„მომავალი წლიდან, ონკოლოგიურ პაციენტებს მთელი წლის მკურნალობის კურსს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს“ , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკასთან“.
„ასევე ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება და მომავალი წლიდან ონკოლოგიური პაციენტებისთვის გვექნება სპეციალური დიაგნოსტიკის პაკეტი და ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს ადრეულ დიაგნოსტიკას“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. ამ წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს