სახის ნიღაბი ბანანით და ლიმნით – ბუნებრივი მოვლა ყველა ტიპის კანისთვის

0
164
#image_title

ბუნებრივი ინგრედიენტებით სახის მოვლა სულ უფრო პოპულარული ხდება. სახის ნიღაბი ბანანით და ლიმნით ერთ-ერთი მარტივი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მეთოდია, რომელიც კვებასთან ერთად კანის გაწმენდასაც უზრუნველყოფს.

სახის ნიღაბი ბანანითა და ლიმონით თქვენს კანს გააჯანსაღებს, რადგან ბანანი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც კვებავენ და არბილებენ კანს. ვიტამინები A, B, C და E ხელს უწყობენ კანის დატენიანებას და ელასტიურობის გაუმჯობესებას.

კალიუმი აცილებს გამომშრალ და გაღიზიანებულ კანზე უსიამოვნო შეგრძნებას. ლიმონი კი ცნობილია თავისი გამწმენდი და გამათეთრებელი თვისებებით. C ვიტამინი ხელს უწყობს პიგმენტაციის შემცირებას. ანტიბაქტერიული თვისებები ებრძვის გამონაყარსა და ცხიმიანობას.

ბანანის და ლიმონის ნიღბის რეცეპტი

ინგრედიენტები: 1 მწიფე ბანანი, ნახევარი ლიმონის წვენი, მომზადება და გამოყენება: ბანანი ჩაჭყლიტეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ ახლად გამოწურული ლიმონის წვენი.  კარგად აურიეთ და შეიზილეთ სუფთა კანზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რისთვის არის სასარგებლო ეს ნიღაბი?

ღრმად ატენიანებს და კვებავს კანს, ასუფთავებს ფორებს, ხდის კანს უფრო ნათელს და ჯანსაღს, ებრძვის პიგმენტაციას და უსწორმასწორო ტონს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს

ვისთვის არის რეკომენდებული?

მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის – ბანანის დამატენიანებელი ეფექტი განსაკუთრებით სასარგებლოა.

ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის – ლიმონი ზედმეტ ცხიმს აშორებს და კანს ასუფთავებს.

კომბინირებული კანისთვის – იდეალური ბალანსი ბუნებრივი მოვლისთვის.

თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ, ლიმონის რაოდენობა შეამცირეთ ან დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, რაც დამატებით დამამშვიდებელ ეფექტს შექმნის.

ბანანის და ლიმონის ნიღაბი მარტივი, ბუნებრივი და ეფექტური საშუალებაა კანის ყოველდღიური მოვლისთვის. სცადეთ და თქვენი სახის კანი უფრო ჯანსაღი და ბზინვარე გახდება!

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ