სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„საშინელებაა, როცა ქვეყანა „გუგლით“ იმართება, ამ ერთ წელიწადში ვერაფერი ვისწავლეთ..

„საშინელებაა, როცა ქვეყანა „გუგლით“ იმართება, ამ ერთ წელიწადში ვერაფერი ვისწავლეთ..

27/01/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე „ტვ პირველის“ ეთერში განვლილ წელიწადს აჯამებს კორონავირუსთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ საშინელებაა, როცა ქვეყანა „გუგლის“ საშუალებით იმართება.


„საქართველოს ვაქცინაციის პროგრამას რაც შეეხება, მთავრობის გეგმა საინტერესოა, სტანდარტული გეგმაა, მაგრამ ერთი მომენტი გამორჩათ, როგორც ყოველთვის, ელექტრონული მართვის სისტემა არ არის დანერგილი.


შეფუთულია ლამაზი ყვავილი, მაგრამ ფუძე ისაა, რომ იყოს ერთიანი ელექტრონული სისტემა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ ღრმა კორუფციული გარიგებები, რომლებიც შევარდნაძის დროიდან მოდიოდა, ახლაც მოქმედებს.


თუკი საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა იქნება, ფრთხილად უნდა ვიყოთ და თითოეული ადამიანი, ვინც აიცრება, უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას, რადგან აქამდე დამტკიცებული არც ერთი ვაქცინა ბოლომდე არ არის გამოკვლეული.


ბევრი შანსი გამოგვეპარა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. პირდაპირ კომპანიასთან დალაპარაკება ფანტასტიკის სფეროა. საქართველოს შეეძლო გამოეყენებინა მეგობრებთან ურთიერთობა, მაგალითად, ისრაელთან, რაც პოზიტიურად შეგვეძლო გამოგვეყენებინა.


ამერიკას არ უნდა ვუყუროთ, რადგან მას ორასი პარტნიორი ჰყავს. სტრატეგიულად უნდა ვუყუროთ, სად არის წარმოებები. ევროკავშირიდან ვაქცინებს ნაკლებად მივიღებთ, რადგან მათ თავიანთი პრობლემა აქვთ. ვის აქვს საშუალება? ისრაელს? ვის აქვს ქარხანა? ინდოეთს. მთელი მოლაპარაკებების პოტენციალი აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ისრაელში გავაგზავნიდი ამ თხოვნით…“


კითხვაზე, რას ფიქრობს იმ თემაზე, როდესაც მოსახლეობას საქართველოში მოუწოდებენ, „დაგუგლონ“ ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება სხვა ქვეყნებში და შეადარონ, გიორგი ფხაკაძე პასუხობს:


„საშინელებაა, როცა ქვეყანა იმართება „გუგლით“ და არა პროფესიონალებით. ფაქტია, რომ ერთ წელიწადში ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ არაფერი ვისწავლეთ. რაც შეეხება ქვეყნის გახსნას, როცა ვთქვი, რომ ქვეყანა 2023 წლამდე და უფრო მეტიც შეიძლება იყოს ამ მდგომარეობაში და ხალხს ნუ ვატყუებთ, რომ ერთ-ორ თვეში გაიხსნება ყველაფერი-მეთქი, ამის მერე სახელმწიფოს ზოგიერთმა წარმომადგენელმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ერთი-ორი წელიწადი ასე ვიქნებითო.


რატომ ვატყუებთ საკუთარ თავს ან მოქალაქეებს, ან მათ, ვინც არ „გუგლავს“, არამედ იცის რეალური სიტუაცია?!.


რეალური სიტუაცია ძალიან მარტივია – ვირუსი, სამწუხაროდ, არსად აპირებს წასვლას. ახალი შტამი არის უფრო რთული და ვერაგი და ევროპა არის შეშინებული.


ის, რაც ჩვენ გვეგონა, არ მუშაობს. ორმა დიდმა ვაქცინამ ვერ იმუშავა მსოფლიოში ყველაზე დიდი ამერიკული ფარმაკომპანიისგან. თუკი ყველაფერი კარგად იქნებოდა, ექვსი თვის წინ ვარაუდობდნენ, რომ 2023 წლამდე უნდა მომხდარიყო მსოფლიოს ვაქცინაცია. ახლა კი ვხედავთ, რომ ეს გეგმა ვერ შესრულდება.


საქართველო არ არის ისრაელი, არც ქუვეითი, რომ ფული გადაიხადოს და რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩვენთან 2023 წლამდე ასეთი მდგომარეობა იქნება. ქვეყანა ამ დრომდე დაკეტილი ვერ იქნება. ხომ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად თანცხოვრება? პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-sashinelebaa-roca-qveyana-guglit-imarteba-ert-weliwadshi-veraferi-viswavlet


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები