შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი“ხელოვნება არ არის მხოლოდ ესთეტიკა, უნდა დაგვაფიქროს და უკეთესი გაგვხადოს…” – ექსკლუზიური...

“ხელოვნება არ არის მხოლოდ ესთეტიკა, უნდა დაგვაფიქროს და უკეთესი გაგვხადოს…” – ექსკლუზიური ინტერვიუ ლიზა ბაგრატიონთან ✨️

ავტორი: ლიზი გრიგოლავა

shenisilamaze.ge მხატვარ ვანო აბულაძის გამოფენაზე, რომელიც 14 მარტს „პულმანში“ გაიმართა, მომღერალ ლიზა ბაგრატიონს ესაუბრა…

– ქალბატონო ლიზა, როგორ მოგწონთ ვანო აბულაძის ეს გამოფენა და რას გვეტყვით თავად მხატვარზე?…

– ბატონი ვანო ჩემთვის უკვე ათწლეულებია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემოქმედი, მხატვარი და ადამიანი, რომელიც ალამაზებს პირადად ჩემი და ყველა მისი თაყვანისმცემლის ცხოვრებას. დღევანდელ გამოფენას რაც შეეხება, ეს სულ სხვა თემატიკაა. ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ვიმყოფებით. ამის ასე ლამაზად, ასეთი ფიქრით, ამ მასშტაბით წარმოდგენა ჩემთვის, რა თქმა უნდა, არ იყო სიურპრიზი იმ მხრივ, რომ ზსტად ვიცი, მის პოტენციალს, ნიჭიერებას, გონიერებას არ აქვს საზღვარი. თუმცა დღევანდელი ნამუშევრებით მაინც შეძრული ვარ იმიტომ, რომ ხელოვნება არ არის მხოლოდ ესთეტიკა და სილამაზე, ხელოვნება ასევე ემსახურება იმას, რომ ჩვენ დაგვაფიქროს, უკეთესი გაგვხადოს და მიგვანიშნოს იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს.

დღეს ბაონმა ვანომ ეს ზედმიწევნით კარგად  შეასრულა. ერი მხრივ, გამოგიტყდებით, ომ წავალ დამძიმებული ამ გამოფენიდან, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთხელ იმედს მაძლევს იმისა, რომ ხვალ უფრო მშვიდობიანი, გამთლიანებული საქართველო და ბედნიერი მომავალი გველის. იმიტომ, რომ, როდესაც ასეთი მოაზროვნე შემოქმედები არიან ამ ქვეყანაში, იმ ქვეყანამ კარგად უნდა იცხოვროს…

ბატონ ვანოს პირადად ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და მაქვს დიდი ბედნიერება მასთან ურთიერთობისა…

“ხელოვნება არ არის მხოლოდ ესთეტიკა, უნდა დაგვაფიქროს და უკეთესი გაგვხადოს…” – ექსკლუზიური ინტერვიუ ლიზა ბაგრატიონთან ✨️ | შენი სილამაზე

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  „პოსტკოვიდი საქართველოში ამჟამად ყველაზე რთული სამართავია“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები