინტენსიური ვიქტიმიზაცია, მწვავე ემოციური მდგომარეობა, სტრესთან გამკლავების უუნარობა და დაბალი თვითშეფასება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამერიკელი ნარკოდამოკიდებული ქალების ნაწილი ამტკიცებდა, რომ ისინი თავიანთი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყვნენ, როგორც ნარკოტიკების მოხმარების პერიოდში, ისე თავის დანებების შემდეგ. 1995 წლის კვლევის მიხედვით, სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ნარკოდამოკიდებული ქალების 90%-ზე ფიზიკურად ძალადობდნენ, 95%-ს კი აუპატიურებდნენ.

ოჯახში ძალადობა ნარკოდამოკიდებულის მიერ

დამოკიდებულება, იქნება ეს ნარკოტიკების მოხმარება თუ სხვა ადიქციური ქცევები (მაგალითად, აზარტული თამაშები), უარყოფითად ზემოქმედებს ოჯახების კეთილდღეობაზე. დამოკიდებული ადამიანის ემოციური სიმძიმე და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების უუნარობა ურთიერთობებს ამწვავებს, ოჯახებში ფინანსური პრობლემები ​​იჩენს თავს და იზრდება ჯანმრთელობის ხარჯებიც. ადიქციის თანმდევი პრობლემები როგორც თავად დამოკიდებულ ადამიანზე, ისე მის ოჯახის წევრებზე განსაკუთრებით მწვავდება ეკონომიკურად ხელმოკლე ოჯახებში. გარდა ამისა, ნარკოტიკების მოხმარებისას შეიძლება ადამიანს სქესობრივი გზით ან სისხლით გადამდები დაავადებები შეხვდეს, რითაც ის საკუთარ სექსუალურ პარტნიორსაც აგდებს საფრთხეში. გარდა ამისა, ხშირად დამოკიდებული ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მათ ოჯახში ძალადობისკენ უბიძგებს. ადიქცია და ნარკოტიკების მოხმარება ადამიანს ხშირად საკუთარ ქცევებზე კონტროლს აკარგვინებს. ნივთიერების მოხმარებისას ტვინში ქიმიური ცვლილებები მიმდინარეობს, რაც ირაციონალურ, უკონტროლო და ზოგჯერ ძალადობრივ ქცევებს იწვევს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობის დაახლოებით 80% ნივთიერებაზე დამოკიდებულებას უკავშირდება.

ადიქციის მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს, თუმცა ოჯახში დამოკიდებული კაცის არსებობის შემთხვევაში ოჯახური ტვირთის ტარება ხშირად ქალებს უწევთ. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა განვითარებად ქვეყნებში, რომლებშიც ცხოვრების ხარისხი მკვეთრად დაბალია და ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, მრავალ სოციო-ეკონომიკურ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება.

READ  ჰეტერონორმატიულობა და მისი საზიანო მხარეები

სტიგმა ადიქციის ირგვლივ

საზოგადოებაში არსებული სოციალურად კონსტრუირებული გენდერული როლები ნარკოდამოკიდებულ ქალებს გარკვეული სტიგმის ქვეშ აქცევს. საზოგადოება ქალებს ხედავს როგორც მზრუნველს, მომვლელს და საქმიანს, დედას და დიასახლისს, ნარკოდამოკიდებულება კი მათი ტრადიციული გენდერული როლიდან გადახვევად აღიქმება. შესაბამისად, საზოგადოების, ახლობლებისა და ოჯახის მიერ კრიტიკისგან თავის არიდების მიზნით ნარკოდამოკიდებული ქალები ხმამაღლა არ საუბრობენ თავიანთ პრობლემაზე და გაკიცხვის შიშით მკურნალობაზეც უარს ამბობენ.

კვლევის მიხედვით, ნარკომანი ქალები ბევრად უფრო მძიმე და ღრმა სოციალური სტიგმის ქვეშ ექცევიან, ვიდრე კაცები. აღნიშნული სტიგმა განსაკუთრებით ძლიერია განვითარებად ქვეყნებში. ტანზანიაში გამოკითხული ნარკოდამოკიდებული ქალების თქმით, მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიაში მონაწილეობისთვის მათთვის მთავარი გამოწვევა საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება იყო.

გარდა საზოგადოებრივი სტიგმისა, ნარკოდამოკიდებული ქალები ხშირად თვითცენზურასაც ეწევიან, როდესაც თავიანთი ქმედებების გამო თვითშეფასება უვარდებათ და განსაკუთრებულ დანაშაულის გრძნობას და სირცხვილს განიცდიან.

ადიქცია და სექს-სამუშაო

ადიქციისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი ქალი სექს-მუშაკები არიან. ნარკოდამოკიდებულება მათ აიძულებთ, განაგრძონ მუშაობა, რათა შეძლონ ნარკოტიკების შეძენა. მსგავსი მუშაობა-ნარკომოხმარების ციკლი კი უარყოფითად ზემოქმედებს მათ ფიზიკურ თუ მენტალურ კეთილდღეობაზე. გარდა ამისა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას მათ საკუთარი თავის დაცვა უჭირთ.

უკანონო ნარკოტიკის მოხმარება-გაყიდვასთან ბრძოლა აღნიშნულ გამოწვევას შეამსუბუქებს, თუმცა ნარკოდამოკიდებული სექს-მუშაკი ქალების პრობლემები კომპლექსურია. ხშირად ისინი პოსტ-ტრავმულ სტრესული აშლილობას განიცდიან ძალადობის ან სხვა ტრავმული გამოცდილების გამო, ნარკოტიკები კი მათთვის სტრესთან გამკლავების მექანიზმია.

ნარკოდამოკიდებულ ქალ სექს-მუშაკებს ადიქციის სამკურნალო სერვისების მიღებაც უჭირთ, რადგან ორმაგ სტიგმას აწყდებიან თავიანთი საქმიანობის გამო. ამასთან, მკურნალობისას ისინი ერიდებიან თავიანთ საქმიანობაზე საუბარს და სტიგმისა და ნაკლები გახსნილობის გამო სათანადოდ ვერ სარგებლობენ მკურნალობით მიღებული შედეგებით.

ნარკოდამოკიდებული ქალების მკურნალობას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს სოციალურ, კულტურულ და ბიოლოგიურ ფაქტორებს, რომელსაც ნარკოდამოკიდებული ქალები აწყდებიან.

READ  რას ნიშნავს „აქტი“, „პასი“, „უნი“ და „საიდი“? — როლები სექსში

► უნდა გვახსოვდეს, რომ ადიქციასთან გამკლავება რთულია, თუმცა მხარდაჭერისა და მკურნალობის შედეგად შესაძლებელია მისგან თავის დაღწევა. დამოკიდებულებას არ უნდა მისცეთ უფლება, შეგაგუოთ ოჯახურ თუ სტრუქტურულ ძალადობას.

გამოყენებული წყაროები: 

სტატიის მთარგმნელი: ლეილა ჩხეტიანი

მთავარი სურათი: Shutterstock

წყარო

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
ქალები და ადიქცია, როგორც ძალადობის ფორმა [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa-2/
shenisilamaze.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.