ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე: „პირველადი კვლევები აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლ ფორმაშია, ვიდრე „დელტა“...

გიორგი ფხაკაძე: „პირველადი კვლევები აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლ ფორმაშია, ვიდრე „დელტა“ და…

13/12/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შესახებ სიახლეებს გვაცნობს:


„სიახლეები „ომიკრონის“ შესახებ. ნელ-ნელა გვაქვს მცირე და საინტერესო სიახლეები.


„ომიკრონი“ 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად უფრო ბევრი ადამიანი დაინფიცირდება მოკლე დროში.


„ომიკრონით“ რეინფიცირების შანსი ინფიცირებულებში 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინირებულებში – შესაბამისად, „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“ 2-ჯერ ვაქცინირებულები უფრო დაცულები არიან.


ბუსტერ დოზები არის დღესდღეობით პირველი რიგის “თავდაცვის” საშუალება. შესაბამისად, მე-3 დოზა „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინები უნდა იყოს პრიორიტეტული.


პირველადი მონაცემები სამხრეთ აფრიკიდან (ოპტიმისტური, მაგრამ მაინც უნდა დაველოდოთ 2-3 კვირა უფრო სრული სურათისთვის) აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლ ფორმაშია, ვიდრე „დელტა“ და „ბეტა“ ვარიანტები.


ვირუსი არსად წასულა. გაუფრთხილდით ერთმანეთს. გახსოვდეთ:


აიცერით „ფაიზერით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით


ბუსტერ დოზები „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“. არ გადადოთ.

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე


გაანიავეთ დახურული სივრცეები ყოველ 15-20 წუთში


დაიცავით დისტანცია (1 მეტრი მაინც)


დაიბანეთ ხელები (საუკეთესოა, საპნით)


✅იფიქრეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ ეს ვერაგი ვირუსი❗️


✅აერიდეთ ყალბ ინფორმაციას. ყალბი ინფორმაციის გავრცელება უდრის ვირუსის გავრცელებას❗️


✅იყავით პოზიტიურები და გახსოვდეთ, რომ ჩვენ ამ ვერაგ ვირუსს მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ დავამარცხებთ❗️


✅ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ ჩავკეტოთ ქვეყანა. ვუთხრათ არა ლოკდაუნს და მოვარჯულოთ ეს ვირუსი❗️

ყველაფერი არის ჩვენს ხელში❗️


✅ყველაფერი იქნება კარგად.


✅ჯანმრთელობას გისურვებთ…“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-pirveladi-kvlevebi-achvenebs-rom-omikroni-ufro-iol-formashia-vidre-delta-da-beta-variantebi



READ  „COVID-19 განაგრძობს გავრცელებას და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები