07/11/2021

“ჰუმანურობა განსაზღვრავს საზოგადოებას…” – ასე იწყებს სოციალურ ქსელში პოსტის წერას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, რომელიც აქცენტს სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ვაქცინაციაზე აკეთებს.
ექსპერტი პოსტთან ერთად ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები მოხუცების ერთი ჩვეულებრივი დღის, ერთი კვების ფოტოებს და მათი საცხოვრებელი პირობების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
“როგორ შეიძლება, შეაფასო საზოგადოება?! შეხედეთ, როგორ უვლიან თავის ასაკიან მოქალაქეებს!
ამჟამად ვარ პარიზის გარეუბანში სახელმწიფო მოხუცთა სახლში… სისუფთავე, კომფორტი, სასწაული გარემო, სასიამოვნო სურნელი და, რა თქმა უნდა, სადილი ისეთი დონის, როგორც ნებისმიერ ფრანგულ რესტორანში (სურათში ნახეთ დესერტი). სიყვარული იგრძნობა ყველა დეტალში … ამჟამად ვსადილობთ მეგობრებთან ერთად…

მე მინდა ისეთი საქართველო, სადაც ყველა არის დაცული, მოვლილი და არავინ არის დარჩენილი “ნავის გარეთ”!
ჰუმანურობა განსაზღვრავს საზოგადოებას…

ისე ყველა თანამშრომელი, მომწოდებელი, მაცხოვრებელი და ყველა სტუმარი არის აცრილი – 100% …. დიახ, უსაფრთხოება არის უმთავრესი და ცხოვრება მიდის წინ…”, – წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil