სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიყველაფერი, რაც ქართულ სამოსზე უნდა იცოდეთ ✨️

ყველაფერი, რაც ქართულ სამოსზე უნდა იცოდეთ ✨️

ქართული ტრადიციული სამოსი წარმოადგენს ქართველთა კულტურული მემკვიდრეობის გამოხატულებას. სამოსში იგრძნობა ქართველი ხალხის ტრადიციების სიყვარული და ესთეტიკური სილამაზის აღქმა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თითოუელ კუთხეს თავისი კუთვნილი სამოსი აქვს, რომელშიც გამოხატება მათი ხასიათი და ინდივიდუალიზმი.

ქართული ტრადიციული სამოსის საკითხით დაინტერესდნენ უცხოელი მოგზაურები: არქანჯელო ლამბერტი და ჟან შარდენი. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ თემის კვლევაში.

ჟან შარდენმა საქართველოში 1670-იან წლებში იმოგზაურა და მისი საკმაოდ დეტალური ჩანაწერები იძლევა ღირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთასა და ბარში, დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში, მის თითოუელ კუთხეში ჩაცმულობის განსხვავებული სტილი არსებობდა.

აღნიშნული სტილი პერიოდულად იცვლებოდა.

ქართლ-კახეთის ტრადიციული სამოსი

დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კლასიკური ქართული კოსტიუმი: მამაკაცისათვის – გრძელი ჩოხა-ახალუხი, ქამარ-ხანჯლით გაწყობილი, სათანადო ფეხსაცმლით და ქალის კაბა – გრძელი, სარტყლითა და ჩიხტიკოპით დამშვენებული. სამოსის ამგვარი კომბინაცია მიჩნეულია, რომ ქართლ-კახური წარმოშობისაა. ქართველ ხალხს კახეთსა და ქართლში მსგავსი ჩაცმულობის სტილი ჰქონდათ. ქართლ-კახეთის ჩოხა, ჩვეულებრივ, ღია ყავისფერი, ლურჯი, შავი ან წითელი ფერის იყო.

ფშავ-ხევსურეთის ტრადიციული სამოსი

საქართველოს მთიან რეგიონებში ტანსაცმელი დამზადებული იყო გამძლე შალის ქსოვილისგან, რომელიც იცავდა რთული გარემო პირობებისგან.

ხევსურული ჩოხა, რომელიც ცნობილია ტალავარის სახელით, იყო მოკლე სტილის. გამოირჩეოდა წინა მხარეს ლამაზად მოქარგული ქსოვილით, სადაც რელიგიური სიმბოლოები იყო დატანილი. მამაკაცის სამოსი, როგორც წესი, შედგებოდა ნაქსოვი შარვლისა და ფეხსაცმლისგან.

ქალთა ტრადიციულ სამოსს ხევსურეთში სადიაცოს ეძახდნენ. აღნიშნული სამოსს წარმოადგენდა მუხლებამდე კაბები და თავსაბურავები, რომელზეც ამოქარგული იყო ჯვრის ფორმის ორნამენტული ნიმუშები. ფშავი და ხევსური ქალები ასევე ატარებდნენ ვერცხლის მონეტებსა და ჯვრის ყელსაბამებს.

თუშეთის ტრადიციული სამოსი

თუშეთის მაღალმთიანი მოსახლეობა სამოსს ამზადებდნენ შალისგან, მზის სიმბოლოებითა და ჯვრებით, რომლებსაც სამკაულებშიც იყენებდნენ.

თუშეთში ქალებსაც და კაცებსაც ეცვათ ფერადი ნაქსოვი ფეხსაცმელი, რომელსაც ჩითებს უწოდებენ. მამაკაცის ჩითები არის უფრო სადა და წინწკლებიანი დიზაინით, ქალის ჩითები კი ზოლიანი და ფერადი.

READ  უდიდესი შრომაა ჩადებული. ეს არის შედევრი – რა რეაქცია ჰქონდა სტუმარს, როცა ფხაკაძის სახლი...

ტრადიციულად, თუში ქალი შავ თავსაბურავს ატარებდა, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდა. გრძელი ფართო მოსასხამის ქვეშ მოქცეული თავისუფალი სტილის კაბა და გულმკერდზე დაშვებული სამკაულებით იყო წარმოდგენილი. მამაკაცის ტანსაცმელი კი შედგებოდა ჩოხისა და შავი დათბილული ქუდისგან.

სვანეთის ტრადიციული სამოსი

ტრადიციული სვანური სამოსი შედგება პერანგის, ჩოხის, შარვლისა და სვანური ქუდისგან. ქალები შალის კაბის გარდა საყურეებითა და სამკაულებით მორთულ თავსაბურავს ატარებდნენ. შეძლებულები კი აბრეშუმის პერანგითა და ხავერდის მოსასხამით იყვნენ შემოსილები. სვანეთის ტრადიციულ სამოსზე საუბარისას ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სვანეთის ცნობილი ქუდები.

სვანური ქუდები ჩვეულებრივ ნაცრისფერია შავი ნაკერებით. თითოუელი ქუდის დამზადებას დაახლოებით 30 საათი სჭირდება და შედგება 200 გრამი მატყლისგან.

შავი ნაკერები ჯვრის ფორმისაა, რაც ასახავს გავრცელებულ სვანურ მისალმებას „ჯვარი გფარავდეთ“. სვანური ქუდების შექმნის ძირითადი მიზანი იყო ზამთრის სიცივისგან და ზაფხულის სიცხისგან დაცვა.

რაჭული ტრადიციული სამოსი

საქართველოს სხვა კუთხეების ჩაცმულობისგან განსახვავდება რაჭული სამოსი. რაჭული კოსტიუმების უმეტესი ნაწილი შავი სატინისაა, მაგრამ აქ მოიპოვება აგრეთვე ფერადი ფართო ატლასისაგან შეკერილი მდიდრული, მორთული კოსტიუმები. რაჭული სამოსის საკითხზე რეზო ჭანიშვილი წერს: „გლეხის ტანსაცმელს წარმოადგენდა „კაბა“, რომელიც რუსულ სარაფანს მიაგავს, აგრეთვე ქვედატანი კაბა, საგულე ახალუხი და სათბური. რაჭაში ერთმანეთისაგან არჩევდნენ სადა, ჩვეულებრივ და სადღესასწაულო ჩაცმულობას.  გლეხის ქალები ჩვეულებრივ დღეებში თავზე უბრალო თავსაფარს იფარებდნენ, ხოლო დღესასწაულზე შალის ან აბრეშუმის თავსაფრით გამოდიოდნენ“.
რაჭველთა სამოსელს არაერთი უცხოელი მოგზაურისა და მკვლევარის ყურადღება მიუპყრია, განსაკუთრებით მთის რაჭველ ქალთა ჩაცმულობას.

აჭარის და გურიის ტრადიციული სამოსი

ტრადიციული ქართული მამაკაცის სამოსი დასავლეთ აჭარასა და გურიის პროვინციებში მკვეთრად განსხვავდებოდა აღმოსავლეთ საქართველოსგან. მამაკაცის ტიპიური სამოსი გურია-აჭარაში, სამეგრელოში და მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში იყო ჩაქურა, რომელიც შედგებოდა მოკლე, წელამდე სიგრძის ჩოხის, განიერი შარვლისა და ფერადი აბრეშუმის ქამრისგან.

აჭარაში ქალების ერთ-ერთი და უძველესი სამოსის – ზუბუნ-ფარაგას ნახვა შესაძლებელია თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში.

READ  რას უმალავენ ადამიანებს, რომლებმაც ვაქცინა უკვე გაიკეთეს? – ვინც გაიკეთა ვაქცინა, ამ ხალხს რას...

თუ დაინტერესებული ხართ ქართული ტრადიციული სამოსის ნახვით, ამისთვის საუკეთესო ადგილებია საქართველოს ხელოვნების სასახლე და სიმონ ჯანაშიას მუზეუმი. ტრადიციულ სამოსს, რომელიც 21-ე საუკუნეში ნელ-ნელა ბრუნდება, ზოგჯერ ქართულ ტრადიციულ ქორწილებსა და კულტურულ ღონისძიებებზეც იცვამენ. ქართული ტრადიციული სამოსის ხილვა განსაკუთრებით ლამაზია ქართული ნაციონალური ცეკვების კონცერტებზე.

აქვე უნდა ვახსენოთ, ცეკვის სტუდია ,,საუკუნეს” მიერ შექმნილი ტრადიციული სამოსის ხაზი, რომელიც  დიდი მოწონებით სარგებლობს ახალგაზრდებში. იგი თავდაჯერებულად გადმოგვცემს თავის სათქმელს და ხასიათს. ხაზს უსვამს, რომ ტრადიციული სამოსის ტარება ნებისმიერ ეპოქაში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ემოციებს, რომელიც ქართველი ხალხის იდენტობის ნაწილია და იცოცხლებს იქამდე, ვიდრე ქართული სული იარსებებს.

წყარო:

https://www.advantour.com/georgia/traditions/georgian-traditional-clothing.htm

http://axaliganatleba.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=2&id=107

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები