ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedპროდუქტები და კერძები მეძუძური დედისთვის

პროდუქტები და კერძები მეძუძური დედისთვის

დედის რძე უნიკალურ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ამიტომ უწოდებენ მას ბავშვის კვების „ოქროს სტანდარტს“.
ამ სასარგებლო ნივთიერებების წარმოსაქმნელად მეძუძურ დედას ბევრი სასარგებლო პროდუქტის მიღება სჭირდება. ამასთან ერთად, მშობიარობის შემდეგ ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ბევრი ახალბედა დედა ფიქრობს, რომ თუ ის მკაცრ დიეტაზე არ იქნება ამით ბავშვს ავნებს, ეს რა თქმა უნდა მითია. ბავშვის კოლიკა, გაზები არანაირად არ უკავშირდება იმას თუ რა მიირთვა დედამ. 

რა უნდა მიირთვს მეძუძურმა დედამ?

•    თევზი და ზღვის პროდუქტები: ორაგული, ზღვის წყალმცენარეები, სარდინები, მოლუსკები.
•    
ხორცი: ქათმის, საქონლის, ღორის ხორცი
•    
ხილი და ბოსტნეული: პომიდორი, ბულგარული წიწაკა, კომბოსტო, ნიორი, ბროკოლი, კენკრა.
•    
თხილი და მარცვლეული: ნუში, ნიგოზი, ჩიას მარცვლები, სელის მარცვლები.
•    
ჯანსაღი ცხიმები: ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ქოქოსი, კვერცხი, იოგურტი.
•    
უჯრედისით მდიდარი პროდუქტი:კარტოფილი, გოგრა, ტკბილი კარტოფილი, ლობიო, შვრია, წიწიბურა.
•    
სხვა საკვები: ტოფუ, შავი შოკოლადი, კიმჩი, კეფირი.

400x395xkvebiscxrili.jpg.pagespeed.ic.2VfKSsf4Xi.jpg.webp

 

შეგიძლიათ თქვენი საყვარელი კერძი დროდადრო მიირთვათ ხოლმე, თუმცა, ზოგადად, უმჯობესია თავი აარიდოთ გადამუშავებულ საკვებს, როგორიცაა, სწრაფი კვების პროდუქტები, შაქრიანი საუზმის ბურღულეული და ა.შ.

მეძუძური დედის კვების რაციონის დასაგეგმად შეგიძლიათ შემდეგ რჩევებს მიჰყვეთ:

•    მიიღეთ პროტეინი დღეში 2-3-ჯერ, როგორიცაა, საქონლის, ქათმის, თევზის ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, ლობიო, თხილეული და მარცვლეული.
•    დღეში სამჯერ მიირთვით ბოსტნეული, მათ შორის მუქი მწვანე და ყვითელი ფერის ბოსტნეულის სახეობები.
•    დღეში ორჯერ მიირთვით ხილი.
•    ყოველდღიურად მიიღეთ ნაკლებად გადამუშავებული მარცვლეული, როგორიცაა გადაუმუშავებელი ხორბლის პური, პასტა, ბურღულეული, შვრია.
•    წყალი მიირთვით წყურვილის მიხედვით. წყურვილის გარეშე
დიდი რაოდენობის წყლის მიღება რძის მარაგს არ ზრდის.
•    ძუძუთი კვების პერიოდზე ორსულობისას მიღებული კვებითი რაციონის შეზღუდვები არ ვრცელდება.
•    ვეგეტარიანული კვება მისაღებია ძუძუთი კვების პროცესში. თუკი არ მიირთმევთ ხორცს, აუცილებლად ჩაანაცვლეთ ის რკინის და თუთიის სხვა წყაროთი, როგორიცაა, ლობიო, ხილის ჩირი, თხილი, რძის პროდუქტები და მარცვლეული. თუ ვეგანურ კვებაზე ხართ, ანუ არანაირ ცხოველურ პროდუქტს არ იღებთ, დამატებით უნდა მიიღოთ B12 ვიტამინი, რათა თქვენს შვილს არ ჩამოუყალიბდეს B12 ვიტამინის დეფიციტი.

READ  „ის უკვე 50 ქვეყანაში გამოვლინდა - სწრაფად ვრცელდება...“

რა რაოდენობით საკვები  უნდა მიირთვას მეძუძურმა დედამ?

ძუძუთი კვების დროს დედას დამატებითი კალორიები სჭირდება. ამ კალორიების წყარო ხშირად ორსულობისას მომატებული წონაა. თუ ორსულობის შემდეგ ჭარბი წონა არ დაგრჩენიათ, დღის განმავლობაში 500-600 კალორიით მეტის მიღება დაგჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ. მას შემდეგ, რაც ბავშვი მყარი საკვების მიღებას დაიწყებს, თქვენც შეგიძლიათ მიღებული კალორიების შემცირება.

კვებითი დანამატები

ორსულობის შემდეგ თქვენი მინერალებისა და ვიტამინების მარაგს შეიძლება შევსება სჭირდებოდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ძუძუთი კვების გამო მათზე მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება.
ჩვენ შევაჯამეთ მეძუძური დედებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებითი დანამატები:

  • მულტივიტამინები

მშობიარობის შემდეგ ქალებს ხშირად აქვთ ვიტამინების უკმარისობა.
ამიტომ, დღიურად მულტივიტამინების ტაბლეტის მიღება სრულფასოვან კვებასთან ერთად დაგეხმარებათ მარაგის აღდგენაში.

  • ვიტამინი B-12

ვიტამინი B 12 უმნიშვნელოვანესი წყალში ხსნად ვიტამინია დედისთვისაც და ბავშვისთვისაც. ამასთან ერთად, უმეტესად მცენარეულ კვებაზე ყოფნის შემთხვევაში, კუჭის რეზექციის ოპერაციის შემდეგ, ან გარკვეული მედიკამენტების მიღების დროს გაზრდილია B 12 ვიტამინის უკმარისობის რისკი.
თუ თქვენ რომელიმე ამ კატეგორიაში ხვდებით და არ იღებთ საკმარისი რაოდენობის ხორცს, თევზს, კვერცხს და B 12 ვიტამინით გაჯერებულ სხვა პროდუქტებს, კარგი აზრია მიიღოთ ის დამატებით.

  • ომეგა-3 (DHA)

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები კრიტიკულად აუცილებელია ბავშვის ნერვული სისტემის, კანის და თვალების განვითარებისთვის. დედის რძეში ამ ნივთიერების შემცველობა მის გარეგან მიღებაზეა დამოკიდებული. მეძუძური დედებისთვის რეკომენდირებულია დღეში 250-375 მგ-ის მიღება.

  • D ვიტამინი

D ვიტამინს ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ორგანიზმში, მათ შორის იმუნური სისტემის და ძვლების სიჯანსაღის შენარჩუნება. როგორც წესი, D ვიტამინი დედის რძეში მცირე ოდენობითაა, განსაკუთრებით კი მაშინ როცა დედას მზესთან არასაკმარისი ექსპოზიცია აქვს. ამიტომ, ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის რეკომენდირებულია დღეში 400 სე-ის ოდენობის D ვიტამინის მიღება 12 თვის ასაკამდე. მეძუძური დედებისთვის რეკომენდებული დოზაა 600 სე. D ვიტამინის ნაკლებობა მეძუძური დედებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკსაც ზრდის.

READ  „შესაძლებელია, უკვე საქართველოშიცაა… 5 წლამდე ბავშვების ჰოსპიტალიზაცია, დელტასთან შედარებით, უფრო...

წყალი


ძუძუთი კვების პერიოდში გაძლიერებულ მადასთან ერთად შეიძლება წყლის მოთხოვნილებაც გაგიძლიერდეთ.იმის შესამოწმებლად საკმარის წყალს იღებთ თუ არა, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი შარდის სუნს და ფერს. თუ შარდს მუქი ყვითელი ფერი და მძაფრი სუნი აქვს ეს დეჰიდრატაციის მანიშნებელია.

რომელ საკვებს და სასმელს უნდა მოერიდოს მეძუძური დედა?

საკვები პროდუქტების და სასმელების უმრავლესობა უსაფრთხოა ძუძუთი კვების პერიოდში, მხედველობაში უნდა მიიღოთ საკვების და სასმელის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი:

  • კოფეინი – თქვენ მიერ მიღებული კოფეინის დაახლოებით 1 % გადადის რძეში. კოფეინის შემცველი სასმელის მიღება არ ვნებს ბავშვს, მან შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ძილზე.თუ თქვენი პატარა გაღიზიანებულია და აქვს ძილთან დაკავშირებული პრობლემები, უმჯობესია შეამციროთ კოფეინის მიღება ან საერთოდ ამოიღოთ ის ხმარებიდან. კოფეინის მიმართ ახალშობილები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. რეკომენდებულია, რომ მეძუძურმა ქალმა მიიღოს დღეში მაქსიმუმ 2-3 ჭიქა ყავა.
  • ალკოჰოლი – თუ მიიღებთ ალკოჰოლს, დაიცადეთ 2-3 საათი ,სანამ ბავშვს ძუძუს შესთავაზებთ ან რძეს გამოიწველით. ალკოჰოლი არ რჩება დედის რძეში, ის ორგანიზმიდან მალევე გამოიდევნება. როდესაც თქვენ გამოხვალთ ალკოჰოლის ზემოქმედებიდან, უკვე თქვენი რძეც განთავისუფლებულია ალკოჰოლისგან. თუ ალკოჰოლის ზემოქმედებას გრძნობთ და მკერდი ძალიან სავსე გაქვთ, შეიძლება მოგიწიოთ რძის გამოწველა და გადაღვრა. მეძუძური დედებისთვის რეკომენდირებული არ არის დღეში არა უმეტეს 0.5 გრამი/1 კილოგრამ წონაზე ოდენობის ალკოჰოლის მიღება.
  • ძროხის რძე – ძროხის რძეზე ჩვილების 1%-ს აქვს ალერგია, რომელიც ყალიბდება დედის მიერ მიღებული ძროხის რძის ცილების მიმართ და გამოიხატება გამონაყარით, ეგზემით, დიარეით, ღებინებით, სისხლიანი განავლით, კოლიკით და ა.შ. ამ შემთხვევაში კვების რაციონიდან უნდა ამოიღოთ ძროხის რძე და მისი ნაწარმი.

კვებითი ალერგიები ბავშვებში

საკმაოდ იშვიათია შემთხვევები, როცა დედის მიერ მიღებული საკვები ბავშვის კვებით ალერგიას იწვევს. ამ დროს ყველაზე ხშირი სიმპტომია მწვანე, ლორწოვანი განავალი სისხლის წვეთებით.
ყველაზე ხშირად ბავშვების კვებით ალერგიას იწვევს:

  • რძის პროდუქტები, სოიო, ხორბალი და კვერცხი.
  • უფრო იშვიათი ალერგენებია: თევზი, თხილი, მიწისთხილი, სიმინდი.
READ  „გიორგი ფხაკაძე არის ფხაკაძისტი… ხომ შეიძლება, ჩვეულებრივად იყო ადამიანი…“

თუკი ბავშვი წონაში იმატებს და არ აწუხებს ანემია, კვებითი ალერგია არ იწვევს გრძელვადიან გართულებებს. ამ დროს არ არის საჭირო ძუძუთი კვების შეწყვეტა. კვებიდან ამოიღეთ ის პროდუქტი, რომელზეც ეჭვი გაქვთ და დააკვირდით. ალერგიის სიმპტომები 4-6 კვირის შემდეგ გაივლის.

ძუძუთი კვება და წონაში კლება

მშობიარობის შემდეგ შეიძლება სურვილი გქონდეთ,წ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეთ ზედმეტი წონისგან, მაგრამ მზად იყავით, რომ ამ პროცესს შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.
ძუძუთი კვების პერიოდში მადის გაძლიერება ნორმალური მოვლენაა შეცვლილი ჰორმონებისა და გაზრდილი კალორიული საჭიროების ფონზე.
მიღებული კალორიების შემცირებამ შეიძლება რძის მარაგის შემცირება და ენერგიის უკმარისობა გამოიწვიოს. საბედნიეროდ, დამტკიცებულია, რომ ძუძუთი კვება ხელს უწყობს ჭარბი წონისგან გათავისუფლებას, თუ ის 6 თვე ან მეტი გრძელდება. კვირაში ნახევარი კილოს დაკლება ჯანსაღი კვებისა და ვარჯიშის თანხლებით ნორმალურია და არ უშლის ხელს რძის მარაგის დაგროვებას.
ყველაზე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ კვების რაციონის ზედმეტად შემზღუდავი დიეტები ვნებს ჯანმრთელობას და არ არის ეფექტური ხანგრძლივ პერსპექტივაში.

 

 

 

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები