ჰიპერრეალისტური მიმდინარეობის მხატვარმა, ლაზარე გელაშვილმა, თავისი ნამუშევრებით სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიქცია… ლაზარეს ნამუშევრებში არაერთ ცნობილ სახეს შეხვდებით და ძალიან გაგიჭირდებათ, განასხვავოთ – ფოტოა თუ ნახატი…
ამონარიდი ექსკლუზიური ინტერვიუდან:
– ლაზარე, რატომ ჰიპერრეალიზმი და არა სხვა მიმდინარეობა? გიცდიათ ხატვა სხვა მიმართულებითაც?
– როდესაც სოციალურ ქსელებში ნახატებს ვათვალიერებდი, ვუყურებდი ვიდეო გაკვეთილებს, როგორ ხატავდნენ, ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებდა ჰიპერრეალისტური ნახატები, რომლებიც იმდენად რეალისტური იყო, ფოტოებს ჰგავდა. მახსოვს 15 წლის ვიყავი, ღამე ველოდებოდი როდის დაიძინებდნენ ჩემი ოჯახის წევრები. როცა ყველა დაწვა, მე ხატვა დავიწყე უბრალო შავი ფანქრით, დილამდე ვხატავდი, მინდოდა ისეთი გამომსვლოდა, რომ პირველ რიგში მე მომწონებოდა, შემდეგ სხვებისთვისაც გამეზიარებინა… ამის მისაღწევად დიდი დრო დამჭირდა. მიცდია დახატვა გუაშებში, აკრილში, აკვარელშიც, თუმცა მაინც შავ-თეთრად ხატვა მომწონს, ნახშირში და ფანქარში.
ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ აქ
#drpkhakadze #shenisilamaze #gochadze
მასალის გამოყენების პირობები