პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„საქართველოს ჯანდაცვაში იმდენი პრობლემაა, ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს“

„საქართველოს ჯანდაცვაში იმდენი პრობლემაა, ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს“

10/07/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს ჯანდაცვაში იმდენი პრობლემაა, ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს.

„საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი უმრავლესობა კერძო სექტორს ეკუთვნის. წინა მთავრობამ თქვა, ყველაფერი კერძო იყოს და ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებსო – შეცდნენ. ბაზარი ყველაფერს არ არეგულირებს, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფეროში.

ჯანდაცვის სფეროში მივიღეთ სიტუაცია, რომ საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ქვეყნის ჯანდაცვის 90%, მაგრამ ამ სერვისს კერძო კომპანიები აწვდიან. ვინ ახორციელებს ამ კერძო კომპანიების ხარისხის კონტროლს?! – არავინ!

მოლოდინი, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს, რომ სამედიცინო დაწესებულებები თვითრეგულირებაზე გადავლენ, საკუთარი ნებით გაივლიან აკრედიტაციას, ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ – უტოპიაა, რადგან ეს არავის აინტერესებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია.

„ამ საკითხში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია. ჯანდაცვის სფეროში რეგულირება უნდა იყოს უფრო ძლიერი. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროში ლიბერალიზმმა ეფექტურობა არ აჩვენა.

რეალობა ისაა, რომ კერძო სექტორი მოგებაზეა ორიენტირებული, ეწევა ეკონომიას, რომ შეიძინოს შედარებით იაფი სამედიცინო სახარჯი მასალები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.

პირდაპირ ვიტყვი – საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი უმრავლესობა არანაირ ინტერესს არ ავლეს, რომ საკუთარი ხარისხის დემონსტრირება მოახდინოს“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის ხარისხს არ განსაზღვრავს მარმარილოთი მოპირკეთებული ფასადი, ფოიეში ნახატები და როიალი.

„ჯანდაცვის ხარისხს არ განსაზღვრავს მარმარილოთი მოპირკეთებული ფასადი, ფოიეში ნახატები და როიალი. ჯანდაცვის ხარისხს განსაზღვრავს ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლება, ადეკვატურად კალიბრირებული ხარისხიანი აპარატურა, ხარისხიანი სამედიცინო სახარჯი მასალები, მედპერსონალის ადეკვატური ანაზღაურება და ა.შ.

საქართველოდან სამკურნალოდ ხალხი თურქეთში, ისრაელში და ევროპაში მიდის, ექთნები და სანიტრები საქართველოდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ გარბიან – რა ჯანდაცვის სისტემის არსებობაზე ვსაუბრობთ?!

სოციალურ ქსელში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით თხოვნას, რომ ამა თუ იმ ადამიანის მკურნალობისთვის თანხაა შესაგროვებელი. ფონდის შექმნა არ არის გამოსავალი. სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ სახელმწიფომ მიხედოს თავის მოქალაქეს, როცა მას დახმარება სჭირდება.

დავუბრუნდები შიდა პრობლემებს. საქართველოში საგანგაშო სიტუაციაა, სამედიცინო დაწესებულებებში შიდაჰოსპიტალური ინფექციები პრაქტიკულად უკონტროლოა.

სანამ ქვეყანა არ აამოქმედებს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემას, არაფერი გვეშველება. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი, სახელმწიფოსთან არააფილირებული ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ობიექტურ შეფასებას. ეს სჭირდება ყველას და ამიტომ ხალხმა უნდა დააყენოს ეს მოთხოვნა, რომ საბოლოო ჯამში შეძლოს ხარისხიანი ჯანდაცვის მიღება.

READ  როგორ შევურჩიოთ ფერები ჩვენს სტილს? – სრული გზამკვლევი

გავაკეთე სამედიცინო აკრედიტაციის სისტემა, შევთავაზე – დუმილი. კი, ბატონო, ჩემი არ გინდათ, სხვაგან გააკეთეთ, ოღონდ გააკეთეთ!

ჩემნაირი ადამიანი პოლიტიკაში არ გამოგადგებათ. მე ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. პოლიტიკა კომპრომისებზე დგას. მე შეიძლება, რაღაც კომპრომისებზე წავიდე, მაგრამ როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ჩემთვის ეს არის ის წითელი ხაზი, სადაც კომპრომისი არ არსებობს.

საშიშია ის, რაც საქართველოს ჯანდაცვაში ხდება. ეს არის „გზა არსაით“. სამწუხაროა, რომ გიორგი ფხაკაძე ეხმარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში, მაგრამ საქართველოში ფხაკაძე არავის სჭირდება, აქ ხომ „ყველაფერი იციან“.

ჩვენ გვჭირდება არა ათასი რაღაცის გაერთიანებული, არამედ ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანებით დაკომპლექტდება და იქნება პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილი.“, – აღნიშნა მან.

როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, პოლიტიკოსები უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელს არ ახლებენ ჯანდაცვას და ამ დარგს მხოლოდ პროფესიონალებმა მიხედონ.

„პოლიტიკოსები უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელს არ ახლებენ ჯანდაცვას და ამ დარგს მხოლოდ პროფესიონალებმა მიხედონ. როგორც ომბუდსმენს ირჩევენ 5 წლის ვადით, ასევე უნდა მოხდეს ჯანდაცვის მინისტრს არჩევა. ჯანდაცვის მინისტრს უნდა მიეცეს მანდატი, რომ განახორციელოს რეალურად საჭირო რეფორმები, რომელიც შეიძლება, ზოგიერთებისთვის არაკომფორტული აღმოჩნდეს.

ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ზეპარტიული ადამიანი. მან განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც შესაძლოა, არაკომფორტული და არაპოპულარული იყოს გარკვეული წრეებისთვის, მაგრამ მინისტრს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ შეძლებს ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანას და არ იქნება დამოკიდებული მთავრობის შეცვლაზე.

მინისტრის არჩევისას მან უნდა წარადგინოს მკაფიო საპროგრამო გეგმა, რას გააკეთებს ამ 5 წელიწადში. მისი არჩევა ამ პროგრამის მიხედვით უნდა მოხდეს და არა პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე. ის უნდა იყოს აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკური კონიუქტურისგან, რომ რეალური რეფორმის განხორციელება შეძლოს.

კოსმეტიკური რეფორმები საქმეს არ შველის. სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია არის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება, რომელიც არსებულ მძიმე სიტუაციას ცოტათი გააუმჯობესებს, მაგრამ რევოლუციას ვერ მოახდენს. აქვე ვიტყვი, ჯანდაცვის მინისტრი ვერ უნდა ჩაერიოს რომელიმე დაწესებულებისთვის აკრედიტაციის მინიჭების საქმეში.

ჩემი ამოცანა და დღის წესრიგია, რაც შეიძლება, ნაკლები ავადმყოფი ადამიანი იყოს ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი წავიდეს სამკურნალოდ უცხოეთში და ადგილზე გვექნეს იმავე ხარისხის ჯანდაცვა, რაც მოწინავე სახელმწიფოებს აქვთ.

სამოქმედო პროგრამა მარტივია: გამართული პირველადი ჯანდაცვა; ყველა სამედიცინო დაწესებულება პასუხობდეს მინიმალურ სტანდარტებს; ის ნოზოლოგიები, რასაც კარგად ვმკურნალობთ, გავაუმჯობესოთ; ყოველწლიურად დავნერგოთ რამდენიმე ნოზოლოგიის ახალ-ახალი მკურნალობა, ოღონდ უმაღლესი სტანდარტებით. დანერგვა ნიშნავს იმას, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანს არ დასჭირდება უცხოეთში წასვლა, ადგილზე შეძლებს მკურნალობას.

ეს არის ჯანდაცვის მინისტრის სამოქმედო გეგმა, გადაიღეთ, იმოქმედეთ, მე ჩემთვის არ გთხოვთ.

ხარისხიანი ჯანდაცვა არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება! ამის გაგება და დანერგვა უნდა მოხდეს! ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა – ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიის უპირველესი ლოზუნგი და ნებისმიერი ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი!” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვისას.

 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

READ  როგორ უნდა გამოვიყენოთ სახის სკრაბი სწორად?

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

 
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები