ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedყველაფერი ორსულობის ტესტის შესახებ

ყველაფერი ორსულობის ტესტის შესახებ

დღესდღეობით, ქალების უმრავლესობა სარგებლობს ორსულობის ექსპრეს-ტესტით, რომლის გამოყენება მარტივადაა შესაძლებელი ოჯახურ პირობებში. ასეთი ტესტები, ხელმისაწვდომია ნებისმიერ აფთიაქში მიზერულ ფასად.

ორსულობის ტესტი შედარებით ზუსტ შედეგს იძლევა მენსტრუაციის გადაცილებიდან (შეკავებიდან) რამოდენიმე დღეში (რეკომენდებულია გადაცილებიდან ერთი კვირის განმავლობაში).

უფრო ზუსტი შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია ტესტის დილით ჩატარება.

ზოგჯერ, ტესტი ფეხმძიმობას აჩვენებს მენსტრუაციის გადაცდენამდეც, ანუ მენსტრუაციამდე რამოდენიმე დღით ადრე.

ასეთი რამ შესაძლებელია იმ ქალებში, რომელთაც ქონდათ ადრეული ოვულაცია და გამოიყენეს მაღალმგრძნობიარე ტესტი.

დღესდღეობით არსებობს და გამოიყენება შემდეგი ტიპის ორსულობის ტესტები:

სტრიპ ტესტი;

პლანშეტური ტესტი (ტესტ-კასეტა შარდისთვის საწვეთურით)

ჭავლური ტესტი;

• ელექტრონული ტესტი;

თუმცა ყველა თანამედროვე ტესტი ერთი პრინციპით მუშაობს – ისინი შეიცავენ განსაკუთრებულ ნივთიერებას (რეაქტივს), რომელიც რეაქციაში შედის ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (HCG) ჰორმონთან.

 

 

ორსულობის ტესტის (სტრიპ ტესტის) გამოყენების წესი

 

სტრიპ-ტესტი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და პოპულარული ორსულობის ტესტია. მისი სტანდარტული მგრძნობელობაა 25mME/ml-დან 40mME/ml-მდე.

მისი გამოყენება ძალიან მარტივია:
როგორ კეთდება ორსულობის ტესტი

პაკეტის გახსნის შემდეგ, ტესტს ჩაუშვებთ დილის შარდში ისრების ნიშნულამდე და გააჩერებთ რამოდენიმე წამის განმავლობაში (წამების რაოდენობა მითითებულია ტესტის ეტიკეტზე).

შემდეგ ამოიღებთ, მოათავსებთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და დაელოდებით შედეგს რამოდენიმე წუთი (წუთების რაოდენობაც მითითებულია ტესტის ეტიკეტზე).

თუ დაფიქსირდა ერთი წითელი (ან ლურჯი) ხაზი, ფეხმძიმედ არ ხართ. ხოლო თუ ორი წითელი (ან ლურჯი) ხაზი დაფიქსირდა, ტესტის შედეგი ფეხმძიმობაზე დადებითია.

შესაძლოა ზოგიერთ ტესტზე ხაზების მაგივრად დატანილი იყოს ნიშნები: “-” ან “+”, შესაბამისად “-” ნიშნავს უარყოფით პასუხს, ხოლო “+” დადებითს.

შეიძლება ტესტმა ხაზების ნაცვლად აჩვენოს სიტყვები – “pregnant” – “ორსულობა”, ან “not pregnant” – “არ არის ორსულობა”.

ზოგადად, ნებიმიერ ტესტს მოყვება დეტალური (დასურათებულიც კი) ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ტესტის ჩატარება.

თუ ტესტზე არაფერი გამოჩნდა (არ ხაზები, არც წარწერები და არც + -), ეს ნიშნავს რომ ტესტი უვარგისია, ან არასწორად იქნა გამოყენებული.

 

პლანშეტური (კასეტური) ტესტი

 

ორსულობის პლანშეტური (კასეტური) ტესტიპლანშეტური – იგივე კასეტური ტესტი, ორსულობის ტესტების მეორე თაობას მიეკუთვნება.

ეს არის ერთჯერადი ტესტ-კასეტა საწვეთურით შარდისთვის (საწვეთური მოჰყვება ტესტს კომპლექტში), რომლის საშუალებითაც ტესტის სპეციალურად აღნიშნულ არეში ხდება რამდენიმე წვეთი შარდის დაწვეთება.

ტესტს აქვს ორი ფანჯარა. ერთზე, როგორც უკვე ავღნიშნეთ ხდება შარდის დაწვეთება, ხოლო მეორე აჩვენებს შედეგს.

პლანშეტური ტესტის მოქმედების პრინციპი იგივეა, როგორიც სხვა სახის ტესტების შემთხვევაში და დაფუძნებულია ქორიონული გონადოტროპინის (HCG) ჰორმონზე ზემოქმედებაზე. მისი მგრძნობელობა სხვადასხვაა და შეადგენს – 10-25 mME/ml. როგორც ვიცით, რაც უფრო მცირეა ეს მაჩვენებელი, მით უფრო ადრე დაადგენს ტესტი ორსულობას.

პლანშეტური ტესტი უფრო სრულყოფილი მოწყობილობაა, ვიდრე სტანდარტული სტრიპ-ტესტი. ასეთი ტესტები გამოიყენება სტაციონარებში პროფესიონალური ანალიზისთვის.

ტესტის კიდევ ერთ პლიუსად ითვლება ის, რომ იგი ლამაზია, თუ დადებითი პასუხის შემთხვევაში გსურთ მისი სამახსოვროდ შენახვა.

ჭავლური ტესტის გამოყენების წესი

 

ჭავლური ტესტის გამოყენების წესიჭავლური ტესტის შიგნით, ისევე როგორც ნებისმიერი სახის ტესტში, მოთავსებულია რეაქტივი (რეაგენტი), თუმცა მისი მექანიზმი და გამოყენების პრინციპი რამდენადმე განსხვავებულია (გააჩნია უფრო რთული მექანიზმი ჩვეულებრივ ტესტთან შედარებით, რაც მისი უპირატესობაა).

ჭავლური ტესტი უფრო ჰიგიენური და მაღალმგრძნობიარეა (მგრძნობელობა – 10-25 mME/ml. შეუძლია შედეგი აჩვენოს მენსტრუაციის შეკავებიდან პირველივე დღეებში).

ასეთი ტესტი არ ითხოვს შარდის წინასწარ შეგროვებას, რის გამოს მისი გამოყენება ძალიან მოსახერხებელია და შეიძლება ნებისმიერ დროს და პრაქტიკულად ნებისმიერ გარემოებაში (ამისთვის საჭიროა, მხოლოდ მისი მოთავსება შარდის ჭავლის ქვეშ, ხოლო შემდეგ რამოდენიმე წუთი დაელოდოთ შედეგს).

თუმცა იმისთვის, რომ ჭავლური ტესტის შედეგი იყოს საიმედო, საჭიროა მისი სწორად გამოყენება, რაც ძალიან მარტივია:

გახსენით ჰერმეტულად შეფუთული ტესტი;

მოხსენით მუშა ბოლოზე მოთავსებული დამცავი თავსახური;

დაიჭირეთ ტესტი ხელით და მისი ქვედა ნაწილი (მუშა მხარე) მიუშვირეთ შარდის ნაკადს (მდებარეობით ქვემოთ – ისე, როგორც მითითებულია ინსტრუქციაში);

ტესტის ქვედა ნაწილი (მუშა მხარე) უნდა დასველდეს შარდის ჭავლის ქვეშ – 5-10 წამის განმავლობაში;

მოათავსეთ ტესტი მშრალ ჰორიზონტალურ ზედაპირზე საინფორმაციო ფანჯარით ზემოთ და დაელოდეთ ინსტრუქციაში მითითებული დროის განმავლობაში. ჩვეულებრივ ეს დრო შეადგენს 1-5 წუთს.

ტესტის შიგნით მოთავსებული ღერძი დამზადებულია ბოჭკოვანი მასალისგან, რომელიც კარგად შეიწოვს შარდს, რომელიც მიემართება წვრილი მილაკებით რეაგენტისკენ, რომელიც მდებარეობს საინფორმაციო ველში.

თქვენ შეამჩნევთ, თუ როგორ შევა სითხე ტალღისებურად სადიაგნოზო „ფანჯარაში“, აავსებს მას ბოლომდე და მალე გამოიკვეთება ტესტის შედეგი – ერთი ან ორი ხაზის სახით.

შესაბამისად – ერთი ხაზი ნიშნავს რომ ორსულობა არ დამდგარა. ორი ხაზი ადასტურებს რომ ორსულობს დამდგარია, ხოლო ერთი მკრთალი ასევე მიანიშნებს, რომ ორსულობა დადგა, თუმცა აუცილებელია ტესტის გამეორება რამოდენიმე დღის შემდეგ, რადგან ტესტი ან ძალიან ადრე გააკეთეთ, ან ქორიონული გონადოტროპინის (HCG) დონე არასაკმარისად მაღალია.

შეიძლება ტესტეზე დაეწეროს “- / +”, „yes/no“ ან “pregnant/not pregnant”.

თუ ჭავლურმა ტესტმა არაფერი არ აჩვენა, შესაძლოა ტესტი ან დაზიანებულია ან ვადაგასული. ამიტომ კარგად დაუკვირდით შეძენისას, რომ არ იყოს დარღვეული შენახვის ვადა ან შეფუთვა.

ელექტრონული (ციფრული ტესტი)

 

ორსულობის ელექტრონული (ციფრული) ტესტიელექტრონული ტესტი ჭავლური ტესტის ნაირსახეობაა. იგი მრავალჯერადია და გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით (10mME/ml), ხოლო მოქმედების პრინციპიც იგივეა, როგორც ჩვეულებრივი ტესტისა ანუ რეაგირებს შარდში ქორიონულ გონადოტროპინის (HCG) ჰორმონის არსებობაზე.

გარდა ამისა, ტესტი გამორჩეულია იმით, რომ არ სჭირდება წვალება დაადგინოთ ჩანს თუ არა მეორე ხაზი. იგი აჩვენებს ციფრული ეკრანზე გამოტანილ ნიშანს “+” ან სიტყვას “pregnant”, რაც ორსულობის დამადასტურებელია.

ელექტრონული ტესტის შემწოვი ზოლი მდებარეობს ტესტის კორპუსის შიგნით, ხოლო შედეგი ჩანს ელექტრო მონიტორზე, რომლის აქტივირება ხდება მასზე სითხის (შარდის) მოხვედრის შემდეგ.

ზოგიერთ ელექტრონულ ტესტს გააჩნია დამატებითი ფუნქციებიც: მშობიარობის მიახლოებითი ვადის გამოთვლა (დადებითის პასუხის შემთხვევაში), ჩასახვის ყველაზე ხელსაყრელი დღეების განსაზღვრა (უარყოფითი პასუხის შემთხვევაში), აგრეთვე მონაცემების დამუშავების შესაძლებლობა კომპიუტერთან მიერთების შემდეგ (მრავალჯერადი ელექტრონული ტესტი) და სხვა…

ელექტრონული ტესტის სიზუსტე შეადგენს:

 ციკლის მოსალოდნელ შეკავებამდე 4 დღით ადრე – 51%;

 ციკლის მოსალოდნელ შეკავებამდე 3 დღით ადრე – 82%;

 ციკლის მოსალოდნელ შეკავებამდე 2 დღით ადრე – 90%;

 ციკლის მოსალოდნელ შეკავებამდე 1 დღით ადრე – 95%;

 ციკლის შეკავების პირველ დღეს – 99%-მდე;

რომელი ტიპის ორსულობის ტესტის გამოყენებაა უმჯობესი?

 

რომელი სახის ორსულობის ტესტის გამოყენებაა უმჯობესი?როგორც ცნობილია, სტრიპ-ტესტი, ჭავლური, პლანშეტური და ელექტრონული ორსულობის ტესტები გამოირჩევა სხვადასხვა მგრძნობელობით 10mME/ml-დან 50mME/ml-მდე.

მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ სტრიპ-ტესტს (BB ტესტი / ბბ ტესტი) – ჭავლური, პლანშეტური და მრავალჯერადი ელექტრონული ტესტები კონკურენციას ვერ უწევენ. ამის ძირითადი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა სტრიპ-ტესტთან შედარებით მათი მაღალი ღირებულებაა.

სპეციალისტები და გამოცდილი ქალები, რომელთაც გააჩნიათ სახლის პირობებში ორსულობის ტესტების გამოყენების ხანგრძლივი გამოცდილება, ირწმუნებიან, რომ არ ღირს ტესტის ფორმაში ზედმეტის გადახდა და უმჯობესია გამოყენებული იქნას სტანდარტული ორსულობის ტესტი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის გამოყენებას გეგმავთ გზაში ან სხვა რაიმე ექტრემალურ სიტუაციაში).

უამრავი კომენტარები და გამოხმაურებები ამა თუ იმ ტიპის ორსულობის ტესტის შესახებ ცხადყოფს, რომ სიზუსტის თვალსაზრისით – ძვირფასი ტესტ-სისტემები და სტანდარტული ტესტები ერთმანეთისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება.

თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც (მაგალითად ფაქტია რომ მაღალი მგრძნობელობის გარდა ჭავლური ტესტის გამოყენება უფრო სასიამოვნო და კომფორტულია სტრიპ-ტესტთან შედარებით).

ნებისმიერ შემთხვევაში, რომელი ტესტიც არ უნდა გამოიყენოთ. აუცილებლად უნდა იქნას გადამოწმებული – არის თუ არა ტესტი ვადაგასული, დაზიანებულია თუ არა მისი შეფუთვა. მნიშვნელოვანია მათი სწორი გამოყენებაც.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი – ძვირფასი თუ სტანდარტული ტესტი შეიძლება შეცდეს. ამიტომ დადებითი ან საეჭვო პასუხის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმ-გინეკოლოგს. მხოლოდ მას შეუძლია გააქარწყლოს ყოველგვარი ეჭვები.

რატომ შეიძლება შეცდეს ორსულობის ტესტი?

 

რატომ შეიძლება შეცდეს ორსულობის ტესტიმიუხედავად მწარმოებლების მტკიცებისა, რომ ტესტის შედეგი 99% – ით უტყუარია, ტესტი შესაძლოა შეცდეს და მისი პასუხი იყოს შეცდომით დადებითი ან შეცდომით უარყოფითი.

უფრო ხშირია ტესტის მიერ მიღებული შეცდომით უარყოფითი პასუხი.

იმ საკითხზე, თუ რატომ შეიძლება შეცდეს ორსულობის ტესტი, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, არის რამდენიმე მიზეზი:

უხარისხო, ან ვადაგასული ტესტი – უმჯობესია შეიძინოთ ხარისხიანი ფეხმძიმობის ტესტი. კარგად დააკვირდით მისი ვარგისიანობის ვადას. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ დაცული იყოს მისი შენახვის პირობებიც;

ტესტის არასწორი გამოყენება – შარდი არ არის დილის, ჭურჭელი რომელშიც შარდია, არ არის სუფთა და სხვა…

ამიტომ, მკაცრად და ზუსტად დაიცავით ტესტის გამოყენების ინსტრუქცია!;

ტესტის ჩატარების დროულობა – მაგალითად: მენსტრუაციული ციკლის შეკავების პირველივე დღეებში ჩატარებული ტესტის მცდარობის ალბათობა გაცილებით დიდია.

დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ 1-2 კვირაში ჩატარებული ორსულობის ტესტი არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოო შედეგად.

 

ორსულობა და სექსი (კომპლექსური სახელმძღვანელო)

 

ანუ, უმჯობესია ზუსტი შედეგისთვის დაელოდოთ ერთი-ორი კვირა მაინც და ტესტი შემდეგ გაიკეთოთ.

ეს ხდება იმის გამო, რომ HCG-ის (ქორიონული გონადოტროპინი) დონე შარდში არ არის საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ ტესტმა იგი აჩვენოს;

მედიკამენტები – ტესტის მცდარი შედეგის ალბათობა იზრდება, თუ თქვენ იღებთ გარკვეული სახის მედიკამენტებს ტესტის გაკეთების მომენტში.

ასეთი პრეპარატებია: შარდმდენი საშუალებები, ტრანკვილიზატორები, პრომეტაზინი, ჰორმონალური პრეპარატები, HCG-ს შემცველი პრეპარატები და სხვა;

მუცლის მოშლა – ტესტის მცდარი შედეგი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს იმ ფაქტმა, თუ ორსულობის ადრეულ სტადიაზე ადგილი ჰქონდა მუცლის მოშლას.

ამიტომ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სხვა სიმპტომებიც, თუნდაც ეს იყოს ნორმალური სისხლდენა;

საშვილოსნოსგარე ორსულობა – საშვილოსნოსგარე ორსულობის გამოვლენა პრობლემატურია, რადგან კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება საშვილოსნოს გარეთ. ეს ხელს უშლის ორგანიზმში HCG-ს ზუსტი დონის განსაზღვრას და შესაბამისად გამოიწვევს ტესტის შედეგის მცდარობას.

ამიტომ, თუ ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი, თქვენ კი გრძნობთ მწვავე ტკივილს მცირე მენჯისა და მუცლის არეში, ამავდროულად გაქვთ ფეხმძიმობის სხვა სიმტომები, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს;

შეშუპება – იშვიათ შემთხვევებში, ქალის რეპროდუქტიულ სისტემაში შეშუპებებმა, შესაძლოა გამოიმუშავოს HCG და ტესტმა აჩვენოს შეცდომით დადებითი პასუხი.

ასეთი დაავადების დროს დამახასიათებელია ისეთი სიმტომები, როგორიცაა ვაგინალური სისხლდენა და ძლიერი ღებინება.

ყველაფერი ორსულობის ტესტის შესახებთირკმლების დაავადებები – ამ დროს HCG არ გამოდის ორგანიზმიდან და შესაბამისად ტესტმა შეიძლება აჩვენოს მცდარად უარყოფითი პასუხი;

დიდი რაოდენობით სითხე – მოერიდეთ ტესტის ჩატარების წინ სითხეების მიღებას, რადგან იგი “განაზავებს” HCG-ს დონეს შარდში და მცდარი შედეგის ალბათობაც გაიზრდება;

არასწორი ინტერპრეტაცია – ზოგიერთ შემთხვევაში, ქალები არასწორად ახდნენ ტესტის შედეგების ინტერპრეტაციას.

ეს განსაკუთრებით ხდება მაშინ, თუ ჩანს მკრთალი ხაზები ტესტზე.

ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია ორი ან მეტი (სხვადასხვა მწარმოებლის) ტესტის გამოყენება და შედეგების შედარება;

და სხვა მიზეზები…

 

 

ტესტის ერთი ხაზი მკვეთრია, მეორე კი მკრთალი?

 

ტესტის ერთი ხაზი მკვეთრია, მეორე კი მკრთალი?თუ თქვენ შეიძინეთ მაღალხარისხიანი ტესტი და ყველაფერი სწორად გააკეთეთ, მეორე ხაზის გამოჩენა (თუნდაც მკრთალის), უმეტეს შემთხვევაში მიანიშნებს, რომ თქვენ ფეხმძიმედ ხართ.

მითუმეტეს, რომ ბევრი ტესტის ინსტრუქციაში არის გაფრთხილება, რომ მკრთალი მეორე ხაზის გამოჩენა ნიშნავს ფეხმძიმობის დადგომას. თუმცა, მიუხედავად ამისა შესაძლოა არსებობდეს საწინააღმდეგო შედეგიც.

რაც შეეხება თავად მეორე ხაზის “ფერმკრთალ იერს”, ეს გამოწვეულია იმით, რომ თქვენს შარდში ქორიონულ გონადოტროპინის (HCG) დონე ჯერ კიდევ არ არის მკვეთრად გამოხატული. თუმცა ამ ჰორმონის არსებობა (თუნდაც მცირედის) უკვე ფეხმძიმობაზე ლაპარაკობს.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არის ქორიონულ გონადოტროპინის (HCG) დონე არასაკმარისი, ამას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მიზეზი:

 უვარგისი ან ვადაგასული ტესტი;

ორსულობის ძალიან მცირე ვადა (ტესტი ჩატარებულია ორსულობის დადგომამდე);

გაზავებული შარდი (შარდმდენი საშუალებების ან შარდმდენი პროდუქტების/სასმელების გამოყენება, რაც აძლიერებეს თირკმლების მუშაობას);

 აბორტის ან მუცლის მოშლის შემდეგ ჩატარებული ტესტი;

გადახრა სანაყოფე კვერცხის განვითარებაში (არასწორად მიმაგრებული ნაყოფი);

საშვილოსნოს გარე ორსულობა;

საშვილოსნოში არსებული კისტა;

და სხვა…

ამიტომ, ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში (მითუმეტეს, თუ ტესტის ერთი ხაზი (ან ორივე) მკრთალი ან ძნელად შესამჩნევია), საჭიროა თავის დაზღვევის მიზნით კონსულტაციისთვის დაუყონებლივ მიმართოთ ექიმ გინეკოლოგს.

თუ თქვენ გაკმაყოფილებთ ტესტის შედეგი, მაინც არ იქნება ზედმეტი, თუ ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გააკეთებთ ახალ ტესტს (სასურველია იგი იყოს სხვა მწარმოებლის), რათა შედეგი მეტად დამაჯერებელი იყოს.

როგორ ავარდიოთ თავი ტესტის შეცდომით პასუხს

 

ორსულობის ტესტის მცდარი შედეგიიმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ცრუ იმედები და იმედგაცრუება, რაც შეიძლება მოჰყვეს ტესტის მცდარ პასუხს, საჭიროა ზუსტად იქნეს დაცული ტექსტის გამოყენების ინსტრუქცია.

აგრეთვე, გათვალისწინებული იქნას ზემოთ მოყვანილი ფაქტორები.

გარდა ამისა, შესაძლოა მიღებული იქნეს შემდეგი ზომები:

»» გაკეთდეს არა ერთი, არამედ რამოდენიმე ტესტი (სასურველია შეირჩეს სხვადასხვა მწარმოებლის ტესტები);

»» განმეორდეს ტესტი 2-3 დღის შემდეგ. მიუხედავად იმისა, თუ როგორია პირველადი ტესტის შედეგი;

»» ჩაბარდეს სისხლის ანალიზი ქორიონულ გონადოტროპინზე (HCG), სასურველია ტესტთან დინამიკაში (2-3 დღის ინტერვალით);

 

 

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
მედიაჰოლდინგი “შენი” –  რევოლუცია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციაში

მედიაჰოლდინგი “შენი” – რევოლუცია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომუნიკაციაში

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები