ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedსაზოგადოებაჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია...

საზოგადოებაჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია…

#sheniekimi SheniEkimi.ge • შენიექიმი.ge

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” აღმასრულებელ დირექტორთან კატერინა ტარასოვასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მემორანდუმის თანახმად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი “აკრედიტაცია კანადასთან” ერთად იწყებს საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს. ხელმოწერის ცერემონიას “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი პაატა ბუკია, „აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, „აკრედიტაცია კანადას”- ევროპის განვითარების ხელმძღვანელი იულია შჩერბინა ესწრებოდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის 1 იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება კლინიკა, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია.

ბრძანების თანახმად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ვალდებულია, 2023 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტროს წარუდგინოს აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ინფორმაცია მიაწოდოს მიმდინარე სერტიფიცირების პროცესის შესახებ.

 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

წყარო: http://kvira.ge/833454?fbclid=IwAR3CaFjmzDWcvSLC0miggF_8yAqJyxKyf4wBAxxt4ZZr5T9Es0VhSVk5t4c

 

 

READ  „ეს პაციენტის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაზრდის, ტარიფების გათანაბრება ძალიან კარგია“- დავით გაგუა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები