დათო კენჭიაშვილის რეგიონული ტურნე გრძელდება!

0
212
#image_title

საქართველოს რეგიონული ტურნეს იდეა, ქართული ფოლკლორის გამორჩეულ მომღერალს, დათო კენჭიაშვილს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანშლაგით ჩატარებული კონცერტის შემდეგ გაუჩნდა.  

დათო კენჭიაშვილმა ტურნე ბათუმში, კულტურის ცენტრის საზაფხულო თეატრიდან დაიწყო. სავსე დარბაზი, საოცარი მუხტი, ორსაათიანი პროგრამა და იმპროვიზაცია – ფინალში ექსპრომტად შესრულებულმა აჭარულმა სიმღერამ დარბაზში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია. აჭარელი მსმენელი კონცერტის დასრულების შემდეგაც არ დაიშალა, ისინი გარეთ ელოდნენ „საქართველოს ბულბულის“ გამოსვლას, რომ პირადად გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები და საყვარელ მომღერალთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაეღოთ.

დათო

წარმატებული კონცერტის შემდეგ, დათო კენჭიაშვილი ახალი ემოციებითა და ენერგიით აგრძელებს საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ ტურნეს. მომდევნო გაჩერება ქუთაისი იქნება – 23 ივნისს, დათო თავის მსმენელს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში შეხვდება.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  პერფექციონიზმი - 21-ე საუკუნის დაავადება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ