ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგითმის ცვენის 5 გავრცელებული მიზეზი, რომელიც უნდა აუცილებლად უნდა იცოდე

თმის ცვენის 5 გავრცელებული მიზეზი, რომელიც უნდა აუცილებლად უნდა იცოდე

თმის ცვენა საკმაოდ შემაწუხებელი ფაქტია და თუ გაწუხებთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ადამიანები სწორედ ამ პრობლემით მიმართავენ ყველაზე ხშირად დერმატოლოგებს.

უმეტეს შემთხვევაში განკურნების გზები არსებობს. უპირველეს ყოვლისა უნდა გაირკვეს თმის ცვენის მიზეზი და ადრეულ ეტაპზევე უნდა დაიწყოს მკურნალობის კურსი.

თმის ცვენა ხდება როგორც კაცებში, ასევე ქალებში. ამისგან ფატალური შედეგი არ დგება, თუმცა განცდა და თმის ცვენის ყურება არასდროსაა სასიამოვნო.

თმის ცვენის საშიშროების წინაშე ხართ, თუ თქვენ:

  • თმა საგრძნობლად შეგითხელდათ და განსაკუთრებით ეს იგრძნობა თმის ბოლოებში.
  • უფრო მეტი ცარიელი სივრცეები გიჩნდებათ თმის ღერებს შორის

აქვე წარმოგიდგენთ თმის ცვენის 5 გავრცელებულ მიზეზს:

  1. ასაკი

ასაკთან ერთად, სკალპში ნაკლები ცხიმის გამომუშავება ხდება, რაც თმას უფრო სუსტს და მტვრევადს ხდის. რის გამოც თმის ცვენა და გათხელების პროცესი მეტად სავარაუდოა.

  1. გენეტიკა

თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ტიპი – ანდროგენული ალოპეცია – არის მემკვიდრეობითი და ასაკთან დაკავშირებული. ეს არის თმის ცვენის უფრო ექსტრემალური ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ იწყება ახალგაზრდობაში და თანდათან პროგრესირებს ასაკთან ერთად.

ალბათ გსმენიათ, რომ თმის ცვენის გარკვეული ტიპები მემკვიდრეობით მიიღება დედის მხრიდან, თუმცა, კვლევა აჩვენებს, რომ მრავალი გენი თამაშობს როლს კონკრეტული ტიპის თმის ცვენის ალბათობის დადგენაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არ არის მხოლოდ დედის მემკვიდრეობით განსაზღვრული, არამედ გავლენას ახდენს გენეტიკური ფაქტორების ერთობლიობა.

  1. ჰორმონალური ცვლილებები

ჰორმონალური ცვლილებების პრობლემა მაშინ დგება, როდესაც თმი ცვენასთან ერთად ისეთი სიმპტომებიც ვითარდება როგორიცაა:

  • აკნე
  • სახეზე და სხეულზე თმის მკვეთრი ზრდა
  • არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი

ეს და ჰორმონების სხვა ისეთი მკვეთრი ცვლილებები, როგორიცაა: ორსულობა, მშობიარობა და მენოპაუზა შესაძლოა იყოს მიზეზი თმის ზრდის შეფერხებისა.

  1. სტრესული ცხოვრებისეული მოვლენები

ისეთმა სტრესულმა მოვლენებმა, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ქირურგიული ჩარევა ან სერიოზული ავადმყოფობის დიაგნოზი, შეიძლება გაზარდოს თმის ცვენის რისკი. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თავად თმის ცვენაც შეიძლება იყოს სტრესული. აღნიშნულ შემთხვევაში თმის ცვენა არის დროებითი და მკურნალობას არ საჭიროებს.

  1. კვებითი დარღვევები
READ  „სიკვდილი დადის ქვეყანაში“ – გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციაზე და კოვიდზე

ზოგიერთ შემთხვევაში, თმის ცვენა შეიძლება მოხდეს არასათანადო კვების გამო. რკინის, D ვიტამინის და თუთიის დაბალი დონე პირდაპირ კავშირშია თმის ცვენასთან.

უმეტეს შემთხვევაში, დიეტურ დანამატებს შეუძლიათ ვიტამინის დეფიციტის გამოსწორება, თუმცა კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

წყარო

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები