აკნე არის კანის ქრონიკულად მიმდინარე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია, რომელიც დერმატოლოგიურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია. ის ძირითადად მოზარდებში გვხვდება, თუმცა სავსებით შესაძლებელია, თავი იჩინოს სხვა ასაკშიც.
აკნეს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია. იმ შემთხვევებში, როდესაც ფორები იხშობა ცხიმოვანი და მკვდარი უჯრედებით, კანზე გააქტიურებას იწყებენ ბაქტერიები და საბოლოოდ მიმდინარეობს ანთებითი პროცესი.
აკნეს გამომწვევი მიზეზებია:
- ჰორმონალური ცვლილებები/ ჰორმონალური დარღვევა
- გენეტიკური განწყობა
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
- არასწორად შერჩეული კანის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებები
- არასაკმარისი ჰიგიენა
აკნეს სიმპტომები სხვადასხვა სახით ვლინდება და დამოკიდებულია დაავადების სიმწვავესა და გართულებაზე.ანთებითი ფორმა გვევლინება შავი და თეთრი კომედონებით. ანთებითი პროცესის დროს ჩნდება ე.წ. პულპა (მოვარდისფრო ელემენტი) და პუსტულები (ჩირქოვანი გამონაყარი). აკნეს გართულებული ფორმისთვის კი დამახასიათებელია ცისტები და შედარებით დიდი ზომის კვანძები, რაც ძირითადად ტოვებს ნაწიბურებს / ლაქებს.
აკნე ძირითადად ლოკალიზებულია ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ სხეულის შემდეგ უბნებზე:
- სახე
- ზურგი
- მხრები, ძირითადად ზედა ნაწილი
- გულ-მკერდი
მკურნალობა და დიაგნოსტიკა
აკნე არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებას, თუმცა, როგორ წესი, მოქმედებს ადამიანის თვითშეფასებასა და ემოციურ განწყობაზე.
აკნეს დიაგნოსტიკისთვის ვიზუალური სურათისა და ანამნეზის გარდა, რიგ შემთხვევებში საჭიროა ბაქტერიოლოგიური გამოკვლევაც.
მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დიაგნოზსა და სიმწვავეზე.
- აკნეს მსუბუქი ფორმის დროს საკმარისია სწორი მოვლა და სწორად შერჩეული ჰიგიენური საშუალებები.
- საშუალო სიმძიმის შემთხვევაში – გარეგან მოვლასთან ერთად მედიკამენტური მკურნალობა
- მძიმე ფორმის დროს საჭიროა თერაპია ცხიმოვანი ჯირკვლების შესამცირებლად სპეციფიკური მანიპულაციებითა და მედიკამენტებით
მითია, გავრცელებული ინფორმაცია, რომ აკნეს ავითარებს შემდეგი საკვები პროდუქტები: ყავა, შოკოლადი.
თუმცა – შებოლილი საკვები, ძეხვეულობა, ნიგოზი და მისი ნაირსახეობები, ცხარე და ზედმეტად ცხიმიანი საკვები, ასევე როგორც სტრესი და დღის რეჟიმის დარღვევა ართულებს და ამწვავებს დაავადების მსვლელობას, ვინაიდან ეს ყველაფერი ასტიმულირებს სებოსეკრეციას(ცხიმის გამოყოფას).