სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირომელი ვაქცინაა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მსოფლიოში, დღესდღეობით ნათელია – ფხაკაძე

რომელი ვაქცინაა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მსოფლიოში, დღესდღეობით ნათელია – ფხაკაძე

30/10/2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ სახალისო ამაბვს აქვეყნებს.


როგორც ჯანდაცვის ექსპერტი წერს, ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა ფაიზერის ვაქცინა ბავშვებში 5 წლიდან, როგორც გადაუდებელი გამოყენების ვაქცინა.


„როგორც ვამბობდი, ფაიზერის ვაქცინა არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა მსოფლიოში,

ამ წუთას (არ მაცადეს, რა ახლა გამოვფრინდი პარიზში) ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა ფაიზერის ვაქცინა ბავშვებში 5 წლიდან, როგორც გადაუდებელი გამოყენების ვაქცინა (16 წლიდან უკვე ჩვეულებრივი, სრული ავტორიზაცია აქვს ანუ ყვავილის, ჰეპატიტის და გრიპის ვაქცინის ტოლფასია, მოკლედ რომ ვთქვათ, ჯიგარი ვაქცინაა და საკმაოდ კარგად გამომცხვარი იმერული ხაჯაპურივითაა),


ხვალიდან ამერიკაში და იმ კვირიდან ევროპაში ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება და ამ დროს საქართველოში პენსიონრები ვერ ავცერით,

ყველა არგუმენტი, თუ რომელი ვაქცინაა ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მსოფლიოში, დღესდღეობით ნათელია. ეს არის – ფაიზერის კოვიდ ვაქცინა,

აიცერით ფაიზერის ვაქცინით, გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია,

ჯანმრთელობას გისურვებთ. ყველაფერი კარგად იქნება“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/romeli-vaqtsinaa-kvelaze-usafrtkho-da-efeqturi-msoflioshi-dghesdgheobit-natelia-fkhakadze/


READ  ერთ რაღაცას ვიტყვი, ვიცი ამით მილიონ მტერს გავიჩენ, მაგრამ… – რის შესახებ საუბრობს გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები