პარასკევი, თებერვალი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ჩინურ ვაქცინას რა ვუშვრებით?! – ბრიტანული შტამი საქართველოში თუ დაიკავებს ლიდერის პოზიციას“

„ჩინურ ვაქცინას რა ვუშვრებით?! – ბრიტანული შტამი საქართველოში თუ დაიკავებს ლიდერის პოზიციას“

16/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ამ ვერაგი ვირუსით ყველა დავიღალეთ.

სხვადასხვა ტიპის ვირუსია, – ძველი ვირუსი, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა და არის ახალი შტამები (ბრიტანული, ძალიან საშიში სამხრეთ-აფრიკული, ბრაზილიური, კალიფორნიული, ჩრდილო ფრანგული…), სამწუხაროდ ინდოეთში არის ახალი შტამი, რომელიც ძირითადად 40 წელზე ქვემოთ მოსახლეობაში და ბავშვებშია გავრცელებული, რაც ადრე არ ახასიათებდა „ბაბუა კოვიდს“.

ვირუსი მუტირებს ყოველ კვირა, 500 მუტაცია აქვს ვირუსს. უმრავლეს შემთხვევაში, მუტაციის დროს ვირუსი უფრო მსუბუქდება და შემდეგ ქრება.

ვაქცინები, რომლებიც გვაქვს, ძირითადად აგებულია „ჩინურ ბაბუა კოვიდზე“, მაგრამ მუტირებულ ვირუსებზე არ იყო ეს ვაქცინები გათვალისწინებული.

იანვარში ვთქვი, – საქართველოში შემოსული იყო ბრიტანული ვირუსი და ვრცელდება ძალიან სწრაფად. ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყო სამი კვირის წინ. შევდივართ აქტიურ ფაზაში. ექსპერტები ვინც ხართ, არ გრცხვენიათ, რასაც ამობთ?!

„ჩინური ბაბუა კოვიდი“ სექტემბერში აღარ იქნება. ყველა ვირუსს ახასიათებს 18-თვიანი ციკლი.


ძველი კოვიდი ცხოველიდან წამოსული ვირუსია. მუტაციის პროცესში ბრიტანულმა შტამმა დაგვანახა, რომ აღარ არის ე.წ. „ცხოველის ვირუსი“, უკვე ადამიანს მოერგო და გახდა „ადამიანის ვირუსი“, უფრო კომფროტულად გრძნობს ადამიანში თავს და უფრო იოლად, სწრაფად ვრცელდება.

ვაქცინები ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვირუსზე კარგად ვერ მუშაობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა თქვა, რომ საქართველოში ინფიცირებულების 70%-მდე ბრიტანული შტამით არის ინფიცირებული.

ძალიან ბევრი მეკითხება ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით.

100 ადამიანიდან 70 ადამიანი ბრიტანული შტამით არის ინფიცირებული, 30 ადამიანი „ჩინური ბაბუა კოვიდით“.

ერთი თვის წინ ყველას ეგონა, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური იყო 79%-ით. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საჯაროდ თქვა, რომ 50%-ს არ აღემატება, მე ვფიქრობ, 25%-ია

ქვეყანაში ვაქცინაცია რომ დავიწყოთ ჩინური ვაქცინით, 70%-თვის აზრი არ აქვს. 100 კაცი თუ არის ინფიცირებული და ასივეს გაუკეთეს ვაქცინა, დაცული იქნება 15 ადამიანი.

70% ინფიცირებულია ბრიტანული შტამით, ამ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართვრელოში არ არის.


შეკითხვა მაქვს, ბრიტანული შტამი საქართველოში თუ დაიკავებს ლიდერის პოზიციას, ამ ჩინურ ვაქცინას რა ვუშვრებით?! გაგვეცით პასუხი! გიორგი ფხაკაძისსგან ყოველთვის მიიღებთ მეხს!


„ფაიზერის“ ვაქცინა კიდევ უფრო ეფექტურია ბრიტანული შტამის წინააღმდეგ, „ასტრაზენეკესთან“ დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, ამ ვაქცინაზე ყოველ კვირას იცვლება ინფორმაცია. ტყუილში არიან ჩაფლული! აშშ-ში ასტრაზენეკა დამტკიცებული არ არის, დასკვნა თქვენ გააკეთეთ!

თქვით გამჭვირვალედ, საერთაშორისო დონეზე მაქვს საუბრები, ვარ ძალიან კრიტიკული. ვუთხარი, რომ ვაქცინის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მაინტერესებს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. ის, რომ რისკები აჭარბებს ბენეფიტებს, – ერთი წუთით, გაჩერდით, რას მელაპარაკებით-მეთქი! არის კარგი ვაქცინა, რომელიც უფრო უსაფრთხოა და შეიძლება გამოიყენო და არის ვაქცინა, რომლითაც შეიძლება ვინმეს რამე დაემართოს! – ასე არ შეიძლება საუბარი! გასაგებია, რომ მსოფლიო ეპიდემიაა. აქ უფრო ბიზნესი ერთვება, ბიზნესი ჩალიჩობს ყველანაირად, „ფუფალას“ ვაქცინა გაუკეთეთ, ოღონდაც ბიზნესი გაიხნასო! ძალიან დიდი ბოდიში ბიზნესმენებო, მაგრამ ასე არ არის! ამით თქვენ უფრო დიდი პრობლემებს ქმით!

მე ვამბობ ყოველთვის სიმართლეს, რაც არის დაფუძნებული მტკიცებულებებზე და პირველ წყაროზე!

სამხრეთ-აფრიკული შტამის წინააღმდეგ ფაიზერის ვაქცინაც კი არ მოქმედებს კარგად, ვერ იცავს!


ისრაელში ჩატარდა კვლევა. გამოჩნდა, რომ ვისაც ჰქონდა ფაიზერის ვაქცინა გაკეთებული და უმრავლესობა ხელახლა დაინფიცირდა სამხრეთ-აფრიკული შტამით. ფაიზერი ბრიტანულ შტამზე ძალიან კარგად მუშაობს, სამხრეთ-აფრიკული შტამისგან გიცავს ძალიან ცოტათი. ინდური შტამის შესახებ არაფერი არ ვიცით. ინდოეთში ახლა არის „ვირუსის აფეთქება“. ამას არ ელოდნენ. საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის, პანიკაში არიან!..“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“, -პეკინი (AP)- ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90



საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

21 თებერვალი 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ ეკრძალებათ ორსულებს სუშის მირთმევა?

რატომ ეკრძალებათ ორსულებს სუშის მირთმევა?

თებერვალი 21, 2025
სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

21 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები