სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„სამმა დიდმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩერონ „ასტრაზენეკას“გამოყენება 55-60 წელზე ქვემოთ...

„სამმა დიდმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩერონ „ასტრაზენეკას“გამოყენება 55-60 წელზე ქვემოთ…

31/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



აზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი,პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინების შესახებ საუბრობს:


„მცირე განმარტება ვაქცინებთან დაკავშირებით, – უკვე სამმა დიდმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩერონ „ასტრაზენეკას“გამოყენება 55-60 წელზე ქვემოთ ასაკის ადამიანებში (გერმანიამ – 60 წელს ქვემოთ, კანადამ და საფრანგეთმა – 55 წელს ქვემოთ)


ევროპის ძლიერი მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან ვაქცინაციის პროცესს. მიღებული გადაწყვეტილებები ძლიერი ინდიკატორია იმის, რომ საქართველომ მაგალითი უნდა აიღოს მხოლოდ ევროპელი მეგობრებისგან. საქართველოში არ უნდა შემოვიტანოთ არც ერთი COVID-19 ვაქცინა და მედიკამენტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოზაციის და ევროკავშირის წამლის სააგენტოს მიერ რეკომენდირებული არ არის. რამდენი ხნის წინ ვთქვი „ასტრაზენეკას“ შეჩერების საჭიროებაზე 55 წლის ასაკის ქვემოთ ადამიანებში და გავილანძღე. როცა რაღაცას ვამბობ, გთხოვთ, დამიჯერეთ, მეტი რა ენაზე უნდა გითხრათ, არ ვიცი.


„ნოვავაქს“ რაც შეეხება, ვიყიდოთ, დავასაწყობოთ, მაგრამ გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ ეს ვაქცინა კარგია. ამ ეტაპზე კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე მძლავრ იარაღად ისევ რჩება სამედიცინო პირბადე და მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ის. ასევე, უნდა დავნერგოთ ელექტრონული ჯანდაცვა, – ეს არის ის, რაც დღესვეა გასაკეთებელი და ძალიან ფრთხილად უნდა ვმართოთ ვაქცინაციის პროცესი“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. რაც შეეხება „საქართველოს აკრედიტაციას“, გიორგი ფხაკაძის თქმით, უკვე 9 სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა დამოუკიდებელი და ნებაყოფლობითი აკრედიტაციის გავლის სურვილი, კიდევ რამდენიმე მუშა პროცესშია.


-„ აკრედიტაციის შედეგად ქვეყანაში გვექნება კარგი და ძალიან კარგი საავადმყოფოები. ყველა იმ უნივერსიტეტს, სადაც არის იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტი, მოგიწოდებთ თანამშრომლობისკენ – „საქართველოს აკრედიტაცის“ ინიციატივის ფარგლებში ერთ-ერთი ინდიკატორი არის პაციენტის უფლებები და გთხოვთ, ამ მიმართულებით ჩაერთოთ პროცესებში. ასევე მივმართავ პაციენტის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს, კარგი იქნება, სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უფლებების მიმართულებით ვითანამშრომლოთ. მივმართავ ასევე სამედიცინო უნივერსიტეტებს, კოლეჯებს – ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური ინსტიტუციების ჩართულობა აკრედიტაციის პროცესში უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის სტანდარტებისა და ინდიკატორების გაუმჯობესების კუთხით. დღეს უკვე ჩატარდა ერთი შეხვედრა სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. კვირის ბოლომდე სამუშაო ჯგუფის ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც უწყვეტ სამედიცინო განათლებასა და იმ მინიმალურ ინდიკატორებზე იქნება საუბარი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების საშულაებას მოგვცემს.


შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი: 1. პაციენტის უფლებების დაცვის მიმართულებით და 2.უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და ხარისხის სტადარტების ინდიკატორების შემუშავების მიმართულებით. ორვე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ჩატარდება კვირის ბოლომდე.


შესაბამის ორგანიზაციებსა და აკადემიურ ინსტიტუციებს გთხოვთ, აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გამომიგზავნეთ წერილი პირად შეტყობინებაში ან accreditation.ge მითითებულ მეილზე – info@accreditation.ge რამდენიმე უნივერისტეტმა უკვე გამოხატა თანამშრომლობის სურვილი, ამ ინფორმაციას დავდებ ვებგვერდზე, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. ჩვენ უნდა ავაშენოთ არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.


აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი. გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები