პირველ რიგში, სწორედ ხელებზე დაკვირვებით არის შესაძლებელი ქალის ასაკის დადგენა. საქმე კი ის გახლავთ, რომ ხელების კანს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომ თვითონ თავს ვერ დაიცავს.
ხელის ზურგი შეიცავს მცირე რაოდენობით ცხიმოვან ჯირკვალს, ხოლო ხელისგულზე ეს ჯირკვალი საერთოდ არ არის. ამასთან, ხელების კანში წყალი 4-5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე სახის კანში. ამიტომ ხელები განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს.
1. ისწავლეთ ხელების სწორად დაბანა
ეს ფრაზა ალბათ გაგაკვირვებთ, მაგრამ ბევრი ჩვენგანი ხელებს თურმე არასწორად იბანს. ხელები მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყლით დაიბანეთ. ცივი წყალი ხელების კანს აუხეშებს, აწითლებს, იწვევს აქერცლასა და დასკდომას, ხოლო ძალიან ცხელი წყალი კანს ცხიმს აცლის და აშრობს.
2. ხელები საგულდაგულოდ გაიმშრალეთ
ბევრი ამ მომენტს ყურადღებას არ აქცევს, მით უმეტეს, თუ ხელებს საზოგადოებრივ ადგილებში იბანს. ხელების კარგად შემშრალება აუცილებელია, თუ არ გსურთ ნუნები დაგიზიანდეთ.
3. საპონი სწორად შეარჩიეთ
ხელები დაიბანეთ მხოლოდ რბილი ტუალეტის საპნით (შესაძლებელია გლიცერინის საპონიც), მაგრამ უმჯობესია, თუ თხევად საპონს გამოიყენებთ. იგი შეიცავს დამატებებს, რომელიც ხელს უშლის კანის გამოშრობას.
4. არ დაგავიწყდეთ პილინგი
ოჯახურ პირობებში შეიძლება გამოიყენოთ “სკრაბი” სხეულისთვის, რომელიც ხელებზე უნდა წაისვათ აბაზანის მიღების დროს, ან ხელებისთვის სპეციალური აბაზანის გაკეთების დროს.
შემდეგ კი, მსუბუქად, წრიული მოძრაობით შეიზილოთ ხელებში. “სკრაბი” დაგეხმარებათ, მკვდარი უჯრედების მოცილებაში რაც ხელს უწყობს კრემების აქტიური ნივთიერებების კანში შეღწევას.
5. საოჯახო საქმეების გაკეთებისას გაიკეთეთ ხელთათმანი
სამწუხაროდ, ამ რჩევას დიასახლისების უმრავლესობა ყურადღებას არ აქცევს. სარეცხ საშუალებებში შემავალი ქიმიური ნივთიერებანი მავნებელია ხელის კანისთვის, მათი ზემოქმედება იწვევს ადგილობრივი იმუნიტეტის დარღვევას და კანის დაავადებებს, მათ შორის, დერმატიტსა და ეგზემას.
რა თქმა უნდა, ამ ხელთათმანით მუშაობა მოუხერხებელია, მით უმეტეს, თუ შესაფერისი ზომის არ არის. ამიტომ შეიძინეთ თქვენი ხელის ზომის თხელი და გამჭვირვალე ხელთათმანი, რომელიც გაგიადვილებთ მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები