სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ გავხადოთ ფეხი ვიზუალურად უფრო გამხდარი

როგორ გავხადოთ ფეხი ვიზუალურად უფრო გამხდარი

ბევრი ქალს სურს, რაც შეიძლება მოხდენილად გამოიყურებოდეს. ფეხის ფორმას კი ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ, ვიზუალურად ფეხი დაიგრძელოთ და უფრო მოხდენილად გამოიყურებოდეთ:

ფეხის დიდი ზომა

1-1716892212.jpg

დიდი ტერფები ძალიან მაღალი ან ძალიან გამხდარი გოგოებისთვის, როგორც წესი, პრობლემაა. ფეხის ზომის ვიზუალურად შესამცირებლად შეგიძლიათ ე.წ. ბალეტკის სტილის დაბალძირიანი ფეხსაცმელი მოირგოთ კონტრასტული ფერის მრგვალი ცხვირით. ამ აღმოჩენის ავტორი კოკო შანელია, რომელმაც 1958 წელს შექმნა დაბალძირიანი ფეხსაცმელი, მუქი ფერის ცხვირით.

ფეხის სიგრძე

ხორცისფერ ფეხსაცმელს აქვს შესაძლებლობა, ფეხი ვიზუალურად დააგრძელოს. თუ ხორცისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მოკლე კაბასთან ერთად მოირგებთ, ეფექტი კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

სრული ტერფი

გამხდარ გოგონებსაც კი შეიძლება, სრული ტერფი ჰქონდეთ. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი კარგი საშუალება კი არის ისეთ ფეხსაცმლის მორგება, რომელსაც კოჭთან შესაკრავი წვრილი დეტალი აქვს. როგორც დიზაინერები ამბობენ, ასეთი დეტალი კოჭს ვიზუალურად უკეთ გამოკვეთს.

სრული ფეხი

გაშლილი შარვალი დაგეხმარებათ, რომ თქვენი სილუეტი ბევრად უფრო მოხდენილი და გამხდარი გამოჩნდეს. მსგავსი სტილის შარვალს, თუკი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად ჩაიცვამთ, ვიზუალურად ფეხსაც დაიგრძელებთ და უფრო მაღალი გამოჩნდებით.

მოცულობითი თეძო

5-1716892273.jpg

თუ თეძოს ფორმის ვიზუალური შემცირება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ, მოირგოთ კაბა ნაკეცებით, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, თეძოები რამდენიმე სანტიმეტრით ვიწროდ წარმოაჩინოს.

 

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  „ვაქცინის არჩევანის თავისუფლება” იყო თავიდანვე დიდი შეცდომა…“ -გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები