ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
მთავარიUncategorizedრა იწვევს თმის ცვენას გაზაფხულზე

რა იწვევს თმის ცვენას გაზაფხულზე

თმის ცვენა ერთნაირად სტრესულია როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის და აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით აქტიურდება სეზონების ცვლილებასთან ერთად.

როგორც წესი, მამაკაცებში თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზი ანდროგენული ალოპეციაა, ხოლო ქალებში – ტელოგენური თმის ცვენა, რასაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, ორგანიზმში არსებული ანთებითი პროცესები, გადატანილი ვირუსები, იქნება ეს გრიპი, კორონავირუსი თუ სხვა; პოსტსამშობიარო პერიოდი, სხვადასხვა მიკროელემენტის (მაგალითად, რკინის) ნაკლებობა და სხვა.

დღის განმავლობაში 100 ღერი თმის დაცვენა ნორმად მიიჩნევა. დაცვენილი თმის ადგილას სწრაფად გვეზრდება ახალი და  ხანდახან ეს ისე ხდება, ვერც ვამჩნევთ ხოლმე. თუმცა გახშირებული ცვენა სწრაფად ხდება დისკომფორტის მიზეზი, რადგან ვიზუალურად აისახება ხოლმე. 

როგორც წესი, თუ ტელოგენური თმის ცვენის უკან სერიოზული მიზეზი არ დგას, მისი 3-4-თვიანი ფაზის შემდეგ ჩვენი თმის ფოლიკულები ძველ მდგომარეობას უბრუნდება. რიგ შემთხვევებში კი სპეციალისტის დახმარება და მედიკამენტოზური ჩარევაც შეიძლება დაგვჭირდეს. იმ მიზეზთა შორის, რის გამოც შეიძლება გაზაფხულზე თმის ცვენა დაგვეწყოს, მიკროელემენტების ნაკლებობა საკმაოდ ხშირია. როგორც წესი, ამ პერიოდში ახალი ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებობაა, ბევრი ჩვენგანი უმეტესად პურ-ფუნთუშეულითა და პროცესირებული პროდუქტებით იკვებება, რაც ორგანიზმში საჭირო ელემენტებისა და მინერალების ნაკლებობას იწვევს. ამან  შეიძლება როგორც თმის, ისე ფრჩხილების სისუსტე და კანის პრობლემებიც გამოიწვიოს.
გარდა იმისა, რომ აღნიშნული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სპეციალისტს უნდა მივმართოთ, შეგვიძლია, მკურნალობის პროცესის პარალელურად, ეფექტური გარეგანი საშუალებებიც გამოვიყენოთ.

 

 

 

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  „ტუბერკულოზის ვაქცინა იქნება მალე...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

LIVE