სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიშემოდგომის მოდური აქსესუარი ბერეტი როგორ მოვირგოთ

შემოდგომის მოდური აქსესუარი ბერეტი როგორ მოვირგოთ

ბერეტი პარიზული სტილის სიმბოლოდ ითვლება და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავსაბურავია. გარდა ამისა, ის სხვადასხვა ბრენდის კოლექციებში რეგულარულად ჩნდება და აქტუალურობას არც მიმდინარე სეზონზე კარგავს.

ბერეტის არაერთი ვერსია არსებობს. ზოგიერთი უფრო მოცულობითია, ზოგი კი შედარებით მცირე ზომის. კლასიკური ბერეტი ბამბისგან, თექისგან ან შალისგანაა დამზადებული. თუმცა, თუ უფრო საინტერესო სტილს ეძებთ, შეგიძლიათ, ტვიდის, ზამშის ან ტყავის ვარიანტებიც განიხილოთ.

რაც შეეხება ფერებს, შეგიძლიათ, როგორც კლასიკური, ნეიტრალური ფერები აირჩიოთ, ასევე აქცენტი ნათელ ტონებზე გააკეთოთ. მიმდინარე სეზონზე აქტუალურია ჭადრაკისებრი, ლეოპარდის პრინტები. გირჩევთ, სხვადასხვა დეტალისგან გაფორმებულ ვარიანტებს თავი აარიდოთ და სადა მოდელები აირჩიოთ.

ბერეტის ტარება ნებისმიერ სამოსთან შეიძლება. კლასიკურ პალტოსთან და მაღალ ჩექმასთან კომბინაციით მარადიულ კლასიკად ითვლება.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რა უნდა იცოდეთ BB კრემის შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები