7 მილიონ დოლარზე მეტი – Boarini Milanesi Parva Mea
2020 წელს იტალიურმა ბრენდმა Boarni Milanesi-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა გამოუშვა, რომელიც ბრენდის თანადამფუძნებლის მატეო მილანესის ოჯახთან ერთად საზღვაო მოგზაურობითაა შთაგონებული. ჩანთა დიზაინერმა გარდაცვლილ მამას მიუძღვნა, რომელმაც სარდინიისა და საბერძნეთის სანაპიროებზე იმოგზაურა და ლამაზი ბოთლები და ნივთები შეაგროვა. აქსესუარი 10 ოქროს პეპლისა და უამრავი ბრილიანტის თვალითაა გაფორმებული. დამზადებულია ალიგატორის ტყავისაგან, რომელიც ფირუზისფრადაა შეღებილი.
3,8 მილიონ დოლარი – Mouawad 1001 Nights Diamond Purse
ლიბანური საიუველირო სახლის Mouawad-ის მიერ დამზადებული ჩანთა უნიკალურია და ის 2011 წელს გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს. ჩანთა 18-კარატიანი ოქროთია დამზადებული და 4517 ბრილიანტის თვალს აერთიანებს. როგორც ცნობილია, ამ ჩანთის შესაქმნელად 8 800 საათი დაიხარჯა. ჩანთა ბოლოს 2017 წელს ჰონკონგში Christie’s-ზე 3,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.
2 მილიონი დოლარი – Hermes Kelly Rose Gold
Hermes-ის ეს ჩანთა 1160 ბრილიანტით არის გაწყობილი და მის შესაქმნელად იუველირმა პიერ ჰარდიმ ორ წელზე მეტი დახარჯა.
1.4 მილიონი დოლარი – Hermes Birkin Bag By Ginza Tanaka
ბევრი ადამიანი Hermes Birkin-ს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ საკოლექციო ჩანთად თვლის. 80-იან წლებში ჯეინ ბირკინისათვის შექმნილმა მოდელმა არაერთხელ განიცადა ტრანსფორმაცია. ერთ-ერთია Birkin bag by Ginza Tanaka, რომელიც 2008 წელს იაპონელმა დიზაინერმა შექმნა. ჩანთა პლატინისაა და 2000-ზე მეტი ბრილიანტისაგანაა შექმნილი. ცენტრში კი 8-კარატიანი მსხლის ფორმის ბრილიანტი ამშვენებს.
1,4 მილიონი დოლარი – Hermes Chaine d’Ancre Bag
Hermes-ის ბრენდის კიდევ ერთი ექსკლუზივი, რომელიც თეთრი ოქროსგანაა დამზადებული და 11 000 პატარა ბრილიანტისგანაა გაფორმებული. ეს ჩანთა ფრანგმა დიზაინერმა პიერ ჰარდიმ შექმნა. როგორც ცნობილია, დიზაინერი ამ მოდელზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2012 წელს წარადგინეს და მხოლოდ 3 ეგზემპლარი იყო.
400 ათასი დოლარი – Lana Marks Cleopatra Clutch
Cleopatra-ს კლატჩი ვარსკვლავების საყვარელი აქსესუარია. სხვადასხვა დროს ამ ჩანთით ანჯელინა ჯოლი, შარლიზ ტერონი, ჯენიფერ ენისტონი და სარა ჯესიკა პარკერი გამოჩნდნენ. ბრენდის დამფუძნებელი ლანა მარკსი ფილმიდან ,,კლეოპატრა“ ელიზაბეტ ტეილორით იყო შთაგონებული. კლატჩი ალიგატორის ტყავისგანაა შეკერილი და 1600 ბრილიანტს აერთიანებს.
380 ათასი დოლარი – Hermes Niloticus Crocodile Himalaya Birkin
ეს ჩანთა ჰიმალაის მთების შთაგონებითაა შექმნილი. შეკერილია ნიანგის ტყავისაგან და როგორც ცნობილია, გრადიენტული ფერის მისაღებად მრავალი საათი დაიხარჯა. გაფორმებულია 240 ბრილიანტით, ფურნიტურა კი 18-კარატიანი ოქროთია შექმნილი. 2016 წელს ეს ჩანთა ჰონკონგში აუქციონზე 380 ათას დოლარად გაიყიდა.
261 ათასი დოლარი – Chanel Diamond Forever Handbag
2008 წელს Chanel-ის ბრენდმა ლეგენდარული კლასიკური მოდელი ახალი ინტერპრეტაციით გამოუშვა. ის ალიგატორის ტყავისგანაა შეკერილი, აერთიანებს 334 ბრილიანტს, ჯაჭვი კი 18-კარატიანი ოქროთია დამზადებული. ამ ჩანთის სულ 13 ეგზემპლარი შეიქმნა.
222 ათასი დოლარი – Fuchsia Diamond-Studded Hermes Birkin
Hermes-ის კიდევ ერთი გამორჩეული ვარიანტი, რომელიც 18-კარატიანი თეთრი ოქროთი და ბრილიანტებითაა შექმნილი. ეს ჩანთა 2015 წელს ჰონკონგში Christie’s-ზე 222 000 დოლარად გაიყიდა.
203 ათასი დოლარი – Hermes Exceptional Collection Shiny Rouge H Porosus Crocodile 30 cm Birkin Bag
წითელი ნიანგის ტყავი, 18-კარატიანი თეთრი ოქრო და ბრილიანტები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ეს ჩანთა ძვირადღირებული და გამორჩეულია. ის 2006 წელს შეიქმნა. 2008 წელს კი უცნობმა კოლექციონერმა Heritage Auctions-ზე რეკორდულ 203 000 დოლარად გაყიდა.
92 ათასი დოლარი – Judith Leiber Precious Rose
ჯუდიტ ლეიბერს “კლატჩების დედოფალს” ეძახიან, ეს კი მისი კოლექციიდან ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარია. აქსესუარი 18-კარატიანი თეთრი ოქროსგანაა დამზადებული და გამოყენებულია 1016 ბრილიანტი, 1169 ვარდისფერი საფირონი და 800 ტურმალინი.
52 ათასი დოლარი – Gucci Bamboo 1947 Crocodile Top Handle Bag
Gucci-ს ეს ჩანთა ნიანგის ტყავისგანაა დამზადებულ, აქვს ოქროს ფურნიტურა და ბამბუკის სახელური. მისი შეძენა ოფიციალურ საიტზეა ხელმისაწვდომი.
45 ათასი დოლარი – Louis Vuitton Tribute Patchwork Bag
Louis Vuitton-მა 2007 წელს გამოუშვა ჩანთა, რომელიც მარკ ჯეიკობსის თაოსნობით ნარჩენი ტყავისაგან შეიქმნა და 15 სხვადასხვა ჩანთის დეტალს აერთიანებს. ჩანთა ლიმიტირებულ კოლექციას განეკუთვნებოდა, სულ 24 ცალი არსებობდა, ერთ-ერთის მფლობელი კი მომღერალი ბიონსეა.
მასალის გამოყენების პირობები