სამშაბათი, ივნისი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებინინო გაჩეჩილაძე შთამბეჭდავ ფოტოსესიას გვიზიარებს

ნინო გაჩეჩილაძე შთამბეჭდავ ფოტოსესიას გვიზიარებს

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს და, როგორც ყოველთვის, უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.

ნინო გაჩეჩილაძე 1980 წლის 31 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ქალაქ თბილისის № 100 საჯარო სკოლა და მე-2 მუსიკალური შვიდწლედი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ნინო ასევე დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და გავლილი აქვს ფოტოგრაფიის კურსი გურამ წიბახაშვილთან.

ნინო გაჩეჩილაძე შთამბეჭდავ ფოტოსესიას გვიზიარებს | შენი სილამაზე

წლების მანძილზე ნინომ თეატრის სცენასა თუ კინოში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. გარდა “ჩემი ცოლის დაქალებისა”, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”, “წვრილვარსკვლავთა ღამე“, “ტაქსი“ და სხვ.

ნინო გაჩეჩილაძე შთამბეჭდავ ფოტოსესიას გვიზიარებს | შენი სილამაზე

თეატრში კი მისი გამორჩეული როლები შემდეგ სპექტაკლებს უკავშირდება: სემუელ ბეკეტის „ბედნიერი დღეები“, დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“, ლაშა თაბუკაშვილის „თოვლივით თეთრი თოვლი“, ვაჟა-ფშაველა „გველისმჭამელი“, ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“, ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“, ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატ“, ლევან წულაძის და სანდრო ელოშვილის „მთვრალი ალუბალი“, ვაცლავ ჰაველის „წასვლა“ და სხვა.

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  ჯასტინ ბიბერი - კვლავ პაპარაცების ყურადღების ცენტრში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები