ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიდილის რუტინის 7 მთავარი კომპონენტი

დილის რუტინის 7 მთავარი კომპონენტი

2024 წელს მაღალი პროდუქტიულობის მისაღწევად ყველაზე დიდი ნაბიჯი საკუთარ თავზე ცოტაოდენი ზრუნვა იქნება. როგორ მოვახერხოთ შესანიშნავად ვიგრძნოთ თავი და შეზღუდულ დროში მეტი საქმის გაკეთება მოვასწროთ?

შესაძლოა, დილა თქვენთვის დღის ყველაზე მძიმე დროა. თუ ეცდებით, თქვენი დილის რუტინა უფრო პროდუქტიული გახადოთ, გზად აუცილებლად დაგხვდებათ დაბრკოლებები და წარუმატებლობები. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ახალი ჩვევის ჩამოყალიბებისას თანმიმდევრულობა გმართებთ, რადგან ამ შემთხვევაში ეს ცვლილებები უფრო დიდი ალბათობით გახდება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. პირველ რიგში აპატიეთ საკუთარ თავს, თუ თქვენი დილა პირველი მცდელობისას ზუსტად ისეთი არ იქნება, როგორც წარმოგიდგენიათ. მიზანდასახულობა და ჟინი მთავარი ფაქტორებია დილის ახალი რუტინის შესაქმნელად.

  1. ყველაზე მეტად, დილის გეგმის წინა ღამით შედგენა დაგეხმარებათ იმაში, რომ მარტივად მიჰყვეთ თქვენს საქმეებს.
  2. თქვენს სხეულში ბუნებრივი მაღვიძარა ბუდობს და ამ შინაგანი საათის გასააქტიურებლად საუკეთესო გზა დილის რუტინაში ბუნებრივი განათების ჩართვაა. თქვენი სხეულის ცირკადულ რიტმს მზის შუქი ააქტიურებს, რომელიც ატყობინებს თქვენს სისტემებს, რომ გაღვიძების დროა. ამ ბიოლოგიური პროცესის გააქტიურება ბუნებრივად გაზრდის იმის ალბათობას, რომ საწოლიდან ადგებით და საქმიანობას შეუდგებით.
  3. ზრდასრულთა 40%-ზე მეტს D ვიტამინის დეფიციტი აქვს. მზის სხივები საუკეთესო საშუალებაა დეფიციტის შესამცირებლად, მაგრამ D ვიტამინის დანამატიც კარგი საშუალებაა მისი დონის ასამაღლებლად, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში ან იმ შემთხვევაში, თუ დღის უმეტეს ნაწილს ოფისში ატარებთ.
  4. დილით ადრე სისხლის მოზღვავება კიდევ ერთი გზაა ფიზიკურად შეატყობინოთ თქვენს სხეულს, რომ გაღვიძების დრო დადგა. დილის რუტინაში ფიზიკური აქტივობის ჩართვა დაგეხმარებათ თავი მხნედ უფრო სწრაფად იგრძნოთ.

    ზოგიერთს დილით მგზავრობაც კი დაეხმარება. სამსახურში ველოსიპედით სიარული სცადეთ, ან კიდევ, ლიფტის ნაცვლად კიბით ისარგებლეთ. თუ ამ მარტივი ცვლილებებით დაიწყებთ თქვენს დღეს, დილიდანვე ენერგიით აღსავსე იქნებით.

  5. წარმატების გასაღები თანმიმდევრულობაა. განსაკუთრებით, ეს თქვენს დილის რუტინას ეხება. დაახლოებით ერთსა და იმავე დროს გაიღვიძეთ ყოველდღე, რათა თქვენმა სხეულმა ბუნებრივად გაღვიძება ისწავლოს. ამან შესაძლოა ნაკლებად მტკივნეული გახადოს თქვენი ადრიანად გაღვიძება და ამ ჩვევას უფრო დიდხანსაც შეინარჩუნებთ.დილის რუტინის 7 მთავარი კომპონენტი | შენი სილამაზე
  6.  

    ჩვენი ცირკადული რიტმი თანმიმდევრულობაზეა დამყარებული და ამიტომ, ეცადეთ შაბათ-კვირასაც კი დაიცვათ ძილის გრაფიკი.

  7. ეკრანის ლურჯი შუქი საზიანოა თქვენი ძილის ციკლისთვის. სოციალური მედია, როგორც წესი, ცუდ გავლენას ახდენს პროდუქტიულობაზე. ნებისმიერი თვალსაზრისით, ტელეფონი მხოლოდ ხელს შეგიშლით თქვენი დილის მაქსიმალურად გამოყენებაში. ამიტომაც დილით უმთავრესი ამოცანა მისი გათიშვა უნდა იყოს.
  8. ღამით კარგად გამოძინება ყველაზე მნიშვნელოვანია, რის გაკეთებაც შეგიძლიათ, მაგრამ ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. ზემოაღნიშნული ელემენტების დამატება დილის რუტინაში სერიოზულად დაგეხმარებათ, კერძოდ, ვარჯიში, თანმიმდევრულობა და ტელეფონისგან შორს ყოფნა.

    ძილის წინ კარგი, თქვენს ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებული რიტუალი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დილის რუტინა.

    წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  „ქუთაისში ასეთ ხალხს გოიმებს ეძახდნენ“ – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები