ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისამედიცინო დაწესებულებებში ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები - მნიშვნელოვანი რეფორმებია დაწყებული

სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები – მნიშვნელოვანი რეფორმებია დაწყებული

21/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„იმედის კვირამ“ მოამზადა რეპორტაჟი, სადაც საუბარია კლინიკებზე, რომელთა რეანიმაციულ განყოფილებაში არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამება.


ჯანმრთელობისთვის საშიში კლინიკები. შემოწმებული 107 ჰოსპიტლიდან 105-ის რეანიმაციულ გაყოფილებაში არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამება.


კლინიკების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც „იმედის კვირა ესტუმრა“, მაყურებლის მიერ არის მოწოდებული, ფოტოების უდიდესი ნაწილიც მათ გამოგზავნეს.


ჩვენი მიზანია არა რომელიმე სამედიცინო დაწესებულების დისკრედიტაცია, არამედ ის, რომ კეთილსინდისიერად ექცეოდნენ პაციენტებს, ადამიანებს, რომლებიც მათ საკუთარ ჯანმრთელობას უპირობოდ ანდობენ.


იმედს ვიტოვებთ, რომ ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლისთანავე დაიწყება პრობლემის აღმოფვხრა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს, სრულად გავასაჯაროვოთ კლინიკების ნუსხა, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი პაციენტების გარეშე დარჩებიან იმ ანტისანიტარიისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, რის გამოც მოქალაქეები სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან…


იმის მიუხედავად, რომ შემოწმებული კლინიკების 95% არღვევს სტანდარტს, დღეს არ არსებობს იქ არსებული მდგომარეობის გაკონტროლების ეფექტიანი მექანიზმი და თუნდაც სტერილიზაციის პირობები დაარღვიოს, კლინიკა მაქსიმუმ 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. ასეთია დღევანდელი კანონმდებლობა, თუმცა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს, სწორედ სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.


„ეს ცვლილებები დაკავშირებულია სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების დაუყოვნებლივ შემოწმებასთან და ცვლილება ეხება ფარმაცევტულ სექტორში, როგორც აფთიაქების, ასევე მწარმოებლებისა თუ დისტრიბუტორების შეუზღუდავად, დაბრკოლების გარეშე შემოწმებას. ეს რეფორმები, რომლებიც წინა წელს დავიწყეთ და წელსაც აუცილებლად მოითხოვს მკაცრ და ეფექტიან კონტროლსა და მონიტორინგ. სხვა შემთხვევაში რეფორმებს აზრი დაეკარგება და რეფორმა დარჩება მხოლოდ ფურცელზე და მას პრაქტიკაში ვერ გავატარებთ“, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.


2020 წლის 6 აპრილს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობდა, რომ “პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით”.


ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა “კურიერი პიესში” ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, უწყებამ მნიშვნელოვანი რეფორმები დაიწყო.


“გამოწვევები დღესაც საკმაოდ გვაქვს. მნიშვნელოვანი გამოწვევა არის სამედიცინო ხარისხთან დაკავშირებული და ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაწყებული როგორც კლინიკების აკრედიტაციის კუთხით, ასევე კლინიკებში ინფექციის კონტროლის კუთხით. ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან ერთად წინა წელს დავიწყეთ და დღესაც აქტიურად გრძელდება – უკვე 100-ზე მეტ კლინიკაში იყვნენ ჩვენი მონიტორინგის თანამშრომლები, სადაც ინფექციის კონტროლის კუთხით ხდება შემოწმება და ამას აქვს სისტემური ხასიათი. მრავალმა ქვეყანამ, ჩემდა გასაკვირად, უკვე აღიარა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ამ მიმართულებით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არ მოვადუნოთ და კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ.


ასევე, 2025 წლიდან, საერთაშორისო აკრედიტაცია შემოგვაქვს და ყველა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკა ვალდებული იქნება ჩამოთვლილი სტანდარტებიდან ერთ-ერთი მაინც დააკმაყოფილოს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობის უფლება.


ასევე, დიდი გამოწვევაა გადახდების კუთხით, ანაზღაურების კუთხით და სწორედ აქედან გამომდინარე იყო, რომ ჩვენ დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების ჯგუფები შემოვიტანეთ და დღეს რამდენიმე თვის თავზე შეგვიძლია საკმაოდ წარმატებული პროექტი დავარქვათ ამას,” – განაცხადა ჯაბდაცვის მინისტრმა.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 2022 წელს გაწეულ საქმიანობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს ინფექციის კონტროლის კუთხით კლინიკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გააცნო.

READ  "ომიკრონი" გადაუვლის საქართველოს, ვინც ახლა აცრილი არ არის, მათ უკვე საბედისწეროდ დააგვიანეს

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი ჯგუფები 120-ზე მეტ კლინიკაში იყვნენ შესულები, თუმცა სამწუხაროდ , სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობა არასასიამოვნო იყო. ამ კუთხით, რამდენიმე კლინიკაში ორჯერ ან სამჯერაც იყვნენ შესულები. ვფიქრობ სისტემური მიდგომით საბოლოო შედეგს მივაღწევთ“,- აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„2025 წლიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო იქნება. სამწუხაროდ, საქართველოში პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ბოლო პერიოდამდე არ იწყებენ მოქმედებას, ამიტომ შუალედური პირობა ჩავდეთ – კლინიკები არ დაელოდებიან 2025 წელს და 2023 წლის ბოლოს ვალდებულები არიან თვითშეფასების ეტაპი დასრულებული ჰქონდეთ, სულ მცირე, კონტრაქტი წარმოადგინონ რომელიმე კომპანიასთან, რომელსაც შეარჩევენ, რათა შემდეგ 2024 წლის ბოლოს გადავადება არ ითხოვონ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე „იმედის კვირის“ მიერ მომზდებულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც საუბარია კლინიკების რეანიმაციულ გაყოფილებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
10 საუკეთესო აქტივობა ალგეროში, სარდინიაზე

10 საუკეთესო აქტივობა ალგეროში, სარდინიაზე

2 April, 2025
შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაციები კანონების – „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“

შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაციები კანონების – „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“

აპრილი 2, 2025
გამორჩეული როლები თეატრსა და კინოში, ცნობილი ოჯახი და ბრწყინვალე კარიერა – ნატა მურვანიძის პორტრეტი

გამორჩეული როლები თეატრსა და კინოში, ცნობილი ოჯახი და ბრწყინვალე კარიერა – ნატა მურვანიძის პორტრეტი

2 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
„აგროჰაბი“ განცხადებას ავრცელებს

„აგროჰაბი“ განცხადებას ავრცელებს

აპრილი 2, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება

სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება

აპრილი 2, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კლასიკური პასკის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

კლასიკური პასკის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

აპრილი 2, 2025
როგორ შევინარჩუნოთ ქართული ტრადიციები ემიგრაციაში?

როგორ შევინარჩუნოთ ქართული ტრადიციები ემიგრაციაში?

2 აპრილი 2025
თბილისის საუკეთესო უბნები საცხოვრებლად

თბილისის საუკეთესო უბნები საცხოვრებლად

აპრილი 2, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები