კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე: სამწუხაროდ, დაახლოებით ორი წელი ჩვენ კორონავირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება

გიორგი ფხაკაძე: სამწუხაროდ, დაახლოებით ორი წელი ჩვენ კორონავირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება

21.07.2020 ImediNews


კარგ შემთხვევაში, წლის ბოლომდე შესაძლებელია ჩვენ გვქონდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 მლნ ვაქცინა, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში, პარიზიდან ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მედია ახალი კორონავირუსის ვაქცინებზე საუბარს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან ჯერჯერობით გამოკვლევის პროცესი მიდის და რომელიმე მათგანის სიკარგეზე საუბარი ნაადრევია. ფხაკაძის ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ ამჟამად არსებული 9 ვაქცინიდან კვლევის მეორე ეტაპზე მხოლოდ 7 ვქცინა გადავიდა. ერთ-ერთი არის ბიოფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკის“ მიერ წარმოებული ვაქცინაც.

„კარგია, რომ ახლაც 150 ლაბორატორია მუშაობს, სხვადასხვა ტიპის ვაქცინაზე სხვადასხვა ქვეყნაში. თუმცა, ყველაზე ახლოს საბოლოო ეტაპთან 7 ვაქცინაა. ზოგადად, ვაქცინის შექმნას 18 თვე სჭირდება. ვაქცინა, რომელიც საბოლოო ჯამში დამტკიცდება, უსაფრთხო უნდა იყოს და ჯანმრთელობაზე უარყოფითი შედეგები არ უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, ამას დრო სჭირდება. შესაძლებელია, კომპიუტერული მოდელირება გააკეთო და ამან დაგვანახოს, საით ვითარდება ვაქციანა, მაგრამ ადამიანებზე კლინიკური კვლევების მონაცემებს დამუშავება სჭირდება“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკის“ მიერ შექმნილი ვაქცინაც ჯერ რამდენიმე ათას ადამიანზე უნდა გამოიცადოს და ვაქცინების გლობალური ალიანსი (GAV) აქტიურდ მუშობს ამ საკითხებზე.

„კარგ შემთხვევაში წლის ბოლომდე შესაძლებელია ჩვენ გვქონდეს 2 მლნ ვაქცინა. GAV-ი ფიქრობს, რომ ასევე, შესაძლოა 2021 წლის ბოლომდე გვქონდეს 2 მლრდ ვაქცინა, რომ ჩვენ პიკი შევამციროთ. ამდენად, ეს ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, დაახლოებით ორი წელი ჩვენ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება. შევაფასოთ სიტუაცია. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ყველაფერი კარგადაა. შევიარაღდეთ და მოვემზადოთ, რა გავაკეთოთ, რომ ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელოთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 049 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 534 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/154788/giorgi-pkhakadze-samtsukharod-daakhloebit-ori-tseli-chven-koronavirustan-ertad-mogvitsevs-tskhovreba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

„როდესაც დედა ამერიკაში წავიდა, 7 წლის ვიყავი…ძალიან მიყვარს“ – ანდრია ფუტკარაძე

26 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები