ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირომელი ზონაა ყველაზე უმტკივნეულო და მოთხოვნადი - ინტერვიუ პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტ მარიამ...

რომელი ზონაა ყველაზე უმტკივნეულო და მოთხოვნადი – ინტერვიუ პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტ მარიამ კარელიძესთან

 21-ე საუკუნეში პერმანენტული მაკიაჟი სულ უფრო პოპულარული ხდება… 

თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სწავლებით აბსოლუტურად შესაძლებელია, მიიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც თქვენ გსურთ.

პერმანენტული მაკიაჟის უპირატესობა კი ის გახლავთ, რომ ის მაქსიმალურად გინარჩუნებთ ბუნებრივობას. თუ გადაწყვეტთ პროცედურის გაკეთებას აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს და შეარჩიეთ სასურველი დიზაინი. Shenisilamaze.ge გთავაზობთ ინტერვიუს პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტ მარიამ კარელიძესთან:

 -რა იყო თქვენი მოტივი, გამხდარიყავით პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი?

-2013 წელს გავიკეთე პერმანენტული მაკიაჟი და გამიფუჭეს, გამილურჯდა. იმის გამო, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, გადავწყვიტე, მენახა სპეციალისტი… გავიკეთე პროცედურა და მეც ძალიან დავინტერესდი, ძალიან შემიყვარდა ის საქმე, რასაც ეს სფერო მოითხოვდა.

საბოლოოდ, მივხვდი, რომ ეს საქმიანობა ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო, რადგან მსურდა, მომხმარებლები გახარებული და კმაყოფილი წასულიყვნენ ჩემგან.

-რამდენი წელია, ამ სფეროში მოღვაწეობთ?

-თავიდან ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაციის განხრით, ამ სფეროში კი უკვე 6 წელია, ვმოღვაწეობ… შევისწავლე პერმანენტული მაკიაჟის გაკეთება პროფესიონალურ დონეზე და გავიარე კურსები. მაშინ, როცა საკუთარ თავზე გამოვცადე პროცედურის უკუჩვენება, მინდოდა, მე თვითონ შემესწავლა ეს სფერო და სხვას იგივე არ დამართნოდა.

-გვესაუბრეთ თქვენს კარიერულ მიღწევებზე ამ სფეროში.

-ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ ადამიანებს ვხედავ ბედნიერს და კმაყოფილს ყველა პროცედურის შემდეგ…

ქართველი ემიგრანტები კი დიდ სითბოს ავლენენ ჩემ მიმართ, რაც ყველაზე მეტად მახარებს.

-რომელი პროცედურაა შედარებით უმტკივნეულო?

-ყველაზე უმტკივნეულო მაინც გახლავთ წარბი…

-როგორ ურჩევთ მომხმარებელს სასურველ დიზაინს და რამდენად ბუნებრივია ეფექტი?

-ჩემი მთავარი მიზანია, ჩემთან მოსული ადამიანი გავუშვა ბუნებრივი ნამუშევრით და ამავე დროს კმაყოფილი…  ვფიქრობ, წარბი აუცილებელია, ბუნებრივი იყოს. როდესაც მომხმარებელი მომმართავს მაშინვე ვამჩნევ, როგორი წარბი მოუხდება, ასევე ვცდილობ, გამოვკვეთო ტუჩის კონტური.

ლაინერს რაც შეეხება, თვალის ჭრილს გააჩნია და ყველას არ უხდება, თუ ლამაზად არ გამოჩნდება თვალზე მაინცდამაინც არ არის სასურველი გაკეთება, ამ დროს წამწამს შორის დაფერვაა უკეთესი.

READ  დადოს სიკვდილიანობის მთლიანი მაჩვენებელი, არამხოლოდ ეს 6 ქეისი! – გიორგი ფხაკაძე

-რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთის აღნიშნული პროცედურების ჩატარება და პრეპარატის ორგანიზმში შეყვანა.

– უამრავი პიგმენტი არსებობს, რომელიც აღწევს კანში, რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოიყენება ერთჯერადად, რადგან ხელახლა გამოყენება არაა რეკომენდებული. მე პირადად ვიყენებ იტალიურ უმაღლესი ხარისხის პრეპარატს…

-რა განსხვავებაა მიკრობლეიდინგსა და დაფერვას შორის?

-არავის ვურჩევ მიკრობლეიდინგის გაკეთებას, რადგან კანი ზიანდება, არ ხდება სიღრმის კონტროლი, იწყება წარბის ღეროვანი ცვენა, ზოგჯერ ლურჯდება და შრამიც რჩება, ბევრი ასეთი პაციენტი მიმიღია და დავხმარებივარ ჩემი ძალებით… დაფერვა კი ძალიან ნაზად და ბუნებრივადაა შესაძლებელი.

-რამდენად დიდი შანსია იმისა, რომ პროცედურამ დაფაროს სახის ნაკლოვანებები?

-დიახ, შესაძლებელია, უმეტესად შრამის გადაფარვა.

-იწვევს თუ არა პროცედურა უკუჩვენებებს?

-არანაირად არ იწვევს უკუჩვენებებს. მე პირადად ტუჩის მაკიაჟის პროცედურამდე ერთი დღით ადრე ვნიშნავ მედიკამენტს, რათა არ გაჩნდეს ჰერპესი და არ შემიშალოს ხელი მუშაობაში.

-რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა თქვენი მომხმარებლის მხრიდან?

-ყველაზე მოთხოვნადი წარბია, შემდგომ ტუჩი.

-რამდენად ხშირად გსტუმრობენ ქართველი ემიგრანტები?

-ძალიან ხშირად… მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ვფიქრობ, რომ აქაური ემიგრანტები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პურის ფული იშოვონ, ან თუნდაც მარტოხელა დედები, რომლებსაც სურთ შეისწავლონ სპეციალური კურსები, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა ხელს არ უწყობთ.

-განსხვავდება თუ არა პროცედურის ღირებულება საქართველოსა და საბერძნეთის მოხმარებლებისთვის?

-სიმართლე, რომ გითხრათ, ღირებულება განსხვავდება, მაგრამ ზოგჯერ ფასდაკლებას ვაკეთებ, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს პროცედურა… საკმაოდ დიდ თანხას ვიხდი პიგმენტებში, გამაყუჩებლებში და ვცდილობ გავახარო ადამიანები ჩემი პროცედურებით და შედეგით. ჩემთვის მთავარი არაა მხოლოდ შემოსავალი, უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ – ყველამ შეძლოს პროცედურის გაკეთება სურვილისამებრ.

-რამდენ ხანს ინარჩუნებს პერმანენტული მაკიაჟი პირვანდელ სახეს და არის თუ არა საჭირო კორექცია ეტაპობრივად?

-პროცედურიდან ერთი თვის შემდეგ ვაკეთებ კორექციას, რადგან კორექციის გარეშე, დიდხანს არ ძლებს პროცედურა, ამიტომ აუცილებელია დაფერვა. ყოველთვის მაქვს კონტაქტი  ჩემს პაციენტებთან, როგორ არიან ან რაიმე ხომ არ აწუხებთ პროცედურის შემდეგ.

READ  „გააკეთეს ის, რაც მე ვერ გავაკეთე…ძალიან მოულოდნელი იყო…“

-აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას უახლოეს მომავალში და რა ინოვაციებს შესთავაზებდით ქართველ მომხმარებლებს?

-რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, მაქვს ძალიან დიდი გეგმები და ვნახოთ, რამდენად გამომივა. მინდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ, მაგალითად, მარტოხელა დედებს – შევასწავლო ეს პროფესია და დავეხმარო დასაქმებაში, მასალების ყიდვაში და ასევე მსურს კიდევ მრავალმხრივ განვავითარო საკუთარი თავი ესთეტიკის მიმართულებით. რაც დრო გადის, მეტ გამოცდილებას ვიღებ და ვფიქრობ, ადამიანმა არასდროს არ უნდა თქვას უარი თავის მიზნებზე.

ავტორი: მარიამ ბასილაძე

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები