ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგინონა გაფრინდაშვილი - ჭადრაკის ლეგენდა ✨️

ნონა გაფრინდაშვილი – ჭადრაკის ლეგენდა ✨️

მას გამოქვეყნებული აქვს წიგნები:
“ჩემი ცხოვრების არსი” და სხვ. მისი თქმით, წარმატებული თამაშების ისტორიაში ძალიან ბევრი მოგებაა.
მაგალითად,  საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო 1956 წლიდან, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 1962-78 წლებში,  ასევე თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1963-92წწ.
იგი გახლავთ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი, საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი.
მისი მიღწევების გამო გადაეცა ზუგდიდის, ბათუმის და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.  ასევე, მიღებული აქვს ლენინის ორდენი (1966), პირველი საჭადრაკო ოსკარი(1982), საპატიო ნიშნის ორდენი(1987), ღირსების ორდენი(1994), სეოკის ოლიმპიური ორდენი(1996),  ვახტანგ გორგასლის II ხარისხის მედალი(1991), ასევე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის მედალი(2001), და სხვა მრავალი.
იგი სხვადასხვა ორგანიზაციისა და ასოციაციის წევრია. 1980- 1986 წლებში იყო ფიდეს ქალთა კომისიის პრეზიდენტი.
1989 წლიდან 1996 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. ხოლო,  1996 წლიდან დღემდე არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი.
ზუგდიდელი გოგონა პირველად ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაზე მიიწვიეს მის ძმებთან ერთად და თამაშობდა ზუგდიდის ნაკრებში. 1954 წელს კი გადასახლდა თბილისში დეიდასთან  და დაიწყო ჭადრაკზე სიარული. ერთ წელში ქალთა შორის დიდებში საქართველოს ჩემპიონი გახდა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალშიც გავიდა.
პირველი აღიარება 1961 წელს მოიპოვა, როდესაც იუგოსლაველ მოჭადრაკე, ლაზარევიჩს შეხვდა.  ეს იყო პირველი ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული პარტია მისთვის. დარბაზში ისხდნენ ცნობილი საჭადრაკო თეორეტიკოსები, მწვრთნელები და დიდოსტატები, რომლებიც თითოეულ გაკეთებულ სვლაში თითო წოდებას ანიჭებდნენ… ბოლო სვლაზე კი განაცხადეს – ეს უკვე მამაკაცთა შორისაც უმაღლესი დონეაო.
იმ პარტიით გახდა პრეტენდენტი.
მომდევნო წელს კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მოსკოვში ითამაშა ელიზავეტა ბიკოვასთან, ძალიან გამოცდილი მოჭადრაკესთან, რომელსაც მასზე მეტი გამოცდილება და წლოვანებაც ჰქონდა, რადგან იგი 9 წლის იყო, ხოლო ნონა 21-ის. 9-2 მოუგო, 4 ყაიმით და  არც ერთი პარტია წაუგია.
დღეს კი უფრო ვამაყობთ ჩვენი დიადი ნონა გაფრინდაშვილით ყველა ასაკის ადამიანი, რადგან ის არის ქალი, რომელმაც საქართველო მსოფლიოს გააცნო და რამდენიმე ათეული წელია მისი სახელი და გვარი იცის ყველა დიდმა მოჭადრაკემ და არა მარტო.
წყარო:

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები