ქართველი მოდელი და დიზაინერი თეონა თავართქილაძე წლებია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. თეონა დღეს უკვე ბებიის ამპლუაშია, თუმცა ეს არანაირად არ აისახება მის ფორმასა და ენერგიულობაზე
თეონა გოგონებს ურჩევს, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, ყოველთვის შეასრულონ დილის და საღამოს თავის რუტინა, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება: სახის გაწმენდა, შუალედური პროდუქტი და შემდეგ დამატენიანებელი. ამასთან თეონა ამბობს, რომ გოგონებმა თავის მოვლა გარდატეხის ასაკიდან უნდა დაიწყონ და თავის მოვლის იაპონურ მეთოდს ასწავლის. გოგონებს ეს სახლში შეუძლიათ დაამზადონ ნიღბები, რათა მათი კანი ლამაზად და გლუვად გამოიყურებოდეს:
“იაპონელი ქალები ცნობილი არიან კანის არაჩვეულებრივი სტრუქტურით. ისინი სახის კანის დასაბანად ბრინჯის წყალს იყენებენ, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება: 1 სუფრის კოვზი ბრინჯი და 4 სუფრის კოვზი თბილი წყალი უნდა დავაყენოთ ორი დღე–ღამის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ და გადავიტანოთ შუშის ჭურჭელში. მაცივარში შეიძლება შევინახოთ 2-3 დღე. გარდა იმისა, რომ ამ წყლით შეგვიძლიათ სახის გაწმენდა, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ნიღბების დამზადებაც” – ამბობს თეონა
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით
ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi