ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"ვაქცინა როდის შემოვა, არავინ იცის...ნუ ატყუებენ ხალხს...ჩინური ვაქცინა არ უნდა შემოიტანონ"

“ვაქცინა როდის შემოვა, არავინ იცის…ნუ ატყუებენ ხალხს…ჩინური ვაქცინა არ უნდა შემოიტანონ”

29/01/2021

აქამდე თუ მთელი მსოფლიო კორონაპანდემიის გამო შეზღუდვების და რეგულაციების სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობდა და აღარ იცოდა, როგორ ებრძოლა ვირუსის წინააღმდეგ, ახლა, ახალი ომი დაიწყო – ომი ვაქცინის მისაღებად.


საქართველო ამ ომში რომ არც მოწინავე პოზიციაზეა და როგორც ჩანს, არც დიდად მოწადინებულია ამისთვის, ეს აშკარაა, მაგრამ რა ქნას ხალხმა.


ხალხმა, რომელსაც უნდა, რომ მალე დასრულდეს პანდემია, მალე გაიხსნას ეკონომიკა და ბოლობოლო, ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვიყოთ.


ცხადია, ვაქცინის გარშემო ამ დრომდე ბევრი შეკითხვაა, მათ შორის მის უსაფრთხოებაზე, ასევე კითხვებია “ასტრაზენეკას: ვაქცინაზე, რომლის შემოტანა საქართველოში აქტიურად განიხილება.


ამიტომ გადავწყვიტეთ, დღეს, სწორედ ამ თემაზე ორი სპეციალისტის – ზაზა წერეთლის და გიორგი ფხაკაძის მოსაზრებები შემოგვეთავაზებინა.


ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა გვითხრა, რომ საქართველოში ვაქცინას, ფაქტია, ჯერ ვერ შემოიტანენ.


“ყველაფერი უკვე პოლიტიკურ სიტუაციაში გადავიდა. საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებთან უნდა დაიწყოს ინტენსიური მოლაპარკებები, რომ ცოტა ვაქცინა მაინც მივიღოთ. ასევე, ხშირი ურთიერთობა უნდა გვქონდეს კოვაქსთან , ჯანმოსთან, რომ ყოველდღე შევახსენოთ –ძალიან გვჭირდება ვაქცინა.


ვაქცინას ჯერ ვერ შემოიტანენ. პატარა ქვეყნებს ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარკების შანსი ფაქტობრივად არ ჰქონდა, ეს ძალიან ძვირი დაჯდებოდა. ვინმესთან ერთად უნდა გაგვეკეთბინა და ეს ვინმე არის კოვაქსი.


დიდმა ქვეყნებმა ლამის 2 წლის მარაგი შეიძინეს. საქართველოს რჩებოდა ის, რომ ცოტა უფრო ადრე მიემართა კოვაქსისთვის, მეტი მოლაპარკება ეწარმოებინა კოვაქსთან, ყველა ქვეყანა, რომელსაც არ მიუღია, მაგ. ბალკანეთის ქვეყნები – აღშფოთებულები არიან და მიმართეს ჯანმოს. მსოფლიო იმასაც ხვდება, რომ თუ ვაქცინაცია ყველგან არ მოხდა, ეს სიტუაციას ვერ გააუმჯობესებს’, – ამბობს ზაზა წერეთელი.


მას კითხვა ჩინურ ვაქცინაზეც დავუსვით, რაზეც წერეთელმა გვითხრა, რომ ამ ვაქცინის შესახებ ზუსტი მონაცემები ამ დრომდე არ არსებობს და რაც არსებობს, ისიც გადამოწმებული არ არის.


“ჩინურ ვაქცინას რაც შეეხება – ის არ არის დამტკიცებული და მე თავს შევიკავებდი, მისი შემოტანისგან. საქართველოში უფრო მაღალი ხარისხის ვაქცინები უნდა შემოვიდეს. ხალხს ისედაც ეჭვი ეპარება ვაქცინაციაზე და ჩინური რომ შემოიტანო, იმუნიზაციის პროგრამა საერთოდ ჩავარდება.


კიდევ ერთი ვაქცინის შემოტანის შანსია, მაგრამ “ასტრა ზენეკასთან” სიტუაცია დაიძაბა. მან უთხრა ევროკავშირს, რომ ვაქცინის მიწოდება 60%–ით ნაკლები იქნებოდა ბელგიაში არსებული პრობლემის გამო. ამიტომ ევროკავშირმა უთხრა, რომ ბელგიიდან ვერ გავა ვაქცინა, სანამ არ გავიგებთ, სად გაგაქვთ ეს ვაქცინა. ეჭვი აქვთ, რომ ის უფრო მაღალ ფასში გააქვს ასტრა ზენეკას რომელიღაც სხვა ქვეყანაში.


აქ, მეორე მომენტია – კოვაქსი სადაც ჩვენ ვართ, ის ჯანმომ შექმნა. ამას მაინც პატივს სცემენ და მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებსაც შეხვედროდა. დიდი პრობლემაა ის, რომ მხოლოდ მდიდარი ქვეყნების 56% იცრება, დანარჩენები ასე რჩებიან. ალბათ ვერ გარისკავენ, რომ ასტრა ზენეკა არ მისცენ კოვაქსს, თუმცა ეს როდის იქნება – არ ვიცით”, – ამბობს ზაზა წერეთელი.


ჩვენ ასევე გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველს გიორგი ფხაკაძესაც ვესაუბრეთ, რომელმაც თქვა, რომ ვაქცინა საქართველოში როდის შემოვა, ეს არავინ იცის.



გიორგი ფხაკაძე:


“ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ჯანმომ დაამტკიცა (მოდერნას გარდა) – ფაიზერია, ეს ვაქცინა კი კონტრატქების მიხედვით კოვაქსში არაა. საქართველო მიიღებს იმ ვაქცინას, რომელსაც ჯანმო დაამტკიცებს და თან კოვაქსთან კონტრაქტი იქნება. შეიძლება 1000–2000 ვაქცინა შემოიტანოს, მაგრამ ეს ხომ საქმეს არ აკეთებს. ეს პიარისთვისაა”.


მას ვკითხეთ , საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულ 20 ათას დოზაზე, რაზეც სპეციალისტებს კითხვა აქვთ – საიდან შემოვა.


“ფაიზერმა შეაჩერა ხომ ვიცით, ევროპაში პანიკაა, საიდან შემოვა. რატომ გვატყუებენ და ატყუებენ ხალხს. საქართველოსნაირი 180 ქვეყანაა კიდევ. ხალხს გაურკვეველ ინფორმაციას აძლევენ.


გააკეთეთ ელექტრონული ბარათები ყველა მოქალაქისთვის, ეს არის ასაწყობი, თუ ვაქცინაციის სწორი განხორციელება გინდათ, გჭირდებათ ელექტრონული ჯანდაცვა.


ვაქცინა როდის შემოვა – ჯერჯერობით არავინ იცის, რომელი შემოვა, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. შემოიტანენ რამდენიმე ათასს, რომ გააკეთონ შოუ. მოსახლეობის 85% უნდა იყოს ვაქცინირებული”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

კონკრეტულ ვაქცინას ვერ ასახელებს ქვეყნის ხელისუფლებაც, თუმცა, მუდმივად გვიმეორებს, რომ საქართველოში შემოვა მხოლოდ ის, რომელიც აღიარებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.


ექსპერტები ამბობენ, რომ ამ დრომდე არ ვიცით, ზუსტად როდის და რომელი ვაქცინა შემოვა. მათივე მოსაზრებით, ამას საქართველოს მთავრობა არ წყვეტს, ამას კოვაქს პლატფორმა გადაწყვეტს, ისიც იმის მიხედვით, თუ ვისთან ექნება კონტრაქტი გაფორმებული.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/vaqcina-rodis-shemova-aravin-icis-nu-atyueben-khalkhs-chinuri-vaqcina-ar-unda-shemoitanon


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები